იტალიელი დიზაინერი ამ საბჭოთა ნივთებით აღფრთოვანდა

საკნატუნო ამბები

10 სექტემბერი 16:00, 2017 წელი

ეს ნივთები, ალბათ, ბევრს ახსოვს: პროდუქტების ბადე, ავტომობილი „ზაპოროჟეცი“, „გათლილი“ ჩაის ჭიქა და სასკოლო ფორმა... და არავის მიუცია მათთვის შეფასება „ლამაზი“ ან „ულამაზო“, უბრალოდ, მოვიხმარდით იმას, რაც გვქონდა. 

ბრიტანეთის დიზაინის უმაღლესი სკოლის პედაგოგი უმბერტო ჯირაუდო ამ საბჭოური საგნების დიზაინით აღფრთოვანებას გვიზიარებს და თავის ემოციას არგუმენტირებულადაც ადასტურებს.

კეფირის ბოთლი



ეკონომიური და ეკოლოგიური დიზაინი.

ბადე



„საბჭოური დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. თუკი თქვენთვის ეკოლოგიის პრობლემები და გარემოს დაბინძურება სულერთი არ არის, მაშინ ეს ჩანთა მთელი რიგი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბადე გონიერი სისტემის ნაწილია, სისტემური დიზაინის სახეობა, რომლის მიხედვითაც მყიდველი ზუსტად იმდენ პროდუქტს ყიდულობს, რამდენიც სჭირდება. მისი გამოყენება ბევრჯერ შეიძლება და მუდმივად თან ტარებაც კომფორტულია - ის კომპაქტურია და ბევრ ადგილს არ იკავებს. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე დიზაინერებმა მას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციონ“.

მოსახევი კალენდარი



„ასეთი კალენდრები დასავლეთის ქვეყნებში პოპულარული იყო. მეტიც, ისინი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ მათზე ბევრი ქაღალდი იხარჯება, ფურცლების მოხევით დროის სვლას ფიზიკურად შეიგრძნობ”.


ჩაიდანი



„ჩვეულებრივი ჩაიდანია. მსგავსი ბებიაჩემსაც ჰქონდა“.

ყავა



„ლამაზი შეფუთვაა. უბრალო, წარმოებაში ეკონომიური, სულ ორი ფერია და დღემდე სავსებით თანამედროვედ გამოიყურება. სიამოვნებით ვიყიდდი ყავას ამგვარი შეფუთვით - ის უფრო ავთენტურად გამოიყურება, ვიდრე ყველა ის პლასტიკის ნაგავი, რომელშიც ყავას დღეს აფასოებენ“.

ოდეკოლონი



„ეტიკეტზე გამოსახული ბიჭი საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება! მაგრამ, თუ ხუმრობას შევეშვებით, მე თავშესაქცევად მიმაჩნია ეტიკეტის კარგად დამუშავებული გრაფიკული დიზაინი და ჭურჭლის ფორმა. ბოთლის ყელისა და ფორმის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას მხოლოდ ტუალეტის წყლისთვის არ იყენებდნენ. მასში შეიძლება ბევრი რამ შეინახო, საყოფაცხოვრებო ქიმიით დაწყებული, იაფი ალკოჰოლით დამთავრებული. ძალიან პრაქტიკული ბოთლია“.


შედედებული რძე



„ნამდვილი რუსული შედევრი. მე ვიცი, რომ ბევრ ადამიანს უყვარს ეს პროდუქტი. თანაც მისი მოხარშვა პირდაპირ ქილაში შეიძლება“.

პრეზერვატივი



„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ საბჭოთა კავშირში ბავშვებს კომბოსტოში პოულობდნენ! იყო თუ არა სექსი სსრკ-ში? როგორც ჩანს, მაინც ყოფილა. რაც შეეხება შეფუთვას, ის ძალიან ფუნქციურია. ამასთანავე, სრულიად „უემოციოა“, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულ ვითარებაში ამას ყურადღებას არავინ აქცევს. მე ის მომწონს“.

სათამაშო



„ბავშვობაში მსგავსი სათამაშო მქონდა, ვერ ვხედავ ვერავითარ განსხვავებას. უბრალოდ, საინტერესო კონტრასტია ამერიკულ მიკი მაუსსა და კირილიცაზე შესრულებულ წარწერას შორის“.

ჩაის ჭიქა



„უბრალო და ელეგანტური. ჩვეულებრივი ჭიქაა, რომელიც სტაბილურობაზე მიუთითებს. იმედი მაქვს, არყით ბოლომდე არ გამივსებენ“.


რძის სამკუთხა პაკეტი



რძის სამკუთხა პაკეტი მთლად საბჭოური გამოგონება არ არის. ამგვარი შეფუთვის საწარმოო ხაზებს სსრკ-ს შვედური კომპანია Tetrapack აწვდიდა. 1943 წელს Åkerlund & Rausing-ის ლაბორატორიამ რძის შესაფუთი მუყაოს შექმნა გადაწყვიტა. 1944 წელს ახალგაზრდა ასისტენტმა ერიკ ვალენბერგმა ტეტრაედრის ფორმის მუყაოს შესაფუთი კოლოფი გამოიგონა. მას კონუსის ფორმის მუყაოსგან ამზადებდნენ“.

სასკოლო ფორმა



„საკმაოდ ელეგანტურია და ფორმალურ იერარქიულ სტატუსს ასახავს. მეც ვატარებდი ფორმას, როცა სკოლაში დავდიოდი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ამგვარი ფორმა ოფიციანტს ანდა სტუდენტს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე სკოლის მოსწავლეს“.

ტელევიზორი



„ამგვარი ტელევიზორი ჩემი ბებიის ანდა ბაბუის სასტუმრო ოთახში შეიძლება მდგარიყო. მახსოვს, როცა პირველად ვნახე გამადიდებელი ეკრანის გამადიდებელი შუშა, ძალიან გამიკვირდა“.

„ზაპოროჟეცი“



„საბჭოთა დიზაინის ნამდვილი შედევრი - მიუხედავად იმისა, რომ ის FIAT-ის დიზაინს ეფუძნება. „ზაპოროჟეცს“ თავისი უნიკალური ნაკვთებიც აქვს - მაგალითად, ცხაური კაპოტზე, რომელიც მას გარკვეულ აგრესიულობას ანიჭებს. არასდროს მინახავს „ზაპოროჟეცი“, მაგრამ ბევრი რამ მსმენია, მათ შორის მის რემონტსა და გაფორმებაზე“.

მაცივარი



„გადასარევი დიზაინია და მე კატეგორიულად არ მესმის, რატომ ყიდულობენ რუსები ჩინურ მაცივრებს, ნაცვლად იმისა, რომ ძველი ტექნიკის რებრენდინგი მოახდინონ და ძველ ფორმებს ახალი სიცოცხლე შთაბერონ“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?