მანგუსტებისთვის მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას

საკნატუნო ამბები

1 სექტემბერი 17:00, 2017 წელი

რედიარდ კიპლინგმა და მისმა რიკი-ტიკი-ტავიმ ყველა დაარწმუნა, რომ მანგუსტები უაღრესად მამაცნი არიან და არაფრის ეშინიათ. სინამდვილეში მრავალრიცხოვან მტერთან გასამკლავებლად ამ პატარა ცხოველს სიმამაცეზე უფრო ურთიერთობების უნარი შველის. 

ინდოეთის ნოტიო ჯუნგლებისგან განსხვავებით, აფრიკაში მანგუსტებს მშრალ და გაშლილ ადგილას უწევთ ცხოვრება. ასეთ პირობებში მანგუსტები სხვადასხვა მტაცებლებისთვის იოლ ნადავლად იქცნენ. თავის გადასარჩენად მათ სასწრაფოდ შეიცვალეს ჩვეულებები და ერთმანეთთან დამეგობრება სცადეს. მარტოხელა ღამის ცხოველებისგან ისინი დღის სოციალურ ცხოველებად იქცნენ.

უდაბნოებსა და სავანებში ისინი სოროებში ცხოვრობენ. საკვების საშოვნელად გამოსულები კი მაშინვე მტაცებლების თვალთახედვის არეში ხვდებიან. ამიტომაც მანგუსტები „გუშაგებს“ აყენებენ. სანამ გუნდი თავის საქმითაა გართული, მაღლობზე მდგომი გუშაგი არემარეს ზვერავს და საეჭვო მოძრაობის შემჩნევისთანავე განგაშს ტეხს.

ზოგჯერ, თუკი მტაცებელი ზომით პატარაა, მანგუსტები თავდაცვიდან შეტევაზე გადადიან. ბევრი მტაცებელი - მელია ანდა ტურა - ერთ გუნდად შეკრული და შემართული მანგუსტების დანახვაზე უკან იხევს. ჯგუფური შეტევით მანგუსტები გველებსაც აფრთხობენ: გავრცელებული აზრის მიუხედავად, ყველა მანგუსტს არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს კობრას. ამიტომაც ისინი გველებთან ჩხუბს არ ცდილობენ, უბრალოდ, თავიანთი ტერიტორიიდან აძევებენ.

მანგუსტები სხვა ცხოველებთან და ფრინველებთანაც მეგობრობენ. კენიაში ჯუჯა მანგუსტები (Helogale parvula) მარტორქა ფრინველებს (Tockus-ის გვარის) დაუმეგობრდნენ. ისინი საკვებსაც ერთად მოიპოვებენ და მტერსაც ერთად ხვდებიან. ხშირ ბალახში მოძრაობისას მანგუსტებს გამოქცეულ კალიებსა და სხვა მწერებს მარტორქა-ფრინველები ადგილზე ხვდებიან. თუკი რატომღაც ტოკოების გუნდი ახლოს არაა, მანგუსტები შეიძლება საერთოდ არ ამოვიდნენ სოროდან, ვინაიდან მტერს ფრინველები უფრო ადრე ამჩნევენ. მარტორქა-ფრინველებმა მანგუსტებთან მეგობრობის ხათრით თავიანთ პრინციპებსაც კი უღალატეს: ჩვეულებრივ, ეს ფრინველები წყვილად ცხოვრობენ და თანამოძმეები ნაკლებად ეპიტნავებათ, მაგრამ მანგუსტების გვერდით ისინი გუნდად ყოფნას ამჯობინებენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?