4 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ამქვეყნად პირველად არ ცხოვრობთ

საკნატუნო ამბები

10 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

სტივენ ბანკარზი, ვებგვერდ Spirit Science and Metaphysics-ის ავტორი, არა მხოლოდ ვარაუდობს, რომ მეცნიერების თვალსაზრისით რეინკარნაცია შესაძლებელია, არამედ ასახელებს ოთხ ნიშანს იმისას, რომ თქვენ ადამიანის რანგში დედამიწაზე პირველად არ ცხოვრობთ.

რეინკარნაციის ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს. მაგრამ როგორ გავიგოთ, ჩვენ ადრე ვცხოვრობდით თუ არა დედამიწაზე? ან ვიყავით თუ არა ადამიანები? ინტუიციურად ბევრ ადამიანს სჯერა ამის.
აი, ოთხი ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი სული თქვენს სხეულზე გაცილებით ხნიერია:

1. თუ თქვენ ძალიან კარგად „კითხულობთ“ ადამიანებს



შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ თქვენთვის საკმარისია ადამიანებთან რამდენიმეწუთიანი ურთიერთობა და უკვე იცით, როგორ ცხოვრობენ ისინი, ბედნიერები არიან თუ არა და რა კოშმარები აწუხებთ. თქვენ არ გჭირდებათ დიდხანს ფიქრი იმაზე, ღირს თუ არა, ახალ მეგობარს ენდოთ. ამგვარი სახის ინფორმაციას მყისიერად იღებთ და ამგვარ საკითხებს თქვენი ინტუიცია ადვილად წყვეტს.
თითქოს, თქვენშია პროგრამა, რომელიც სხვა სულების შესახებ ინფორმაციას ქაჩავს. საქმე ის არის, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან: საკმარისია რამდენიმე ათეული არქეტიპის ცოდნა. თუკი თქვენი სულის ასაკი ათასი წელია და უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ადამიანებთან ურთიერთობთ, მაშინ ამ არქეტიპებში კარგად ორიენტირებთ. 

2. თუ მარტოობით ტკბებით



ეს იმიტომ არ ხდება, რომ თქვენ სოციოპათი ხართ და მარტოობა გიყვართ. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ სხვებზე მეტად იცით - ვარსკვლავებთან გატარებული დრო უფრო საინტერესოა. თქვენ განდეგილი არ ხართ. უბრალოდ, არ გჭირდებათ თანატოლთა მოწონება ანდა საზოგადოებრივი აღიარება. ამქვეყნად პირველად არ ცხოვრობთ და არ გჭირდებათ ექსპერიმენტები, რათა გაიგოთ, როგორი ცხოვრების წესია თქვენთვის კომფორტული. თქვენთვის კვლავინდებურად ცნობილია, რომ მარტო ყოფნა და ადამიანთა საზოგადოებაც ერთნაირად მოგწონთ და ყოველთვის იცით, როდის რომელი ვარიანტი უფრო გაინტერესებთ.

3. თუ ამ სამყაროს მოწყობა არ მოგწონთ



სკოლა, სამუშაო, საოჯახო დღესასწაულები... თქვენ დადიხართ ამ ღონისძიებებზე, მათში მონაწილეობთ, მაგრამ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის იდეალური. თქვენ ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანები უგუნურად იქცევიან. ზოგჯერ გგონიათ, რომ თქვენ ლომი ხართ, რომელიც ცხვრებში ცხოვრობს და იქცევა, როგორც ცხვარი. თქვენ ხშირად მოჩვენებით ინტერესს იჩენთ მოვლენებისადმი. ზოგჯერ გგონიათ, რომ კი არ ცხოვრობთ, არამედ ვიღაცის როლს თამაშობთ. უფრო მეტად გაინტერესებთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ცხოველთა უფლებები, გაცნობიერებული სიზმრები, სულიერება, ვიდრე სპორტი, ამინდი და სხვა ამგვარი თემები.

4. თუ ადამიანებზე უჩვეულო გავლენას ახდენთ



ადამიანები თქვენთან რჩევისთვის მოდიან, მაშინაც კი, თუკი თქვენზე უფროსები არიან. მათ იციან, რომ თქვენ ასაკთან შედარებით უფრო ბრძენი ხართ. თუკი ამ პლანეტაზე პირველად არ ცხოვრობთ, მაშინ თქვენ იცით მოთმინების, თავდაჯერებულობის, პატიოსნებისა და თვითანალიზის ფასი. ის საგნები, რომელთა დაუფლებაზეც სხვებს 10 წელი ეხარჯებათ, თქვენ შეგიძლიათ, 1 წელიწადში შეიმეცნოთ. ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენმა სულმა ეს ადრე უკვე გაიარა. თქვენ სხვებზე უფრო ადვილად უმკლავდებით ცხოვრებისეულ პრობლემებს. არ გაინტერესებთ დიდება, სოციალური სტატუსი, სახლების მშენებლობა. თქვენთვის მთავარია, სულიერად გაიზარდოთ და გამდიდრდეთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?