ახალი Continental GT: Porsche-ს პლატფორმაზე აგებული პირველი Bentley (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

4 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

ბრიტანულმა კომპანია Bentley-მ კუპე Continental GT-ს მესამე თაობის პრეზენტაცია მოაწყო. გერმანულ პლატფორმაზე აგებულმა ახალმა „ბენტლიმ“ ამით იტალიური მშვენიერება და სისწრაფე მიიღო.

ზოგიერთი სხვა ახალი ავტომობილისგან განსხვავებით, მესამე თაობის Bentley Continental GT არაფრით აგერევათ მისავე წინამორბედებში. ეს დიზაინერების დამსახურებაა. მათ შეინარჩუნეს ცნობადი სილუეტი და კუპეს ფორმა უფრო რელიეფური გახადეს. საქმე პროპორციებშია - წინა ხიდი 135 მილიმეტრით წინ წაწიეს, შედეგად წინა ქანობი უფრო მოკლე გამოვიდა, უკანა კი - უფრო გრძელი. სახურავის ხაზი მდოვრე რკალის სახით ეშვება და საბარგულის სახურავთან ერთიანდება.



მძიმედ მხოლოდ ქრომირებული მოლდინგი გამოიყურება. სამაგიეროდ, ინტერიერი მთლიანად განახლდა. ისრიანი ხელსაწყოები ისტორიას ჩაჰბარდა: Continental GT ისტორიაში პირველი Bentley იქნება ხელსაწყოების ვირტუალური კომბინაციით, თუმცა ეკრანზე მაინც წყვილი მრგვალი სკალა და მათ შორის მოთავსებული მრავალფუნქციური დისპლეი ჩანს. წინა პანელის მთავარი თავისებურება ბრუნვადი სამკუთხა ცენტრალური სექციაა.



მისი მუშაობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ, როცა ანთება ჩართულია, სექცია ყრუ ხის პანელით არის გარეთ მობრუნებული. ძრავის ამუშავების შემდეგ ის ტრიალდება და მისი დანარჩენი ორი გვერდიდან მძღოლი ნებისმიერს ირჩევს - ეს ან 12,3-ინჩიანი სენსორული ეკრანია ან რეტროგრადებისთვის სამი ანალოგური ხელსაწყო: გარე ტემპერატურის მაჩვენებელი, კომპასი და ქრონომეტრი. სასურველ სექციას სპეციალური ღილაკით ირჩევთ.



და განსხვავებით გერმანული ნათესავებისგან, არავითარი გადამწოდები, სამაგიეროდ მძიმე ლითონის დეტალები, სახელურები, მრგვალი დეფლექტორები და დიდი „ანალოგიური“ ღილაკები.
ეს ყველაფერი ძველმოდურად გამოიყურება, მაგრამ ეტყობა, ასეთია Bentley-ს მუდმივი კლიენტების მოთხოვნები. ჰო, მართლა, მოთხოვნებზე - თუ Continental GT-ის შეძენას გადაწყვეტთ, ატელიე Mulliner სალონის გაფორმებისა და ძარის შეღებვის ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ.



ახალი კუპე გაბარიტებში თითქმის არ შეცვლილა: სიგრძე 4805 მმ (წინამორბედთან შედარებით 13 მმ-ით მოკლე), სიგანე - 1954 მმ (7 მმ-ით უფრო განიერი), სიმაღლე 1392 მმ (9 მმ-ით უფრო დაბალი).
ბაზა 110 მილიმეტრით გაიზარდა, რათა სალონში მეტი სიხალვათე ყოფილიყო. ამასთანავე, ხიდებზე დატვირთვა უკეთესად გადანაწილდა: ახლა ის 55:45-ზეა (58:42-ზე ძველად).
ძარის ყველა პანელი ალუმინისგანაა დამზადებული, რამაც წონაში 70 კილოგრამით შემცირება მოიტანა. ავტომობილი ახლა 2250 კილოგრამს იწონის.


ახალი თაობის Continental GT-ის ქვაკუთხედად Porsche Panamera-ს პლატფორმა იქცა (ძველი სედან Volkswagen Phaeton-ის ბაზაზე იყო). მუდმივად ჩართული ორი ხიდის ნაცვლად, ახლა უკანა ხიდის გამორთვა შეიძლება.
რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, კლასიკური „ავტომატის“ ნაცვლად, რვასაფეხურიანი პრესელექტორული რობოტიზებული კოლოფი აყენია.



„პანამერადან“ გადმოვიდა, ასევე, სამკამერიანი პნევმოდაკიდება. სამაგიეროდ დაემატა აქტიური ელექტრონული სტაბილიზატორები, რომლებიც 48-ვოლტიანი ქსელიდან მუშაობენ.
12-ცილინდრიანი ძრავა Porsche-ს არ ჰქონდა, ამიტომაც ძრავა საკუთარი დარჩა: კროსოვერ Bentayga-ს ექვსლიტრიანი ბენზინის W12, 635 ცხენის ძალითა და 900 ნიუტონმეტრი მბრუნავი მომენტით. ადგილიდან 100 კმ/სთ-ს ბრიტანული კუპე 3,7 წამში აღწევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ს შეადგენს.


მესამე თაობის Bentley Continental GT-ს 2018 წლისთვის ვიხილავთ.
მოგვიანებით კი, როგორც წესი, გამოჩნდება მისი უმცროსი ვერსია Panamera-ს V8 ძრავით, ჰიბრიდული ვერსია, რომელიც იგივე Porsche-ს აგრეგატებზე იქნება და, რაღა თქმა უნდა, კაბრიოლეტი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?