დემონები და ანგელოზები: ანტიპოდი ძმები

საკნატუნო ამბები

2 სექტემბერი 19:00, 2017 წელი

ამ ისტორიების წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ გენეტიკა და აღზრდა არაფერ შუაშია, როცა ძმები სხვადასხვა გზებს ირჩევენ. ისინი ერთ ოჯახში დაიბადნენ, მაგრამ ბარიკადის საპირისპირო მხარეს დადგნენ: ნაცისტი და იატაკქვეშელი, შერიფი და მაფიოზი, წითელი და თეთრი.

რაიხსმარშალი და წმინდანი


ყველას სმენია გერინგის შესახებ. აბა, როგორ, ჰიტლერის მემკვიდრე, რაიხსმარშალი, СА-ს გრუპენფიურერი. ყველაფერი ეს ჰერმან გერინგი იყო. მაგრამ მას ჰყავდა ძმაც - ალბერტი, საზოგადოების ლომი, ქალთა გულების მპყრობელი, რომელიც, უფროსი ძმისგან განსხვავებით, არასდროს დაინტერესებულა პოლიტიკით, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტები არ მოვიდნენ.
ძმისგან დისტანცირების მიზნით ის ჯერ ვენაში გადავიდა, მაგრამ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არჩევანის გაკეთება მოუწია. მას უნდა გადაეწყვიტა, ვის მხარეს დადგებოდა.
ერთხელ ნაცისტებმა მოედანზე ბებერი ებრაელი ქალი გამოათრიეს და მკერდზე წარწერა გაუკეთეს «Ich bin eine Saujüdin» («მე ებრაელი ღორი ვარ»). ბრბოდან მამაკაცი გამოვიდა, ქალს მკერდიდან წარწერა მოჰგლიჯა და ძირს დააგდო. მამაკაცი დააკავეს, მაგრამ, როგორც კი მისი გვარი გაიგეს, მაშინვე გაათავისუფლეს. მეორედ ალბერტი ებრაელი ქალების ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც კბილების ჯაგრისით ქვაფენილის ხეხვას აიძულებდნენ. ალბერტის გვარის გაგებისთანავე „დასუფთავების“ აქცია შეწყვიტეს.

„ალბერტის სიაში“, რომელიც მან თავის დროზე შეადგინა, მისგან დახსნილი 34 ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ ავსტრიის უმსხვილესი კინოკომპანიის პრეზიდენტი ოსკარ პილცერი და დირექტორი ვილჰელმ გრიუსი, კომპოზიტორი ფრანც ლეგარი, ავსტრიის ერც-ჰერცოგი იოსებ ფერდინანდ IV და ექსკანცლერი კურტ ფონ შუშნიგი. პრაღაში ცხოვრებისას ის „შკოდას“ ქარხანაში მუშაობდა და ადგილობრივ წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა. 1944 წელს ალბერტმა ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკიდან რამდენიმე სატვირთო მანქანით პატიმრები გაიყვანა, ვითომ სამუშაოდ. „მე ალბერტ გერინგი ვარ, მე მუშები მჭირდება“, - ამის თქმა საკმარისი აღმოჩნდა და ცოცხალი სამუშაო ძალა მაშინვე გამოუყვეს, რომლებიც ალბერტმა სამშვიდობოს გასვლის შემდეგ გაათავისუფლა.
ალბერტი ადამიანებს ყალბი საბუთებით ამარაგებდა, აფრთხილებდა დაპატიმრების შესახებ, აძლევდა ლტოლვილებს ფულს და საერთოდ, თავის მრისხანე გვარს დიდი მონდომებით იყენებდა. მან რამდენჯერმე ძმის ხელმოწერაც კი გააყალბა. ბოლოს კი ჩეხ მილა კლაზაროვაზე სავსებით დემონსტრაციულად დაქორწინდა: ნაცისტური თვალთახედვით ეს ქორწინება დანაშაულის ტოლფასი იყო.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიუხედავად შეურიგებელ აზრთა სხვადასხვაობისა, ძმებს შორის ნათესაური გრძნობა მაინც დარჩა. ალბერტი ჯიუტად ცდილობდა ღვიძლი ძმისა და ნაცისტური ფუნქციონერის ერთმანეთისგან გაყოფას. რაც შეეხება გერმანს, მას უმცროსი ძმა არაერთხელ დაუხსნია გესტაპოს კლანჭებიდან. „ის ყოველთვის საწყალი მელანქოლიკი და პესიმისტი იყო, მე კი ოპტიმისტი ვიყავი“, - ამბობდა გერინგი ძმაზე.
ჰერმან ჰერინგს ოპტიმიზმმა ვერ უშველა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ალბერტს დაეხმარა მისი კეთილი საქმეები. ბოლოს ძმები აუგსბურგის სამხედრო ტყვეთა ამერიკულ ბანაკში შეხვდნენ ერთმანეთს. უფროსმა ძმამ თვითონ „უშველა“ თავს - საწამლავი დალია. ალბერტი კი ბოლოს მოწმეთა ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს. მაგრამ „გვარის წყევლა“ მუდამ თან სდევდა: გერინგის ძმას ყველა ზურგს აქცევდა, არავის უნდოდა მისი სამუშაოზე მიღება. ის 1966 წელს სრულ მარტოობასა და სიღატაკეში გარდაიცვალა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ ბრიტანელმა დოკუმენტალისტებმა გადაიღეს ფილმი „ნამდვილი ალბერტ გერინგი“. შემდეგ კი უილიამ ბერკის წიგნიც გამოჩნდა - „გერინგი, გერინგის ძმა. წმინდანის შეუმჩნეველი ისტორია“.


დიდი ალ კაპონე და შერიფი ნებრასკიდან

იტალიელი ემიგრანტის, კაპონეს ოჯახში ცხრა ბავშვი იზრდებოდა. ერთი მათგანი, ალფონსო 1930-იანი წლების ამერიკის ყველაზე ცნობილი განგსტერი გახდა. მან პრესის მხრიდან საზოგადოების #1 მტრის „საპატიო წოდება“ დაიმსახურა. ის, სულ ცოტა, 33 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობდა და ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და სუტენიორობით კვირაში 300 000 დოლარს „შოულობდა“.
უფროსი ძმის, ჯეიმს ვინჩენცო კაპონეს ბიოგრაფია სხვაგვარად წარიმართა. 16 წლისამ მიატოვა სახლი და მოხეტიალე ცირკთან ერთად მრავალი შტატი მოიარა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ იმსახურა ჯარში. იყო კარგი ჯარისკაცი და კიდევ უფრო უკეთესი მსროლელი. ჯარიდან ლეიტენანტის ჩინით დაბრუნდა.
დემობილიზაციის შემდეგ ჯეიმსი საბოლოოდ განუდგა ოჯახსა და უმცროს ძმას, სახელი შეიცვალა და რიჩარდ ჯოზეფ ჰარტი გახდა. ახლა მას ბარიკადის მეორე მხარეს ცხოვრების მოწყობაში ხელს აღარაფერი უშლიდა. ჯეიმს-რიჩარდი ინდიელთა საქმეების ბიუროში მსახურობდა და რეზერვაციებში წესრიგს იცავდა. ის მშრალი კანონის მომხრე იყო და იმავე ბუტლეგერებს ებრძოდა, რომელთა დახმარებითაც მისი ძმა მდიდრდებოდა. ნებრასკის შტატში შერიფად მუშაობისას 20-ზე მეტი საშიში დამნაშავე დააკავა. ერთდროულად ორივე ხელიდან ზუსტად სროლის გამო მას „ჰარტი ორი ლულა“ შეარქვეს.
ძმები ნათესაობით არ ამაყობდნენ. ალ კაპონეს გარემოცვა მას „ნებრასკელ შერიფს“ ეძახდა, რათა ბოსი არ გაენაწყენებინა. რიჩარდი კი დიდხანს მალავდა თავის ნამდვილ გვარს. მხოლოდ 1940 წელს დაუკავშირდა ძმებს, რალფსა და ჯონს, და ჩიკაგოში ჩავიდა, რათა დედა ენახა. დაბრუნებისას მან მეუღლესა და ოთხ ვაჟს სიმართლე გაუმხილა და უთხრა, ვისი ძმაც იყო.

ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და ცალხელა ლეგიონერი

1966 წლის ნოემბერში პარიზის მახლობლად სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე ფრანგი გენერლის საზეიმო დაკრძალვა შედგა. გარდაცვლილს, მისივე ანდერძით, მართლმადიდებლური ხატი, ჯარისკაცის მედალი, საპატიო ლეგიონერის რკინის ჯვარი და მწერალ მაქსიმ გორკის სურათი ჩაატანეს. საფლავის ქვაზე წააწერეს „ზინოვი პეშკოვი, ლეგიონერი“. ამ სახელით იცნობდნენ მას და პატივს სცემდნენ საფრანგეთში. მშობლიურ რუსეთში კი პეშკოვის დავიწყებას შეეცადნენ. სამაგიეროდ კარგად ახსოვდათ მისი ღვიძლი ძმა - იაკობ სვერდლოვი. ეს ჩუმი და წყნარი ადამიანი ბოლშევიკური პარტიის ტვინი იყო. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ მოსკოვიდან წამოსული უსასტიკესი ბრძანებების დიდი ნაწილი სწორედ სვერდლოვის დაწერილი იყო და მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა.
ნიჟნი ნოვგოროდელ გრავიორ მიხეილ სვერდლოვს, რომელიც ბლანკებსა და ბეჭდებს ამზადებდა, ალექსეი პეშკოვი - მომავალი მწერალი მაქსიმ გორკი - ხშირად სტუმრობდა. მომავალ მწერალს დიდი ებრაული ოჯახის უმცროს წევრებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ მან სთხოვა 15 წლის იეშუა-ზალმანს მისი პიესის კითხვისას, ვასკა პეპლის როლი წაეკითხა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ისე ძლიერ მოეწონა ახალგაზრდა ებრაელი ყმაწვილის დეკლამატორობა, რომ მას თეატრალურ სასწავლებელში შესვლა ურჩია. მაგრამ ებრაელ ბიჭს თეატრალურ სასწავლებელში არავინ მიიღებდა. თუმცა მაქსიმ გორკიმ გამოსავალი უცბად მონახა: მან ებრაელი ბიჭი იშვილა და მართლმადიდებლად მონათლა. ასე „გაჩნდა“ ზინოვი ალექსის ძე პეშკოვი. ამის გამო ნამდვილმა მამამ ბიჭი დაწყევლა.

მსახიობის კარიერა არ შედგა, ამიტომ ზინოვი სამოგზაუროდ წავიდა. მოიარა კანადა, ახალი ზელანდია, შეერთებული შტატები. ხშირად შიმშილობდა, ცხოვრობდა ჯურღმულებში, ნებისმიერი სამუშაოს მადლობელი იყო. სწორედ ამ დროს ამერიკას გორკი ესტუმრა. ახალგაზრდა კაცი მისი მდივნის სტატუსით ეწვია იტალიასა და კუნძულ კაპრის.
დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ზინოვი პეშკოვი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაეწერა. 1915 წელს ვერდენთან ბრძოლისას მან ხელი დაკარგა. შეიძლება სულაც მომკვდარიყო, რომ არა საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი შარლ დე გოლი. მისი დაჟინებული მოთხოვნით დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ისინი შემდეგ მთელი ცხოვრება მეგობრობდნენ. ცალხელა ლეგიონერი მალე დიპლომატი გახდა.
მან მონაწილეობა მიიღო ამერიკასთან მოლაპარაკებებში. ასრულებდა დიპლომატიურ მისიებს რუმინეთში, იაპონიასა და ციმბირში. 1918 წელს ომსკში სწორედ პეშკოვმა ჩაიტანა“ საფრანგეთის მიერ კოლჩაკის რუსეთის უმაღლეს მმართველად ცნობის აქტი“.
1921 წელს ის კვლავ უცხოურ ლეგიონს დაუბრუნდა და ხუთი წელი მაროკოში იბრძოდა. თითქმის 60 წლისა მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მისი დასასრულისას ბრიგადის გენერლის წოდებაც მიიღო, რაც მანამდე საფრანგეთში არცერთ უცხოელს არ ღირსებია.
ძმები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, როცა ზინოვი მოსკოვში საფრანგეთის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში იყო. ძმის მიმართ თავისი დამოკიდებულება მან 1919 წლის დასაწყისში გაგზავნილ დეპეშაში გამოხატა: „იაშკა, როცა ჩვენ მოსკოვს ავიღებთ, ჯერ ლენინს ჩამოვახრჩობთ და შემდეგ შენ, იმისთვის რაც თქვენ რუსეთს უქენით“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?