ჩვენს სისტემაში კიდევ ერთი ვარსკვლავი იქნება (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

6 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

თანამგზავრ ESA Gaja-ს მეშვეობით ასტრონომებმა გამოარკვიეს, რომ მზის სისტემას კოსმოსური სტუმარი ეწვევა - ჯუჯა ვარსკვლავი გლიზე 710. ვარსკვლავის წინა სტუმრობამ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. რას უნდა ველოდოთ მისგან ამჯერად?

ეს 1,3 მილიონი წლის შემდეგ მოხდება.
დღეისთვის მზე საკმაოდ იზოლირებულია თავისი „ნათესავებისგან“. უახლოესი ვარსკვლავი - ალფა ცენტავრა - მისგან ოთხი სინათლის წლით არის დაშორებული. კოსმოსის მასშტაბით ეს დიდი მანძილი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ის ჯერ კიდევ ფანტასტიკური სიშორეა. 1,3 მილიონი წლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვლება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული თანამგზავრის Gaia-ს მონაცემებით, ვარსკვლავი, სახელად გლიზე (Gliese) 710, მზის სისტემას სტუმრად ეწვევა.

გლიზე 710, დაახლოებით, 60%-ით უფრო მასიურია, ვიდრე მზე. ძალიან მჭიდრო მეზობლობაც არ გამოვა: სავარაუდოდ, ვარსკვლავი ოორტის სარტყელში გაივლის. ეს სარტყელი ჩვენი სისტემის განაპირას ყინულის მტვრისა და კოსმოსური სხეულების ნამსხვრევებს წარმოადგენს. მზიდან გლიზემდე მანძილი 90 სინათლის დღემდე შემცირდება, რაც 2,25 ტრილიონ კილომეტრს შეადგენს (დედამიწიდან მზემდე 16 000-ჯერ მეტი მანძილია). ერთი შეხედვით უზარმაზარი ციფრებია, მაგრამ ასეთი მანძილი საკმარისია, რათა ვარსკვლავმა ჩვენს სისტემაზე გავლენა იქონიოს. თავად გლიზე მარსზე სამჯერ უფრო კაშკაშა იქნება, ხოლო მისი გრავიტაცია ჩვენს სისტემაში კომეტებსა და მსხვილ კოსმოსურ სხეულებს მოიზიდავს, რაც მათ დედამიწასთან შეჯახების ალბათობას გაზრდის.

ეს ერთადერთი მეზობელი არაა, რომელიც საფიქრალს გაგვიჩენს. 2013 წელს გაშვებულმა Gaia-მ მილიონობით ვარსკვლავის პოზიცია და ტრაექტორია გაზომა და ახლა ჩვენ ვიცით, რომ 300 000 ვარსკვლავიდან, სულ ცოტა, 16 მაინც მზისგან 60 ტრილიონი კილომეტრის დაშორებით გაივლის. ამ მანძილიდან ვარსკვლავი ჩვენს სისტემაზე გავლენას ვერ მოახდენს. დროთა განმავლობაში შეიძლება „სტუმარ“ ვარსკვლავთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

დაახლოებით, 70 000 წლის წინათ, როცა დედამიწაზე უკვე პირველი ადამიანები დახეტიალობდნენ, ოორტის სარტყელში ჯუჯა ვარსკვლავი სტუმრობდა. ზოგი თეორიით, ამ სტუმრობამ გლობალური ცვლილებები გამოიწვია, რომელთაგან ერთ-ერთი დინოზავრების ერის დასასრული იყო. თუმცა ჯუჯა ვარსკვლავის მორიგი სტუმრობისთვის კაცობრიობა, სავარაუდოდ, უკეთ იქნება მომზადებული.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?