"მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე!"

საკნატუნო ამბები

28 აგვისტო 12:37, 2017 წელი

პოეტ ეთერ თათარაიძის შეფასებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საკმაოდ დიდი წამოწყებაა. პოეტი აღნიშნულ პროექტს მიესალმება.

შავი ზღვის  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გააერთიანებს. კონცერტები დაგეგმილია 31 აგვისტოს ბათუმში და 1 სექტემბერს ურეკში, დასკვნითი გალა ღონისძიება კი, 2 სექტემბერს შეკვეთილის დიდ საკონცერტო დარბაზში, „Black Sea Arena”-ზე გაიმართება.


ფესტივალმა სტარტი შარშან აიღო. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი „ბლექ სი არენაზე“ - ეს ის შედეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიზანს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გამხდარიყო. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, რასაც განაპირობებს დროულად დაწყებული მზადების პროცესი და რეჟისურა, მონაწილე ქვეყნებისა და პროგრამის მრავალფეროვნება.


ფესტივალის მნიშვნელობაზე, ქართული ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობენ ფოლკლორისტები, მსახიობები, რეჟისორები, პოეტები და უბრალოდ ფოლკლორის მოყვარულები.


"საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ფოლკლორით ცოცხლობს, არსებობს და სუნთქავს. ქართულ ფოლკლორს მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი  ნიშა აქვს დამკვიდრებული. მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი  ქართველი ერის შემოქმედებითი გენის ნაყოფია, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები, ამიტომაც ის გამორჩეული და შთამბეჭდავია. შესაბამისად, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ სხვების კულტურას და ფოლკლორს ვეცნობით, ამადროულად ჩვენსას უფრო ახლოს და უფრო მასშტაბურად ვაცნობთ. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. საკმაოდ დიდი წამოწყებაა და მივესალმები, და მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე," -  ქართული ფოლკლორის უნიკალურობასა და შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.


შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.  მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?