ლენდ-არტის ჟანრის საუკეთესო ნამუშევრები

საკნატუნო ამბები

11 სექტემბერი 19:00, 2017 წელი

ლენდ-არტი ლანდშაფტის ხელოვნებაა და არა - ლანდშაფტის დიზაინი. ლენდ-არტი, როგორც სკულპტურის სახესხვაობა, არ არის მოწოდებული პარკების დასამშვენებლად. მან უნდა გამოხატოს მხატვრის ნააზრევი, ჩააფიქროს და აღაფრთოვანოს მნახველი. 

 

  • ანდრეს ამადორი (აშშ). „გამრუდებული მინდვრები“ (Warped Fields)
    ეს ნამუშევარი შედის Abstract-ის სერიაში და 2009 წელს კალიფორნიის პლაჟზე შესრულდა. მიეკუთვნება „გათელილ“ ნახატებს: ზოგჯერ ამადორი პროცესის მექანიზაციას მიმართავს და ტრაქტორის მეშვეობით „ხატავს“.

  • სილვენ მეიერი (შვეიცარია). „თეთრი დერეფანი“ (Couloir blanc)
    ნამუშევარი 2008 წელს შესრულდა. ეს მათემატიკურად სწორი აბლაბუდას იმიტაციაა. მის შესაქმნელად 100 მეტრი წვრილი თოკი დაიხარჯა.

  • ოლგა ზიემსკა (აშშ-პოლონეთი). „უძრაობა მოძრაობაში“ (Stillness in Motion)
    ოლგა ზიემსკა კლივლენდში (ოჰაიო) ცხოვრობს, მაგრამ თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების სერიის Matka-ს („დედა“) კეთება პოლონეთის ქალაქ ორონსკოში დაიწყო. ქანდაკების პირველი ვერსია ტირიფის წკნელებით 2003 წელს შექმნა და ღია გალერეაში მდებარეობდა. ფოტოზე გამოსახულია Stillness in motion: The Matka Series #2 (2012), ის ბამბუკისგან არის შესრულებული და ქალაქ ვონგოლში (სამხრეთ კორეა) მდებარეობს.

  • დანიელ ზირინგი და მარიო შუ (გერმანია). „ხის ლევიტაცია“
    ეს ნამუშევარი პოტსდამის (გერმანია) გარეუბანშია . მხატვრებმა ხეს ჯერ საკვები აპკი შემოახვიეს და შემდეგ საღებავებით შეღებეს.

  • ენდი გოლდსუორსი (დიდი ბრიტანეთი). „მოღუნული ტოტები ლოდის გარშემო“
    მდებარეობს ვუდი კრიკში, კოლორადო (Curved sticks surround a river boulder in Woody Creek, Colo).  2006 წლის ნამუშევარი.
    გოლდსუორსი, დაახლოებით, ერთნაირი ფორმის ანდა ფერის ბუნების ობიექტების შეგროვებით არის გატაცებული და მათ მოწესრიგებულ სახეს აძლევს.

  • საიმონ ბეკი (დიდი ბრიტანეთი)
    საიმონ ბეკი თავის ნახატებს თოვლში ფეხით ქმნის და, როგორც წესი, სახელს არ არქმევს. ეს ნამუშევარი, სახელად Marlou 41, რიგით 41-ეა და ავსტრიაში, მარლოს ტბაზეა შექმნილი.

  • ნიკოლოზ პოლისკი (რუსეთი), „ბობური“
    22-მეტრიან ინსტალაციას სახელი  პარიზის ბობურის რაიონის პატივსაცემად უწოდეს. ამ რაიონში თანამედროვე ხელოვნების ცნობილი მუზეუმი - პომპიდუს ცენტრი მდებარეობს. სკულპტურა ცენტრის არქიტექტურის ალუზიაა. 

  • ელი დევისი (დიდი ბრიტანეთი), „წამოდი ჩემთან ერთად“ (Come with me)
    Come with me ცხრა ნამუშევრისგან შემდგარი სერიაა, რომელიც დევისმა 2011 წელს შექმნა. ეს ბუნებრივ ლანდშაფტში გადარგული, ამ ლანდშაფტისთვის უჩვეულო ელემენტებისგან აწყობილი „ბილიკია“.

  • სტენ ჰერდი (აშშ). „ამელია ერჰარტი“ (Amelia Earhart)
    მფრინავი ქალის ამელია ერჰარტის გიგანტური პორტრეტი 1997 წელს ატჩისონის (კანზასი) მახლობლად მინდორში „დაირგო“. ატჩისონი ერჰარტის მშობლიური ქალაქია. 1997 წელს დედამიწის ირგვლივ თვითმფრინავით ამელიას ტრაგიკული მოგზაურობიდან 60 წელი შესრულდა. თავის ნამუშევრებში ატჩისონი როგორც მებაღის (რგავს ბუჩქებს და ხეებს), ისე მოქანდაკის (გამოსახულების ნაწილს ქვით აფორმებს) ხელობას იყენებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?