თმა სხეულზე: უნდა გავიპარსოთ თუ არა?

საკნატუნო ამბები

13 სექტემბერი 16:00, 2017 წელი

რაში გაუმართლათ ქერებს, რატომ ვგავართ შიმპანზეს იმაზე მეტად, ვიდრე გვგონია და რა ითვლება ჩვენს თმოვან გარსში ატავიზმად და რა - არა.

ადამიანს თმა მთელი სიცოცხლის მანძილზე ეზრდება, თანაც ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირი სიჩქარით - დაახლოებით 1 სმ თვეში. ანუ თეორიულად 85 წლის ქალი შეიძლება ათმეტრიანი ნაწნავის მფლობელი იყოს, თუმცა...


თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია ასაკზე და, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, წელიწადის დროზე. ყველაზე სწრაფად თმა 16-24 წლის ასაკში, ზამთარში, ზაფხულში და კიდევ ძილისას იზრდება. ამასთანავე, თმის ღერები მუდმივად ცვივა, განსაკუთრებით შემოდგომაზე - 60 ცალი დღეში, გაზაფხულზე - 45 ცალი, ზამთარსა და ზაფხულში - 20 და 25 ცალი დღეში, შესაბამისად.


ყველა ადამიანს თავზე თმის ღერები სხვადასხვა რაოდენობით აქვს. ეს სწორედაც რომ გასაგებია, მაგრამ აი, რა არის საინტერესო:
თმის რაოდენობით რეკორდსმენები ფერფლისფერთმიანები არიან - 200 000 ღერი.
მეორე ადგილს ქერები იკავებენ - 150 000, მესამეს წაბლისფერთმიანები -110 000, მეოთხეს შავთმიანები - 100 000, აი, ჟღალთმიანები კი, მიუხედავად რაპუნცელის სილამაზისა, ამ მხრივ, ყველაზე უფრო დაჩაგრულები არიან - მათ მხოლოდ 90 000 ღერი თმა აქვთ თავზე.


რისთვისაა საჭირო თმა თავზე? რა თქმა უნდა, უპასუხებთ, რომ სილამაზისთვის, მაგრამ ეს პასუხი არასწორია. პირველი ადამიანი, როგორც ამჟამად არის მიჩნეული, აფრიკაში გაჩნდა, ამიტომაც ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქოჩრის დანიშნულება მზისგან დაცვა იყო, რათა თავი არ გადახურებულიყო. სწორედ ამ მიზეზის გამო ნეგროიდებს ხშირი და დატალღული შავი თმა აქვთ.


გრძელი თმა ჩვენს წინაპარს შორეულ წარსულში, ხშირი ტროპიკული ტყეებიდან სავანაში გამოსვლის შემდეგ (6-7 მილიონი წლის წინათ) განუვითარდათ. სწორედ მაშინ დაიწყეს მათ ორ ფეხზე სიარული. აფრიკულ სავანაში მზისგან თავს ხის ჩრდილს ვეღარ შეაფარებდნენ, ამიტომაც მცველად საკუთარი „ვარჯი“ მოევლინათ. აი, სხეულზე თმა კი ჩვენს წინაპარს უფრო თხელი და მოკლე გაუხდა, რათა სხეული არ გადახურებულიყო.


ასეთივე დამცავი ფუნქცია აქვს თმას თვალების გარშემო. წარბები იცავს თვალებს ოფლის, წვიმისა და ქარისგან. იმავდროულად კომუნიკაციის კარგი საშუალებაც არის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა. წამწამები და თმები ცხვირსა და ყურებში ჩვენს ლორწოვან გარსს მტვრისა და ჭუჭყისგან იცავს. სტატისტიკამ უკვე გამოთვალა, რამდენი ღერისგან შედგება ჩვენი წარბები და წამწამები - საშუალო რიცხვი, შესაბამისად, 600-ს და 400-ს შეადგენს.



მაგრამ რა ვუყოთ თმებს საზარდულსა და იღლიებში? ის დარჩა და დიდხანს მოჰქონდა ჩვენთვის სარგებლობა: მსგავს ადგილებში თმა ოფლის გამოყოფას აძლიერებდა და ბაქტერიების გამრავლებას უწყობდა ხელს. შესაბამისად, იზრდებოდა სუნიც. სწორედ სუნით პოულობდნენ ერთმანეთს ჩვენი წინაპრები. სუნი ჩვენთვის ახლაც აუცილებელია, თუმცა ახლა ჩვენ ვარდისა და მუშკის სურნელი გვირჩევნია, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. რაც შეეხება „გაპარსვას“ ანდა „არგაპარსვას“, კაცებისგან განსხვავებით, ქალებისთვის ეს საკითხი ცალსახად გადაწყვეტილია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?