ცესკოს მიმართვა ჩართულ მხარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურს კამპანიაზე

საკნატუნო ამბები

29 აგვისტო 20:18, 2017 წელი

რამდენიმე დღეა  მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც  საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

"პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა კონკურსის შესახებ მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, კონკრეტულად, კონკურსანტის ვიდეოკადრები და სატელეფონო საუბრების ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს და შესაბამის მტკიცებულებებს; თუმცა, უსაფუძვლოდ გამოყენებულია სწორედ ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის და ამავდროულად, შეიცავს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაღება/გამჟღავნების ნიშნებს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.


"ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები საარჩევნო კანონის მოთხოვნების დარღვევის კატეგორიაში  საერთოდ არ ხვდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ წინასწარ, კამპანიური ხასიათის სიუჟეტების გავრცელება, მსგავს დაუზუსტებელ, გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით,  რეალურ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს ჩართული მხარეებისა და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას", - აღნიშნავენ ცესკოში.


"საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ იყო საჯარო და ნებისმიერ პირს (რომელიც კანონმდებლობით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შეიტანოს განცხადება 30 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო დაწესებულებაა და საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესები არის ღია უფლებამოსილი პირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების საქმიანობისა და ოლქში მიმდინარე პროცესების  დაკვირვება შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებულ დამკვირვებლებს და მედიას", - იუწყება ცესკო.


რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, კრიტერიუმები გაწერილია საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის დასრულების შემდეგ, ხოლო არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანო, სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით პროცესის გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმას საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის ღიაობის, კანონშესაბამისობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად.  


ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არჩევნები არის კომპლექსური, მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში მოქალაქეებისთვის და ვთხოვთ, რომ მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი საბაბით არ შექმნან პრობლემა და არ დააზიანონ საარჩევნო გარემო.


ასევე, მოვუწოდებთ თითოეულ საარჩევნო მოხელეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიანთი ქმედებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ პირადი და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციების ფუნქცია-მოვალეობების სწორად წარმართვას და საქართველოს მოქალაქეების კანონიერ უფლებას - თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში.


ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობის განხორციელებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?