მაისური, რომელშიც არასდროს გაოფლიანდებით! (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

7 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

დიახ, როგორც კი გაოფლიანდებით, ის მაშინვე ავტომატურად განიავდება, ოფლის კვალიც კი არ დარჩება და თქვენც გაგრილდებით! ამ საოცარი გამოგონების ავტორები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (მტი) მკვლევარები არიან...

მტი-ის ბიოინჟინერმა ვენ ვანმა (Wen Wang), კოლეგებთან ერთად, შექმნა მაისური, რომელიც ლატექსისგან არის დამზადებული და მინიატურული სავენტილაციო სარქველები აქვს. ეს სარქველები იმისდა მიხედვით იღება და იხურება, რამდენ სითბოს გამოყოფს სხეული.
რაც ყველაზე საინტერესოა, სარქველები ბაქტერიების მეშვეობით რეგულირდება!


ბაქტერიები ტენზე რეაგირებენ. ისინი ფართოვდებიან მაღალი ტენიანობის შემთხვევაში და იკუმშებიან, როცა ჰაერი მშრალი ხდება.
როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, ბაქტერიების ამგვარ რეაქციას საკმარისი ძალა აქვს, რათა მაისურის „ფორები“ გახსნას. მეცნიერებმა სამფენოვანი ქსოვილი შექმნეს, რომელსაც კანის ტემპერატურაზე მორეაგირე სარქველები გააჩნია.

მოხალისეებს ახალი მაისურები სირბილისა და ველოსიპედის ტარების დროს ეცვათ. როგორც აღმოჩნდა, სარქველები უკვე მეხუთე წუთზე იხსნებოდნენ. ოფლი ორთქლდებოდა და მოხალისის სხეულს აგრილებდა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარქველები ადამიანის ანატომიური აღნაგობის მიხედვით არის განაწილებული. ყველაზე დიდი სარქველები იმ ადგილებში მდებარეობს, სადაც ყველაზე მეტი სითბო გამოიყოფა.
ახლა მეცნიერებს ახალი სამუშაო ელით: სანამ კომერციულ მოდელს შექმნიან, მანამდე მათ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ მაისურის გარეცხვა შეიძლებოდეს.

სპორტული ტანსაცმლის ამერიკულმა მწარმოებელმა New Balance-მა მეცნიერებთან კონტაქტი უკვე დაამყარა და მათი სპონსორობა თავის თავზე აიღო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?