დღეს პირველად – ესპანელი ცეცხლოვანი ქალებისა და ქართველი კაცების დუელი Black Sea Arena-ზე

საკნატუნო ამბები

2 სექტემბერი 12:45, 2017 წელი

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელმაც შავიზღვისპირეთი მოიცვა, “დღეს ჩვენ პირველად ვიხილავთ  ესპანელი ცეცხლოვანი ქალებისა და ქართველი მამაკაცების დუელს Black Sea Arena-ს სცენაზე“.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალმა  სტარტი 31 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო და კონცერტები ურეკში გაგრძელდა, სადაც საუკეთესო ნომრები ქართულ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად  ფესტივალში მონაწილე  შემსრულებლებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან წარმოადგინეს.


ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება და  ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალი 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს, რომელიც დღეს, 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდება.  


ორი დღის განმავლობაში რეპეტიციები მიმდინარეობდა Black Sea Arena-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილემ საკუთარი ნომერი ხმის და  კონცერტის რეჟისორთან ერთად შეასრულა. ფესტივალი დღეს,  გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ გალა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.  


გუშინ, ფესტივალის ორგანიზატორებმა  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორმა ანა კავლელიშვილმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ესპანელმა ფოლკლორისტმა პოლო ვალეხომ ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა  და მოსალოდნელ შედეგებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და მედიას ფესტივალის სამომავლო გეგმებიც გააცნეს.


როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე გვპირდება „გალა კონცერტზე მრავალფეროვანი და საუკეთესო სანახაობა გველის“. ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან - ფლამენკოს შემსრულებელი ჯგუფი “La Moneta &  Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით სწორედ, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარსდგება მაყურებლის წინაშე.  მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და  თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. საქართველოს წელს ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენენ.


როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ,  ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.


„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შარშან დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება  ფოლკლორის სიყვარულმა  განაპირობა. საქართველო ფოლკლორული კულტურის ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო და აქ, ჩვენთან მოგვეწვია ისინი. პირველი ფესტივალი შარშან გაიმართა და საკმაოდ,  დიდი ინტერესი გამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო.  ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და უფრო ძლიერი გახდეს. ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად გაგრძელდება საუკუნეები. წელს იქნება მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!“, - აღნიშნა გიორგი დონაძემ.


„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანი ფესტივალი, სადაც მთელი გურია ერთვება. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ფოლკლორული ანსამბლები. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, წელს მეორედ იმართება ფესტივალი, რომელიც უკვე 7 ქვეყნის ფოლკლორს აერთიანებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის და მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე მივდივარ ფოლკლორის ფესტივალზე“, -  ფესტივალის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.


“ფოლკლორი ძალიან ფაქიზი მუსიკალური ჟანრია და სიფრთხილეა საჭირო. მისი ტრადიცია და ღირებულებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა ყოველი ახალი ღონისძიების დროს მას ახალი სული უნდა შთაბერო, რათა ახალი თაობებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადო. ეს არის საგანძური რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ეს არის ქვეყნის ისტორია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრდაიცია. მიუხედავად ჩვენი დარბაზის მასშტაბურობისა, ფოლკლორი ეს არის ჟანრი, რომელზეც უარს არცერთ წელს არ ვიტყვით. ამიტომაც უკვე მეორე წელია ბლექ სი არენა არის მასპინძელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის. მეამაყება რომ ამ ღონისძებაში ჩართული ვარ და მთელი წლის განმვალობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავხადოთ ფესტივალი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. წელს მაყურებელს სურპრიზი ელის. ეს იქნება კონცერტის კულმინაცია და საღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილი. დღეს ჩვენ პირველად ვიხილავთ  ესპანელი ცეცხლოვანი ქალებისა და ქართველი მამაკაცების დუელს ჩვენს სცენაზე,“ - ფესტივალის დეტალებზე ისაუბრა  „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორმა ანა კავლელიშვილმა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?