მოწყვლადი ოჯახების გაძლიერების მიზნით, რეგიონებში მათი საჭიროებების კვლევა დაიწყო

საკნატუნო ამბები

29 აგვისტო 14:55, 2017 წელი

მოწყვლადი ოჯახების გაძლიერების მიზნით, რეგიონებში მათი საჭიროებების კვლევა დაიწყო.
„ჩვენი სახლი - საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“ ახალი პროექტის პირველ ეტაპს 6 მუნიციპალიტეტში განახორციელებენ.

ასოციაციამ „ჩვენი სახლი-საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაცია „სოციალურ ქოლგასთან“ ერთად დაიწყო პროექტის „ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი“ განხორციელება, რაც გულისხმობს იმ ოჯახების გაძლიერებას, სადაც შესაძლოა ბავშვის მიტოვების რისკი არსებობდეს.

მოცემული პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ოჯახების საჭიროებების შეფასება, რათა სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს ინტერვენცია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი) მცხოვრებ 20 ოჯახში. პროექტი „ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი“ ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ მხარდაჭერით.

მოცემული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რეგიონული მულტიდისციპლინური გუნდები, რომლებიც შედგება ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან. აღნიშნული გუნდები, გარდა იმისა, რომ იმუშავებენ შერჩეული ოჯახების სოციალური უნარების განვითარებაზე, აგრეთვე მოამზადებენ ამჟამად მოქმედი პროგრამების, პროექტების და სერვისების რუკას თითოეული რეგიონისთვის, რაც დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაჭრან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, რასაც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.

დღესდღეობით, საქართველოში მოწყვლადი ოჯახების დახმარებაზე მიმართული სხვადასხვა პროექტი და პროგრამა მუშაობს, თუმცა ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სისტემური დახმარების პრაქტიკა დახვეწას და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. ამიტომაც პროექტი საჭიროებათა ღრმა კვლევით დაიწყო, რასაც მისგან მიღებული შედეგების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა მოჰყვება. შემუშავდა ოჯახების გაძლიერების მოდელი, რომლის პილოტირებაც 2017 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს  6 მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. პილოტირების შედეგების საფუძველზე მოდელი დაიხვეწება და მის შედეგებს გაეცნობა ყველა ის უწყება, ვისაც მოწყვლადი ოჯახების სისტემურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და ევალება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?