„ისიამოვნეთ მსოფლიო ფოლკლორის უნიკალური ასპექტებით და გახდით ფესტივალის ნაწილი“

საკნატუნო ამბები

25 აგვისტო 17:32, 2017 წელი

თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: „ბედნიერი ვარ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მეორედ ვმონაწილეობთ".

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena”-ზე დასრულდება.  


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, “24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი „ბლექ სი არენაზე,“ - ეს ის შედეგია იყო,  „შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი“ ტრადიციული გამხდარიყო. ამასთან, იმედოვნებენ წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იქნება: „მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!“.


7 ქვეყანა და 400-ზე მეტი მონაწილე - წელს მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აღნიშნავს, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.


ფესტივალის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე საუბრობს თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ:


 „ბედნიერი ვარ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში  უკვე მეორედ ვმონაწილეობთ.  ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ,რომ თურქული ფოლკლორული ანსამბლი ძალიან მოეწონებათ და შეუყვარდებათ ქართველებს. დღეებს ვითვლი როდის დაიწყება ფესტივალი. მინდა მოვუსმინო  და ვნახო სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ფოლკლორული ჯგუფები.  თურქებს და ქართველებს ბევრი რამ გვაქვს საერთო, ჩვენ მეზობლები ვართ, ვუზიარებთ ერთმანეთს ტრადიციებსა და კულტურას, უპირველესად გვაერთიანებს სიყვარული ფოლკლორული ცეკვების მიმართ.  თურქეთი დიდი ქვეყანაა და ამიტომაც ჩვენ ფესტივალის ფარგლებში საქართველოში წარმოვადგენთ  ქვეყნის სხვადასხვა მხარის ფოლკლორსა და კულტურას. ღონისძიებაზე ჩვენი სიძლიერე და სიმდიდრე იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი საკმაოდ დიდი წამოწყებაა არამხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. დარწმუნებული ვარ,რომ ეს იქნება შესანიშნავი ღონისძიება მონაწილეებისათვის. ისიამოვნეთ მსოფლიო  ფოლკლორისა და კულტურის უნიკალური ასპექტებით და გახდით მისი ნაწილი. რა შემიძლია ვუთხრა ქართველებსა და ქვეყნის სტუმრებს: ერთად წავიდეთ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე!“.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.  მათ ფესტივალის განმავლობაში შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?