ნივთები, რომლებსაც თქვენს სახლში უბედურება ან იღბალი მოაქვს

საკნატუნო ამბები

13 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

ყველაზე უბედური და ბედნიერი ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება სახლში გქონდეთ, მთელ მსოფლიოში გავრცელებული სხვადასხვა ცრურწმენის მიხედვით არის შედგენილი... 

კაქტუსი



ეს დღევანდელ ინტერიერში ყველაზე გავრცელებული მცენარეა. ის შეიძლება თქვენც გქონდეთ სახლში. ფენ-შუის სპეციალისტების მიხედვით, ვარდის გარდა, ყველა ეკლიან მცენარეს სახლში ნეგატიური ენერგია და უიღბლობა მოაქვს.


მკვდარი ან გამხმარი მცენარეები



თქვენს სახლში ყვავილი გახმა? ანდა იქნებ ცოცხალი კომპოზიციის მოვლა დაგავიწყდათ? არქიტექტურის ინდურ მეცნიერება Vastu Shastra-ს მიხედვით, თქვენს სახლში მცენარეთა ფოთლებს გახმობის საშუალება არ უნდა მისცეთ - ეს ძალიან ცუდ ნიშნად მიიჩნევა.


მწვანე კედლები



ვიდრე საკუთარ სახლში კედლების ღებვას მწვანე ფერის სხვადასხვა ტონებით დაიწყებდეთ, იცოდეთ, რომ ბრიტანეთსა და აშშ-ში ეს უბედურების ნიშნად ითვლება. საქმე ის არის, რომ თავის დროზე მწვანე საღებავის მისაღებად დარიშხანს იყენებდნენ, რომელიც სითხესთან შეხებისას მომწამვლელ აირებს უშვებდა.


საქანელა სავარძელი



ირლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ცარიელი საქანელა სავარძელი სახლში ბოროტ სულებს იწვევს. მასზე ყოველთვის რაიმე უნდა იდოს. თუკი სავარძელი თავისით შექანდა, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი სულები უკვე თქვენს სახლში არიან.


ძველი კალენდარი



უკვე დიდი ხანია დროა, ძველი კალენდარი მოხსნათ კედლიდან. ბევრი ცრურწმენის მიხედვით, მუდმივად არასწორი წლის, თვის ანდა დღის დანახვა წარსულს ზედმეტად გვახსენებს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. მეტიც, შეიძლება ის შეამციროს კიდეც.


შავი კარი



ფენ-შუის მიხედვით, სამხრეთისკენ გამავალი შავი კარი სახლში უბედობას ეპატიჟება. მაგრამ ეს არ ეხება ჩრდილოეთის მხარეს გამავალ შავ კარს.


ამ ნივთებს გარდა, არის ისეთებიც, რომლებიც მფლობელისა და სახლის ენერგეტიკაზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს. თუკი ამგვარ ნივთს შეიძენთ, მაშინ ფულადი ნაკადი გაგიძლიერდებათ. რა ნივთებია ეს?


თიხის ჭურჭელი



თიხა ძალიან ძლიერი ბუნებრივი მასალაა. ის შემოსავლისა და ხვავის სიმბოლოა. თუკი თქვენ თიხის ქოთანს, ჭიქას ანდა დოქს მუდმივად იყენებთ, მაშინ ის შეძენილის შენარჩუნებასა და ავი თვალის აცილებაში დაგეხმარებათ.


ფულის გამოსახულება



ენერგეტიკული ველი საჭირო ვალუტაზე აეწყობა, თუკი სახლში გაქვთ სურათები, ნახატები ანდა ინსტალაციები ფულის გამოსახულებით. ისინი სიმდიდრის სიმბოლოა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ფული, ძვირფასეულობა და ასევე, მათი გამოსახულებები საძინებელში არ უნდა შეინახოთ... ორი სხვადასხვა ენერგეტიკის გაერთიანება თქვენს შეგრძნებებზე უარყოფითად აისახება.


წყლიანი ჭურჭელი



აკვარიუმი, სახლის დეკორატიული ჩანჩქერი, წყლის საათი - ეს ფულის ძლიერი მაგნიტებია. ფინანსური ენერგია ძლიერ წააგავს წყლის ენერგიას. სახლში წყლიანი ჭურჭლის ქონით შეგიძლიათ ფულადი წყაროს აქტივაცია გამოიწვიოთ. ჩააგდეთ მასში ანდა დადეთ მის გვერდით რამდენიმე მონეტა.


ხორბლის თავთავები



ხორბალი ყოველთვის სიმდიდრის სიმბოლო იყო, რადგან  ჩვენი წინაპრების სიცოცხლე და შეძლებაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მოსავლის რაოდენობაზე. დღეს მარცვალი აღარ უკავშირდება მაძღარ ცხოვრებას, მაგრამ სიმდიდრის სიმბოლოდ მაინც რჩება. იმისთვის, რომ სახლში ფული და იღბალი არ გამოილიოს, სამზარეულოში მწიფე თავთავების კონა უნდა დაკიდოთ.

ოქროს სამკაული



ოქრო - ეს ფუფუნებისა და სიმდიდრის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ამ ლითონის ძლიერი ენერგია არა მხოლოდ აღადგენს ფულად ნაკადებს, არამედ საგრძნობლად გააძლიერებს მათ. სიმდიდრის მოსაზიდად, დაგროვილ ფულთან ერთად, ოქროს ნივთებიც შეინახეთ. ოქროს სამკაულები მაშინ გაიკეთეთ, როცა დიდი ფულადი თანხის მოთხოვნილება გექნებათ. არ უნდა დაგავიწყდეთ ფულადი რიტუალებიც, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიუხვესა და სიმდიდრეს მოიტანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?