10 ფაქტი, რომელიც მაროკოს შესახებ წარმოდგენას შეგიცვლით

საკნატუნო ამბები

23 აგვისტო 17:00, 2017 წელი

მაღრიბში (ასე ეძახიან ადგილობრივები) ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან აქვთ უნივერსიტეტი, რომელიც ქალის დაარსებულია და დღემდე ფუნქციონირებს; ამ აფრიკულ სამეფოში თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა და აქედან, სულ რაღაც, 14 კილომეტრში ევროპაა...

მაროკოში (ჩათვალე აფრიკაში) თოვლი ჩვეულებრივი ამბავია



აქ თოვლით ვერავის გააკვირვებ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ მარაკეშიდან 75 კილომეტრზე სამთო-სათხილამურო კურორტი უკაიმდენი მდებარეობს, სადაც, თხილამურების გარდა, ციგებითა და სნოუბორდებით სრიალიც შეიძლება. ჩრდილოეთით კი მთელი რაიონები იფარება თოვლით. ზამთარში ისინი შეიძლება შვეიცარიის ქალაქებში აგვერიოს.

ეს თანამედროვე ქვეყანაა



„აფრიკა = სიღარიბესა და ჩამორჩენილობას“ - ეს მითია. მაროკოში საუკეთესო გზებია, მათ შორის ფასიანი გზატკეცილებიც (ორივე მხარეს ორი ზოლი და 120 კმ/სთ დაშვებული სიჩქარე). ბანკებსა და ოფისებში ელექტრონული რიგების ფუნქციებია, კომუნალური გადასახადები კი მრიცხველების მონაცემების მიხედვით ავტომატურად ფორმირდება და ადრესატებს ეგზავნებათ. გაზისა და ნავთობის საბადოების არარსებობის გამო აქტიურად მუშაობენ ენერგიის ალტერნატიული სახეობების ათვისებაზე.

მოსახლეობის უმეტესობა ბერბერია და არა არაბი და კიდევ, მათთან უკვე 2967 წელია



მართალია, მაროკო არაბულ ქვეყნებს ეკუთვნის, მაგრამ მოსახლეობის 60% ბერბერია. ბერბერები საკმაოდ მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფია. ისინი რამდენიმე ტომად არიან დაყოფილნი და თავიანთი ენა, კულტურა და თვითმყოფადობა აქვთ. ითვლება, რომ ბერბერული დამწერლობა 2000 წელია, რაც არსებობს. ბერბერების კალენდრით ახლა 2967 წელია (თუმცა სამეფო ოფიციალურად მთელ პლანეტაზე არსებული წელთაღრიცხვით ცხოვრობს). 2011 წლიდან მაროკოში, არაბულთან ერთად, ტამაზიხურიც (ბერბერული) სახელმწიფო ენაა.

მაროკო ევროპასთან ძალიან ახლოსაა



ვიწრო 14-კილომეტრიანი გიბრალტარის სრუტე აფრიკას ევროპისგან გამოყოფს. მაროკოს ნაპირიდან შეგიძლია, ესპანეთში ავტომობილების მოძრაობას დააკვირდე. ორი ესპანური ანკლავი (ქალაქები სეუტა და მელილია) მაროკოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ასე რომ, თუკი შენგენის ვიზა გაქვთ, ევროპაში მოხვედრა მაროკოს დატოვების გარეშეც შეგიძლიათ.

აქ მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი მდებარეობს



859 წლიდან ქალაქ ფესში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, რომელიც ტუნისელი ვაჭრის ქალიშვილმა ფატიმამ დააარსა. ეს მსოფლიოს უძველესი სასწავლო დაწესებულება ფატიმას ოჯახის გვარს - ალ-კარაუინს ატარებს. ევროპული გაგებით დიპლომების გაცემა 1947 წლიდან დაიწყეს. ამბობენ, აქ მათემატიკას რომის პაპი სილვესტრ II სწავლობდა.

არგანის ზეთს მხოლოდ მაროკოში ხდიან



არგანის ზეთი (ანდა თხევადი ოქრო, როგორც სხვანაირად ეძახიან) ეკლიანი არგანის თესლიდან იხდება. მას კოსმეტიკაში იყენებენ. 1 ლიტრი არგანის ზეთის მისაღებად 50 კილოგრამი ნაყოფის გადამუშავებაა საჭირო. ხიდან მოკრეფილი ნაყოფი ჯერ მზეზე შრება, შემდეგ მას ბოჭკოებისგან ათავისუფლებენ, ტეხენ ნაჭუჭს და უკვე შემდეგ იღებენ არგანის იმ თესლს, საიდანაც ზეთი იხდება.


მაროკოს სულთანი ისმაილი მსოფლიოში ყველაზე მრავალშვილიანი ადამიანია



გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ლეგენდარული სულთანი მულაი ისმაილი, რომელიც მაროკოს 1672-1727 წლებში მართავდა, ყველაზე მრავალშვილიან ადამიანად არის მიჩნეული. ენერგიულ მმართველს 500 მხევლისგან შემდგარი ჰარემი ჰქონდა. მას მემკვიდრეთა რეკორდული რიცხვი მიეწერება - 888 (მათგან 700 ბიჭი იყო). ამასთანავე, ფრანგი დიპლომატის დომინიკ ბუსნოს ცნობით, 1704 წელს სულთანს უკვე 1171 შვილი ჰყავდა.

პირველი ბლოგერი-მოგზაური მაროკოელი იყო



ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ პირველი მოგზაური-ბლოგერი შორეულ ХІV საუკუნეში მაროკოში დაიბადა. ჩრდილოეთ მაროკოს ქალაქი ტანჟერი „საოცარი ქალაქების შემყურესა და სასწაულებრივი მოგზაურობების მომსწრეს საჩუქრის“ ავტორის იბნ ბატუტის სამშობლოა. იბნ ბატუტმა მოგზაურობა 22 წლის ასაკში დაიწყო. 28 წლის განმავლობაში მან მოინახულა ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული, ინდოეთი და ჩინეთი, ანდალუზია, თურქეთი, ერაყი და ირანი, შუა აზია და აღმოსავლეთი ევროპა. მისი სახელი ტანჟერის აეროპორტს ეწოდა.

აქ კარგი ხელფასები და ხელმისაწვდომი ფასებია



ექიმი მაროკოში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და პრესტიჟული პროფესიაა. ეს მხოლოდ მოსახლეობის დამოკიდებულებით კი არა, შრომის ანაზღაურებითაც ჩანს. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში ახალგაზრდა ექიმის ხელფასი 800 ევროს აღწევს. 2016 წლის მონაცემებით სახელმწიფო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 750 ევროა.
ამავდროულად მაროკოში ლიტრი ბენზინის ფასი 1 ევროს ფარგლებშია. 10 კილოვატ/საათი ელექტროენერგია - 1 ევრო. 10 კუბური მეტრი წყალი - 3,5 ევრო (შედარებისთვის: მეზობელ ესპანეთში ბენზინი - 1,2 ევრო, 10 კილოვატი ელექტროენერგია - 1,5 ევრო, 10 კუბური მეტრი წყალი - 10 ევრო). მაროკოში უძრავი ქონება საკმაოდ ძვირია, თუმცა არსებობს ე.წ. „სოციალური საცხოვრებელი“. პატარა ზომის ბინის ფასი, ორი საძინებლითა და სასტუმრო ოთახით, 28-30 ათასი ევროს ფარგლებშია.

მაროკოში უამრავ ფილმსა და სერიალს იღებენ




ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა და ლამაზი პეიზაჟის გამო მაღრიბს ბევრი ცნობილი რეჟისორი სტუმრობს. დაწყებული 60-იანი წლების ცნობილი ფილმით „ლოურენს არაბით“, აქ ყოველწლიურად ასობით ფილმს იღებენ. 1983 წელს ქალაქ უარზაზატის გარეუბანში კინოსტუდია „ატლასი“ შეიქმნა. ის თავის 20 ჰექტარი ფართობით მსოფლიოში უდიდესად ითვლება. სწორედ აქ არის გადაღებული ფილმები „გლადიატორი“, „ალექსანდრე“, „ასტერიქსი და ობელიკსი: მისია კლეოპატრა“, „007: სპექტრი“ და „სამეფო კარის თამაშების“ მე-3 სეზონი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?