ჩიკაგოელი გოგო „ახალ აინშტაინად“ შერაცხეს

საკნატუნო ამბები

4 სექტემბერი 16:45, 2017 წელი

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის „ახალი აინშტაინი“ გამოჩნდა. ის 23 წლისაა.

ამ სფეროსთვის ასეთი პატარა ასაკის მიუხედავად, საბრინა გონსალეს პასტერსკი აშშ–ში უკვე ყველაზე გამოჩენილ და გამოცდილ ფიზიკოსად ითვლება, წერს Second Nexus.


პასტერსკის კუბური და ამერიკული ფესვები აქვს. ის ჩიკაგოში დაიბადა. სულ რაღაც სამ წელიწადში დაამთავრა მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – შეფასების საშუალო მაჩვენებელი უმაღლესი – 5,0. დღეს პასტერსკის Ph.D. ხარისხი აქვს და ჰარვარდში სრული აკადემიური თავისუფლების პირობით მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბრინას თავისი კვლევების საკუთარი პირობებით წარმოების უფლება აქვს პერსონალის ჩარევის გარეშე.


ამერიკსის სამეცნიერო–აკადემიური წრეების ყურადღება საბრინამ პირველად 2008 წელს მიიპყრო, როდესაც მან სრულიად დამოუკიდებლად შექმნა ერთძრავიანი თვითმფრინავი. მაშინ ახალგაზრდა მეცნიერი 14 წლის იყო. თვითმფრინავის შექმნის პროცესს ის დოკუმენტურად აღწერდა თავის YouTube–არხზე.


მასაჩუსეცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები ალენ ჰაგერტი და ერლ მურმანი ამ ვიდეოებმა გააოცა.


„პირი დავაღეთ, როცა ეს ყველაფერი ვნახეთ. მისი პოტენციალი სტანდარტულ მაჩვენებლებს აღემატება“, – განაცხადა ჰაგერტიმ.


16 წლის პასტერკი თავად მართავდა საკუთარი ხელით აგებულ თვითმჭრინავს მიჩიგანის ტბის ცაზე. ამის ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელმაც თავისი ხელით შექმნილი თვითმფრინავით იფრინა.


პირველად თვითმფრინავის პილოტირება პასტერსკიმ 9 წლის ასაკში შეძლო. როდესაც ამის შესახებ ილინოისის მათემატიკისა და მეცნიერების აკადემიაში, სადაც იმ დროს სწავლობდა, თავის პედაგოგს უამბო, პასუხად შემდეგი ფრაზა მიიღო: „ძალიან კარგი, მაგრამ შენ თავად რას აკეთებდი ამ ბოლო დროის განმავლობაში?“.


„მას შემდეგ ეს ჩემი შთაგონება გახდა: „ძალიან კარგი, მაგრამ შენ თავად რას აკეთებდი ამ ბოლო დროის განმავლობაში?“, – ამბობს პასტერსკი.



საბრინა ოჯახში ერთადერთი შვილია. მისი თქმით, თანატოლებისგან განსხვავებით, არ არის რეგისტრირებული სოციალურ ქსელებში, არასოდეს ჰყოლია შეყვარებული, არასოდეს გაუსინჯავს სიგარეტი და ალკოჰოლი. ამის ნაცვლად თავისუფალ დროს ის კვანტური გრავიტაციის კონცეფციის კვლევებს ახმარს, ასევე იკვლევს შავ ხვრელებსა და დროის სივრცეს (მათემატიკური მოდელი, რომელიც დროსა და სივრცეს ერთ უწყვეტობაში აერთიანებს).


საბრინასთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს ონლაინ–გაყიდვების კომპანიამ Amazon, ავიამშენებელმა კომპანიამ Blue Origin და NASA–მ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?