8 უნებლიე შეცდომა, რომელმაც სამყარო შეცვალა

საკნატუნო ამბები

24 აგვისტო 17:00, 2017 წელი

ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა, როცა უნებლიე შეცდომას უბედურების ქარბორბალა დაუტრიალებია და სამყარო საბოლოოდ შეუცვლია. დღეს 8 ამგვარი შემთხვევის შესახებ გიამბობთ.

ათწილადის ნიშანმა ისპანახი სუპერსაკვებად აქცია



1870 წელს ერთ-ერთმა გერმანელმა ქიმიკოსმა გადაწყვიტა, გაერკვია, რომელი ბოსტნეული შეიცავდა ყველაზე მეტ რკინას. კვლევის შედეგების შეჯამებისას, მან ათწილადის ნიშანი სხვა ადგილას დასვა. შედეგად ისპანახში რკინის შემცველობა 3,5-დან 35 მილიგრამამდე გაიზარდა. მეცნიერის „აღმოჩენამ“ არაფრით გამორჩეული ბოსტნეული პოპულარულ საკვებად აქცია.

დაკარგული გასაღები „ტიტანიკის“ დაღუპვის მიზეზი გახდა



ხომალდის პირველი და უკანასკნელი რეისის წინ კაპიტნის თანაშემწე დევიდ ბლერი რეისიდან მოხსნეს. ხომალდის დატოვებისას სიჩქარეში მას სეიფის გასაღების ოფიცერ ჩარლზ ლაითოლერისთვის გადაცემა დაავიწყდა. შედეგად მორიგე მეზღვაურის ბინოკლი სეიფში აღმოჩნდა გამოკეტილი. შემდგომში ერთ-ერთი მეთვალყურე ფრედ ფლიტი აღიარებდა, მას რომ ბინოკლით ემორიგევა, აისბერგს შედარებით ადრე შეამჩნევდა და კატასტროფის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

მარსის კლიმატის შესწავლა ინჩებში ანგარიშის გამო შეუძლებელი გახდა



მარსზე კლიმატის შესასწავლად რეაქტიული ძრავების დამპროექტებელ ინჟინრებს არ უფიქრიათ მეტრულ სისტემაში მუშაობა. მით უფრო მათ ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტების გაფრთხილება აზრადაც არ გაუვლიათ. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ამის შესახებ ბოლო მომენტამდე არავის უეჭვია. შედეგად 1999 წელს ამერიკული თანამგზავრი „მარს კლიმატ ორბიტერი“ მიფრინდა წითელ პლანეტასთან და მის ზედაპირზე დაენარცხა.


კვადრატული ილუმინატორების გამო, ორი თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა



კომპანია de Havilland-ის შექმნილი თვითმფრინავი „კომეტა“ თავისი დროის საინჟინრო საოცრება იყო. მაგრამ 1954 წელს ორი მათგანი პირდაპირ ფრენისას დაიშალა. ორივე კატასტროფის მიზეზი კვადრატული ილუმინატორები აღმოჩნდა, რომლებიც ფორმის გამო გადატვირთვას ვერ უძლებდნენ. მას შემდეგ თვითმფრინავებზე ილუმინატორებს მომრგვალებული ფორმისას აკეთებენ.


გამოვარდნილმა ქანჩმა კოსმოსური რაკეტა იმსხვერპლა



1969 წელს საბჭოთა კავშირმა თავისი ყველაზე ძვირფასი კოსმოსური აპარატი გაუშვა. რაკეტა-მატარებელი Н-1 ჰაერში სულ ერთი წუთი გაჩერდა. საწვავის ტუმბოში მოხვდერილმა ქანჩმა რაკეტმშენებლობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აფეთქების პროვოცირება შეძლო.

გამოტოვებული დეფისი NASA-ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა



1962 წელს NASA-მ ვენერას მიმართულებით პროგრამა „მარინერის“ პირველი აპარატი გაუშვა. მაგრამ საბორტო კომპიუტერში ერთი გამოტოვებული დეფისის გამო იძულებულნი გახდნენ, მისია 5 წუთში დაესრულებინათ. როგორც ცნობილი მეცნიერი არტურ კლარკი ამბობდა, „მარინერ-1“ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული დეფისის მსხვერპლი შეიქნა.

ნორმანდიაში მოკავშირეების დესანტის წარმატება გერმანელი ფელდმარშლის მეუღლის დაბადების დღემ განაპირობა



გენიალური მეთაური და ტაქტიკოსი ერვინ რომელი დიდი პატივით სარგებლობდა როგორც სამშობლოში, ისე მოწინააღმდეგეებშიც. 1944 წელს მას ევროპის მოკავშირეთა ჯარისგან დაცვა დაევალა. მაგრამ 6 ივნისს ფელდმარშალმა დასვენება და მეუღლის დაბადების დღის ბერლინში აღნიშვნა გადაწყვიტა. სწორედ ამ დღეს მოკავშირეებმა ნორმანდიაში ჯარი გადასხეს. ამის შემდეგ ფიურერი თავის გენერლებს დაბადების დღის გამო უქმე დღის მოწყობას უკრძალავდა.

არასწორმა თარგმანმა ატომური ბომბის აფეთქება გამოიწვია



1945 წელს აშშ-მ იაპონიისგან კაპიტულაცია მოითხოვა. პასუხად იაპონიის პრემიერმა სუძუკიმ სიტყვა mokusatsu გამოიყენა. ის შეიძლება რამდენიმენაირად ითარგმნოს - „კომენტარის გარეშე“, „ნეიტრალურ დუმილს ვინარჩუნებთ“ ანდა „ჩვენ მოვიფიქრებთ“. თარგმნისას ის „ჩვენ ვაიგნორებთ“ გადაიქცა. ხოლო შემდეგ გაფუჭებული ტელეფონის პრინციპმა იმუშავა და ჯერ „ჩვენ უარვყოფთ“, შემდეგ კი „ჩვენ თქვენს შემოთავაზებას ზიზღით აღვიქვამათ“ იქცა. ასეთმა პასუხმა ამერიკის პრეზიდენტი ტრუმენი აღაშფოთა და იაპონიის ატომური დაბომბვისკენ უბიძგა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?