უკრაინის ელჩი საქართველოში შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალს არაჩვეულებრივს უწოდებს

საკნატუნო ამბები

24 აგვისტო 20:06, 2017 წელი

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ფესტივალს არაჩვეულებრივს უწოდებს: „ფოლკლორი - ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ხალხს, უკრაინელებსა და ქართველებს გვაერთიანებს“.

ელჩის თქმით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი უკრაინული  ფოლკლორის  დემონსტრირების  უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.


“24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი „ბლექ სი არენაზე,“ - ეს ის შედეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიზანს „შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი“ ტრადიციული გამხდარიყო.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელსაც შავიზღვისპირეთი უმასპინძლებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. ღონისძიებები გურიის გარდა, აჭარაშიც მოეწყობა. კონცერტები დაგეგმილია 31 აგვისტოს ბათუმში და 1 სექტემბერს ურეკში, დასკვნითი გალა კონცერტი კი, 2 სექტემბერს შეკვეთილში,  დიდ საკონცერტო დარბაზში  „Black Sea Arena”-ზე გაიმართება.


მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აღნიშნავს, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იქნება.


ფესტივალის მნიშვნელობაზე, ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი:


„არაჩვეულებრივი ფესტივალია. ფოლკლორი - ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ხალხს, უკრაინელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ფესტივალი უკრაინული  ფოლკლორისა და კულტურის საქართველოში დემონსტრირების უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. წელს უკრაინას წარმოადგენს ფოლკლორული გუნდი ყირიმიდან. საქართველო მუდმივად მხარს გვიჭერს.  ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელ ჯგუფს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ისინი  ყირიმიდან არიან, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ოკუპირებული. ამ ფაქტმა უნდა შეახსენოს მსოფლიოს, რომ საქართველო და უკრაინა საუკეთესო  პარტნიორები არიან ევროკავშირისთვის და ის გოგონები, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, ოკუპაციის მიუხედავად, თავს გრძნობენ უკრაინელებად და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. ამ ტიპის ღონისძიებები ასევე ხელს შეუყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. წელს 117000 მეტი უკრაინელი ესტუმრა საქართველოს, ამავე დროს 70 000 ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსრიდა საქართველოდან უკრაინაში. ჩვენს შორის მეგობრობა გრძელდება. წარმატება მინდა ვუსურვო  ყველა მონაწილეს და ერთად  ვისიამოვნოთ მსოფლიო ფოლკლორით“.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.  მათ ფესტივალის განმავლობაში შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?