„ბიტლზის“ პირველი ფოტოსესია და პირველი შემადგენლობა

საკნატუნო ამბები

9 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

ამ ფოტოებზე ჯგუფის პირველი ოფიციალური შემადგენლობაა: პიტ ბესტი, ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი და სტიუარტ სატკლიფი.

ეს ფოტოები 1960 წელს არის გადაღებული, ჰამბურგში პირველი გასტროლების დროს. ამ გასტროლებზე ისინი „The Silver Beetles“ სახელით გაემგზავრნენ და მხოლოდ ადგილზე, ჰამბურგში შეამოკლეს სახელი და „The Beatles“ დაირქვეს.

  • ჰამბურგში ჯგუფი ადგილობრივი არტკოლეჯის სტუდენტებს - ფოტოგრაფ გოგონას ასტრიდ კირჩერსა და მხატვარ კლაუს ფორმანს გაეცნენ. მათ ჯგუფის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. კირჩერი მალე სატკლიფის საყვარელი გახდა. სწორედ მან გადააცვა ბიჭებს ტყავის ქურთუკები, ხოლო The Beatles-ის ჰამბურგში მეორე ვიზიტისას, 1961 წლის გაზაფხულზე, ახალი ვარცხნილობა შესთავაზა - შუბლსა და ყურებზე გადმოვარცხნილი თმები, ცოტა მოგვიანებით - უსაყელო და ულაცკანო პიჯაკები.

  • სწორედ ასტრიდმა გადაიღო ეს ფოტოები, რომლებსაც ჯგუფ The Beatles-ის პირველი ფოტოები შეიძლება ეწოდოს.

  • გერმანიაში მგზავრობა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის პირველი სერიოზული სამუშაო იყო. 19 წლის ჯონი მათში ყველაზე უფროსი იყო, ყველაზე უმცროსი - ჯორჯი იმ წელს გახდა 17-ის.

  • 1960 წლის 16 აგვისტოს ჯგუფმა ინგლისი დატოვა და უკვე მეორე დღეს მათი პირველი კონცერტი გაიმართა ჰამბურგის კლუბ Indra-ში. აქ ჯგუფი ოქტომბრის ბოლომდე უკრავდა. ხმამაღალი მუსიკის გამო, მეზობლების ჩივილის შემდეგ ისინი კლუბ Kaiserkeller-ში გადავიდნენ.

  • აი, როგორ იხსენებს ამ გასტროლებს პოლი: „ ჩვენ კინოთეატრის კულისების უკან, ტუალეტის სიახლოვეს ვცხოვრობდით. სუნი მუდმივად გვაწუხებდა. ბეტონის კედლებიდან ძველ საკუჭნაოში შეგვასახლეს, სადაც მხოლოდ  ორი ორსართულიანი საწოლი იდგა. გათბობა არ იყო და საშინლად ვიყინებოდით. კლუბში მსმენელების მოწვევა გვიწევდა. ჩვენ მზად ვიყავით, ორი ადამიანის გულისთვის მთელი  რეპერტუარი გვემღერა. მუდმივად ვხუმრობდით, რათა მსმენელებს მეორედ მოსვლის სურვილი გასჩენოდათ“.

  • გამოსვლების გრაფიკი ძალიან მჭიდრო იყო: როგორც წესი, კლუბში ერთი საათი ერთი ჯგუფი უკრავდა, მერე - სხვა და ასე 12 საათის განმავლობაში. ჰამბურგში ისნი მრავალი საათი გადაბმულად უკრავდნენ. ყოველი სიმღერა ნახევარ საათს გრძელდებოდა და მასში ოცამდე სოლო იყო. ღამის განმავლობაში „ბითლზი“ რვა-ცხრა საათი უკრავდა. ასე მიაღწიეს სრულყოფილებას.

  • აი, როგორ იხსენებდა ამას ჯონი: „ჰამბურგში თავს მოსწავლეებად აღარ ვგრძნობდით. ჩვენ მსმენელის წინაშე გამოსვლა ვისწავლეთ. ნელ-ნელა თავდაჯერებულობა გვემატებოდა. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო - მივიღეთ გამოცდილება, მთელი ღამეები გადაბმულად ვუკრავდით. კარგი იყო, უცხოელები რომ გვისმენდნენ. იძულებულნი ვიყავით, თავი არ დაგვეზოგა, დაკვრაში სულსა და გულს ვაქსოვდით. ჩვენ საკუთარ თავზე ავმაღლდით“.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?