ჩინელთა მიღწევა შთამბეჭდავია: 1069 რობოტი, სახელად Dobi, ერთად შეიკრიბა, რათა ოპერატორის კონტროლქვეშ სინქრონულად ეცეკვა. ამით ერთდროულად მოცეკვავე რობოტების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დამყარდა.
პატარა რობოტებს სიმღერა და კრივიც შეუძლიათ. ისინი კუნგ-ფუს ილეთებსაც ფლობენ. რეკორდი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. წინა რეკორდი სინქრონულად მოცეკვავე 1007 რობოტი იყო.