ჩილი კონ კარნე - მიირთვით და იცოცხლეთ... 400 წელი!

საკნატუნო ამბები

6 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

სახელგანთქმული მექსიკური კერძი ჩილი კონ კარნე ტექსასში გამოიგონეს. თავიდან ამერიკელები ამგვარ კერძს დაცინვით ტექს-მექსს უწოდებდნენ, მაგრამ შემდეგ ის მათ სიამაყედ იქცა.

XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელები ჯერ კიდევ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩილი კონ კარნე (ესპანურიდან „ჩილი ხორცით“) წმინდა მექსიკური კერძი იყო. „ტანზი ღამი დახლებთან მიდიოდა, რათა საოცარი Chili-con-carne გაესინჯა. ეს კერძი მექსიკელთა გენიის შედევრი იყო. ნაზი ხორცის ნაჭრები შეზავებული მწვანილით და ზედ მოსხმული წითელი სოუსი Chili cjlorado. მისი განსაკუთრებული გემო ცეცხლოვანი სიცხარე ნამდვილი სამხრეთელის გულს მოსწონდა“, - ასე აღწერდა ო. ჰენრი ჩილის თავის მოთხრობაში „ჯადოსნური კოცნა“. მისი გმირი ფანტასტიკურ ვითარებაში ხვდება. ის სან-ანტონიოში ესპანელს გაიცნობს, რომელიც აცხადებს, რომ 400 წლისაა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მას განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ჩილი კონ კარნე ეხმარებოდა.

1960-იან წლებში კერძი აშშ-ს კულინარიული ჰიტი იყო. აი, სწორედ მაშინ ეწვია აშშ-ს იმედგაცრუება: როგორც აღმოჩნდა, კერძი, რომელიც მათ ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს ნაწილი ეგონათ, სინამდვილეში ტექსასური გამოგონება იყო. 1963 წელს გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ მას „ტექს-მექსის“ სახელით მოიხსენიებდა - ასე ეწოდებოდა ტექსას-მექსიკის რკინიგზას. შემდეგ ეს სახელი ყველა სამხრეთელ ემიგრანტზე გავრცელდა, რომელიც ნიუ-იორკში ამ რკინიგზით აღწევდა.

კერძი პირველად წერილობით წყაროებში 1828 წელს იხსენიება. მაშინ პატარა ქალაქი სან-ანტონიო, რომელიც ტექსასური ჩილი კონ კარნეს სამშობლოდ მიიჩნევა, ჯერ კიდევ მექსიკურ ტექსას ეკუთვნოდა, მაგრამ 1945 წელს ტექსასი აშშ-ს ტერიტორია გახდა. ვინმე ჯ. კლოპერი ჰიუსტონიდან ასე აღწერს ადგილობრივი ღარიბების რაციონს: ხორცის ფარში, წიწკასთან ერთად მოთუშული. კერძი რამდენიმე ცენტი ღირდა. ერთი თეფში ჩილის მირთმევა უმუშევარსაც კი შეეძლო. ამერიკა-მექსიკის 1846-1848 წლების ომის დროს ეს კერძი ამერიკის არმიის რაციონში შევიდა და იქ მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში დარჩა. ხოლო დიდი დეპრესიის დროს ის ამერიკელთათვის ნამდვილ ხსნად იქცა.

ღარიბთა საკვებმა ნელ-ნელა მაღალ ფენებშიც მოიკიდა ფეხი. ჩილის თაყვანისმცემელი იყო ამერიკის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი. ამ კერძის მისეული რეცეპტი პრეზიდენტის ტექსასური რანჩოს სახელს ატარებდა - „ჩილი მდინარე პედერნალესის სანაპიროდან“. პირველი ლედი ბერდ ჯონსონი სიამოვნებით უზიარებდა კერძის რეცეპტს ყველა მსურველს - ის რეცეპტს პრეზიდენტის მომხრეებს ფოსტით უგზავნიდა.
ტექსასის შტატმა იმდენს მიაღწია, რომ 1977 წელს ჩილი კონ კარნე მის ოფიციალურ კერძად აღიარეს, ხოლო ტექსასის ქალაქი ტერლინგუა ჩილის მომზადებაში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების ადგილად იქცა.

ჩემპიონატის წესები ძალიან მკაცრია. კერძი მხოლოდ ღია ადგილას უნდა მომზადდეს. ამასთანავე, მონაწილეებს ნახევარფაბრიკატების, გაყინული ხორცისა და არომატიზატორების გამოყენება ეკრძალებათ. ტექსასელები ყოველთვის მზად არიან, თავიანთი კერძის ავთენტურობა მუშტებით დაიცვან, თუმცა საპატიო სტუმარს ყოველთვის სიამოვნებით უწილადებენ ერთ თეფშ ცხელ, ცხარე ჩილის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?