როგორ გავლენას ახდენს დაბადების თვე ბავშვზე

საკნატუნო ამბები

9 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

დაბადების თვემ შესაძლოა, ადამიანის ხასიათზე უფრო დიდი გავლენა იქონიოს, ვიდრე ზოდიაქომ. ასტროლოგიისგან განსხვავებით, ამას თავისი სამეცნიერო ახსნა აქვს.

იანვრის ბავშვები
ისინი საკმაოდ ლამაზები არიან. მათ მალე სწყინდებათ ერთი და იგივე. წუნიებიც არიან. იშვიათად ამჟღავნებენ ძლიერ ემოციებს. როცა რაიმე ეტკინებათ, აღსადგენად სხვაზე მეტი დრო სჭირდებათ. მგრძნობიარენი არიან. მყარად დგანან მიწაზე. ჯიუტები არიან.


თებერვლის ბავშვები
ადვილად გადააქვთ ყურადღება სხვა რამეზე და „ღრუბლებში დაფრინავენ“. ინტელექტუალები, ჭკვიანები და ძალიან მომხიბვლელები არიან. ხშირად იცვლიან აზრს. ყველაზე სექსუალურები და ტემპერამენტიანები, მორცხვები და მოკრძალებულებიც არიან. უყვართ თავისუფლება. თუ გააბრაზებთ, თავიანთ მეამბოხე სულს გამოავლენენ. ხშირად აგრესიულები არიან. მგრძნობიარენიც და მათი წყენინება ადვილია. ხშირად და ყველაფერზე ბრაზობენ, მაგრამ ყოველთვის არ გამოხატავენ. უყვართ დასვენება და გართობა. შინაგანად რომანტიკულები და ცრუმორწმუნენიც არიან. მათ ხშირად „მფლანგველებს“ ეძახიან იმიტომ, რომ ფულის დაგროვება არ იციან.

მარტის ბავშვები
ეს ადამიანები მომხიბლავები და სექსუალურები არიან. ნაზები და მორცხვები. დაფარულები. ბუნებით პატიოსნები, გულისხმიერები და ხელგაშლილები. აფასებენ სიმშვიდესა და უდარდელობას. კარგი კოცნა იციან.
ადვილად ღიზიანდებიან. საიმედოები არიან და სიკეთის ფასი იციან. თავიანთ ემოციებს უმეტესად ფარავენ. ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილები. დაკვირვებულები არიან და მუდმივად სხვებს აფასებენ.


აპრილის ბავშვები
ბრწყინვალე იუმორის გრძნობა აქვთ. ჯიუტები, წყნარები და „ცივი გონების“ მქონენი. კეთილები და გულისხმიერები. ხშირად წუხდებიან ყველაფერზე. საიმედოები. იციან გუნდში მუშაობა. თავდაჯერებულნი. ოპტიმისტები. გულუხვები. კარგი მეხსიერება აქვთ. უყვართ ძიება და ახალი ინფორმაციის მოპოვება. ესწრაფვიან ცოდნის მიღებას. როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მოტივირების უნარი აქვთ. გარშემომყოფებს ბედნიერებითა და პოზიტივით ავსებენ. უყვართ სპორტი, მუსიკა და გართობა. „ცეცხლოვნები“ არიან, მაგრამ გონებას არ კარგავენ. ყველაფერში სისტემურ მიდგომას არჩევენ.

მაისის ბავშვები
ჯიუტები, შემართებულები და ნებისყოფიანები არიან. არა აქვთ მოტივაციის პრობლემა. ენამახვილები. იქცევენ ყურადღებას. უყვართ კოლექტივის ცენტრში ყოფნა. იციან სიყვარული. ლამაზები არიან ფიზიკურადაც და შინაგანადაც. საპირისპირო სქესთან ურთიერთობებისას - მორცხვები. თუ გაბრაზდებიან, მათი დამშვიდება ადვილია. უყვართ ოცნება. ნათელი და დამჯდარი გონება აქვთ. მათი სამყარო უკეთესია, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანის. კარგი მრჩევლები არიან. კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ. ფიზიკურად კარგად განვითარებულებს, შეიძლება სუსტი სუნთქვის სისტემა ჰქონდეთ. უყვართ ლიტერატურა და ხელოვნება. აღმერთებენ მოგზაურობას. არ უყვართ სახლში ჯდომა და დროის გატარებას საზოგადოებრივ ადგილებში არჩევენ. დაუდგრომლები და შრომისმოყვარეები არიან. საიდუმლოს შენახვა იციან.

ივნისის ბავშვები
კარგი ხასიათი აქვთ. ცხოვრებისგან აბსოლუტურ სიამოვნებას იღებენ. უყვართ ურთიერთობა და ახალი მეგობრების შეძენა. ფლირტის დიდი ოსტატები არიან და ძალიან მომხიბლავი პარტნიორი ჰყავთ.
ხშირად ხდებიან პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვა „საზოგადოებრივი“ პროფესიების წარმომადგენლები. კარგად ერკვევიან კინოსა და ლიტერატურაში.
ცხოვრობენ პრინციპით: „საუკეთესო ან არაფერი“. როგორც წესი, იღებენ იმას, რაც სურთ, თანაც ამას არა შრომისმოყვარეობით, არამედ ქარიზმის ხარჯზე აღწევენ.
მარტივად ცხოვრობენ და იშვიათად ადგენენ მომავლის გეგმებს.

ივლისის ბავშვები
მხიარულები და საზოგადოების სული და გული არიან. მაგრამ, ამასთანავე, ხასიათს მალავენ. ზოგჯერ მათი გაგება ძნელია. საკუთარი თავის ფასი იციან და საკუთარი თავით ამაყობენ. მათ კარგი რეპუტაცია აქვთ და ზრუნავენ კიდეც ამაზე. ადვილია მათი ნუგეშისცემა. მათ ნამდვილად აინტერესებთ სხვა ადამიანების გრძნობები. ტაქტიკური და მეგობრულები არიან. საკმაოდ ემოციური ხასიათი აქვთ, ამიტომაც მათთვის ადვილია ტკივილის მიყენება. წყენას პატიობენ, მაგრამ არ ივიწყებენ. არ უყვართ უაზრო და არასაჭირო ნივთები და მოქმედებები. ყოველთვის ფიქრობენ, როგორ გავლენას მოახდენს სხვებზე მათი ნააზრევი ანდა საქციელი.
მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან. ხედავენ ვითარებას გვერდიდან და საჭირო რჩევებს იძლევიან. შრომისმოყვარენი. კარგად სწავლობენ. უყვართ მეგობრებთან დროის გატარება. არასდროს ეძებენ მეგობრებს: ისინი თავად პოულობენ მათ. მოსწონთ, როცა მათ მიმართ მზრუნველობას იჩენენ. თუ სტრესს განიცდიან, როგორც წესი, ის მძიმეა და ძნელად გადის.

აგვისტოს ბავშვები
ადვილად მიდიან რისკზე. მოითხოვენ ყურადღებას, დაბალი თვითკონტროლი აქვთ. სამყაროს თვალებით კი არა, გულით უყურებენ. თავდაჯერებულები არიან. მეგობრების წრეში ბევრს ხმაურობენ. ძალიან შურისმაძიებელნი არიან, მაგრამ, თუ არაფერს დაუშავებთ, მაშინ კარგად იქცევიან და მათთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება. უყვართ ლაპარაკი და სიმღერა. აღმერთებენ მუსიკას. მეოცნებენი არიან. ადვილად ერთობიან. უცნობებს არ ენდობიან. დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ! უყვართ, როცა მათ შესახებ ლაპარაკობენ. არ უყვართ სწავლა. თავისუფლება სწყურიათ. თავისი ბუნებით მეამბოხენი არიან. სჯერათ, რომ „ვარდს უეკლოდ ვერ მოკრეფ“. გუნდში ცუდად მუშაობენ, მაგრამ დამოუკიდებლად - გადასარევად. ეჭვიანები, ამოუცნობები, ცნობისმოყვარენი, ჯიუტები, დამოუკიდებლები და ნებისყოფიანები არიან.


სექტემბრის ბავშვები
აქტიურები და დინამიკურები. მიზანდასახულები. უყვართ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად ხდება. იშვიათად ნანობენ. მომხიბლავები არიან და თავსაც უვლიან. ძლიერი ხასიათი აქვთ.
უყვართ ყურადღება. დიპლომატიურები. შეუძლიათ ნუგეშისცემა და მეგობრობა. ახლობლების პრობლემებს სიამოვნებით წყვეტენ. უშიშარნი და მამაცნი. ავანტიურისტები. შეუძლიათ სიყვარული და ზრუნვა. როგორც წესი, ბევრი მეგობარ-ამხანაგი ჰყავთ.
ემოციურები არიან. ხშირად აკეთებენ ნაჩქარევ დასკვნებს. კარგი მეხსიერება აქვთ. საკუთარი თავისა და სხვების მოტივირება შეუძლიათ.

ოქტომბრის ბავშვები
უყვართ ურთიერთობა. უყვართ ისინი, ვისგანაც სიყვარულს გრძნობენ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. აქვთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი სილამაზე. ხშირად ცრუობენ, მაგრამ არა - ქვენა გრძნობებით.
ხშირად ბრაზობენ. უყვართ რჩევების მიცემა და მეგობართა „მკურნალობა“. მამაცნი და უშიშარნი. უცნობების მიმართ ყოველთვის მეგობრულად არიან განწყობილები.
მათთვის ტკივილის მიყენება ადვილია, მაგრამ ისინი სწრაფად ავიწყდებათ. უაღრესად ჭკვიანები.
მეოცნებენი. თავდაჯერებულები. სულ არ ადარდებთ საკუთარი ემოციების კონტროლი. ამოუცნობები. 

ნოემბრის ბავშვები
საიმედოები. ძალიან მგრძნობიარენი და საშიშნი. ჯობია, არ გააბრაზოთ. იციან, როგორ მიიღონ სიამოვნება. შინაგანად ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თუმცა გარედან ასე არ ჩანს. უყვართ თამაში, მაგრამ ზოგჯერ უმიზეზოდ გულჩათხრობილები არიან.
ახალ კოლექტივში თავს კარგად გრძნობენ. სოციალურები, ნებისმიერ ჯგუფში ადვილად ერთიანდებიან. უშიშარნი არიან და როცა დიდხანს მარტო რჩებიან, კომპლექსები არ აწუხებთ.
ძალიან ჭკვიანები არიან, განსაკუთრებით ზუსტ და ტექნიკურ საგნებში. თუკი გაქვთ შესაძლებლობა, ნოემბერში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დაამყაროთ, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

დეკემბრის ბავშვები
ძალიან სიმპათიური ადამიანები. ლოიალურები და კეთილები. პასუხისმგებლობის გრძნობით. აღმერთებენ კონკურსებსა და შეჯიბრებებს. მონაწილეობენ ყველა თამაშში, სადაც კი მიიწვევენ. მოუთმენლები და აჩქარებულები. ამბიციურები. გავლენიანები და სხვების ხელმძღვანელობის მოსურნენი. მხიარულები. მათთან ყველა თემაზე საუბარი ადვილია, თუმცა მათი გაგება ზოგჯერ ძნელია.
შორეულ პერსპექტივას კარგად განჭვრეტენ. სიკეთისგან ადვილად „დნებიან“. ზრდილობიანები და კეთილგონიერნი. მათ ყოველთვის ბევრი იდეა აქვთ. ძალიან წუნიები ნივთების, ადამიანებისა და ურთიერთობების შერჩევისას. თუ კარგის მიღება არ შეუძლიათ, მაშინ ურჩევნიათ, საერთოდ არაფერი მიიღონ.
კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. უყვართ დისკუსიაში ჩართვა, კამათი. მოლაყბეები, მეოცნებეები, მეგობრულები, კანონმორჩილნი. თუ საჭიროა, ხასიათის ჩვენებაც შეუძლიათ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?