შუა საუკუნეების ევროპის 5 ლეგენდარული ხმალი

საკნატუნო ამბები

14 სექტემბერი 19:00, 2017 წელი

ხმალი მხოლოდ იარაღი არ არის. ის მფლობელის სტატუსისა და ძალაუფლების სიმბოლოცაა. ხმლებს ხშირად საკუთარი სახელები და ბიოგრაფიებიც კი აქვს. დღეს შუა საუკუნეების განთქმული ხმლებისა და მათი მფლობელების შესახებ გიამბობთ.

ესკალიბური


ესკალიბური და „ქვაში ხმალი“, რომელზეც ცოტა ქვემოთ გესაუბრებით, ხშირად ერევათ ერთმანეთში. ლეგენდის მიხედვით, ესკალიბური, იგივე კალიბურნი, ბრიტების ლეგენდარულ მეფე არტურს ეკუთვნოდა, რომელიც ისტორიკოსებისთვის არანაკლები გამოცანაა. ზოგი ისტორიკოსის აზრით, ეს ერთი ხმლის ორი სახელია, ზოგი კი მათ სხვადასხვა ხმლებად მიიჩნევს.

ბრიტების ლეგენდარული ბელადი, დაახლოებით, V-VI საუკუნეებში ცხოვრობდა. ეპოსი მეფესა და მის ქვეშევრდომებზე საკმაოდ ვრცელია და გმირული თავგადასავლების მთელ სიას შეიცავს: ლამაზი ქალბატონების დახსნა, საზარელ გველეშაპთან ბრძოლა, წმინდა გრაალის ძებნა და, უბრალოდ, იღბლიანი სამხედრო კამპანიები. რა თქმა უნდა, არტურის მსგავს გამოჩენილ პიროვნებას არ შეიძლებოდა უბრალო ხმალი ჰქონოდა: გარდა ბრწყინვალე ტექნიკური მახასიათებლებისა (რაც ე.წ. ბნელი საუკუნეებისთვის უკვე მიღწევა იყო), ხმალს ჯადოსნურ თვისებებსაც მიაწერდნენ.


ხმლის ლათინური სახელწოდება, სავარაუდოდ, ვალიური Caledfwlch: caled-ისა („ბრძოლა“) და bwlch-ის („დარღვევა, განადგურება“) შეერთებით მიიღეს. ეპოსის მიხედვით, მეფე არტურმა ესკალიბური ქვიდან ამოიღო და ამით ტახტზე საკუთარი უფლება დაამტკიცა. ამისგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, მეფემ ესკალიბური ჯადოქარ მერლინისა და ტბის იდუმალი ქალწულისგან იმ ხმლის სანაცვლოდ მიიღო, რომელიც სერ პელინორთან ბრძოლისას დაკარგა. ხმალს ქარქაშიც ჯადოსნური ჰქონდა - ის მფლობელის ჭრილობების შეხორცებას აჩქარებდა. სიკვდილის წინ არტურმა ისურვა, რომ ესკალიბური კვლავ ტბაში ჩაეგდოთ და ამით მისი პირველი მფლობელისთვის დაებრუნებინათ.


მართლაც, ბნელი საუკუნეების ეპოქის ბევრ ხმალს პოულობენ ტბებისა და სხვადასხვა წყალსატევების ფსკერზე. ეს ფაქტი არქეოლოგებს უფლებას აძლევს, ივარაუდონ, რომ იმ დროს დაღუპული მეომრის ხმლის წყალში ჩაძირვის რიტუალი არსებობდა.

ხმალი ქვაში


მეფის მიერ ტახტზე საკუთარი უფლების დასამტკიცებლად კლდეში ჩარჭობილ ხმალს თავისი საინტერესო ახლობელი ჰყავს, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. საუბარი ეხება იტალიურ სალოცავ მონტე-სიეპში არსებულ ლოდს და მასში ჩარჭობილ ხმალს. მისი მფლობელი ლეგენდარული მეფე კი არა, XII საუკუნეში მცხოვრები რაინდი გალიანო გვიდოტი გახლდათ. მის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: გვიდოტი, ისევე როგორც რაინდების ნაწილი, საკმაოდ თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ ამ ხეპრე და უხეშ რაინდს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და რაინდობაზე უარის თქმა და ბერად აღკვეცა მოსთხოვა. ამის საპასუხოდ რაინდმა სიცილით უპასუხა, რომ ბერად შედგომა მისთვის ისევე ადვილია, როგორც ლოდის გაპობა. და მართლაც, უახლოეს ლოდს ხმალი დაჰკრა და გაოცდა: ხმალი ქვაში ისევე ადვილად ჩაესო, როგორც დანა კარაქში. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გალიანო იძულებული გახდა, სიტყვა შეესრულებინა და ბერად შედგა. ის შემდგომ წმინდანადაც კი შერაცხეს.


რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით, ლეგენდა არ ტყუის: ლოდიც და მასში ჩასობილი ხმლის ასაკიც, დაახლოებით, ემთხვევა რაინდის ცხოვრების პერიოდს.


დიურენდალი


დიურენდალი - ეს კიდევ ერთი ხმალია ქვაში. მისი მფლობელი როლანდი იყო - რეალურად არსებული რაინდი, რომელიც შემდგომში მრავალრიცხოვანი საგისა და ბალადის გმირი გახდა. ლეგენდის მიხედვით, ქალაქ როკამადურში მდებარე ნოტ-დამის სალოცავის დაცვისას მან თავისი ხმალი მოისროლა, რომელიც კლდეში გაჩხერილი დარჩა.


უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც სალოცავის ახლოს კლდიდან ხმალია ამოჩრილი. ბერების მხრიდან გაპიარებულმა ლეგენდამ დიურენდალის შესახებ სალოცავს მთელი ევროპიდან ბევრი მომლოცველი შესძინა.


მეცნიერები ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ. მათი აზრით, ეს ხმალი როლანდის ლეგენდარული დიურენდალი არაა. ჯერ ერთი, დიურენდალი ქალის სახელია და, ბანალური ლოგიკის მიხედვით, გმირი რაინდი ასეთ ძვირფას და საოცნებო იარაღს ასე ადვილად არ მოისროდა. მეორეც, ქრონოლოგია მოიკოჭლებს: კარლოს დიდის ერთგული ვასალი 778 წლის 15 აგვისტოს რონსევალის ხეობაში ბასკებთან ბრძოლისას დაიღუპა. როკამადური რონსევალიდან კი რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.


ხმალზე პირველი ცნობა უფრო მოგვიანებით გაჩნდა - XII საუკუნის შუა ხანებში. დაახლოებით, იმ დროს, როცა საქვეყნოდ ცნობილი „სიმღერა როლანდზე“ შეიქმნა. სალოცავთან არსებული ხმლის ნამდვილი მფლობელი ჯერაც დაუდგენელია: 2011 წელს ის ქვიდან ამოიღეს და პარიზის შუა საუკუნეების მუზეუმში გადაგზავნეს.

უოლესის ხმალი


უშველებელი ორლესური მახვილი სერ უილიამ უოლესს ეკუთვნოდა, რომელიც ინგლისელების წინააღმდეგ მებრძოლ მთიელ შოტლანდიელებს ხელმძღვანელობდა. სახელგანთქმული რაინდი 1270-1305 წლებში ცხოვრობდა და, როგორც ჩანს, ღონიერი მეომარი იყო. ხმლის სიგრძე 163 სანტიმეტრია, ხოლო წონა 2,7 კილოგრამს აღწევს. ეს საკმაოდ ძლიერი იარაღი მფლობელისგან გარკვეულ მოხერხებასა და ყოველდღიურ ვარჯიშს ითხოვდა. საერთოდ, შოტლანდიელებს ორხელა ხმლები ძლიერ მოსწონდათ. ჯერ მარტო მათი კლეიმორი რად ღირს, რომელიც გარკვეულ ისტორიულ პერიოდში შოტლანდიის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა.


ასეთი დიდი იარაღისთვის ქარქაშის დამზადება ადვილი საქმე არ იყო და მასალაც საკმაოდ უჩვეულო გამოიყენეს. სტერლინგის ხიდზე ბრძოლის შემდეგ, სადაც ხმალმა და მისმა პატრონმა საქვეყნო სახელი მოიხვეჭეს, მახვილმა ადამიანის ტყავისგან დამზადებული ქარქაში და სამხარიღლივე მიიღო. ტყავის პატრონი ინგლისის სამეფოს ხაზინადარი ჰიუ კრესინგემი იყო, რომელიც „შოტლანდიელებს გადასახადებით სამპირ ტყავს აძრობდა და ამიტომ შესაბამისი პასუხიც მიიღო“. მეცნიერები დღემდე დაობენ ისტორიული რელიკვიის ავთენტურობის შესახებ. საქმე ის არის,რომ მეფე იაკობ IV შოტლანდიელმა თავის დროზე ხმალს ახალი ტარი უსახსოვრა და ძველი გაფორმებაც შეუცვალა, ამის გამო მისი ისტორიული ნამდვილობის დადგენა საკმაოდ გაძნელებულია.

ულფბერტი



ულფბერტი - ეს ერთი ხმალი კი არა, შუა საუკუნეების კაროლინგული ტიპის ხმლების ერთობაა, რომლებსაც IX და XI საუკუნეებით ათარიღებენ. განსხვავებით თავისი ლეგენდარული მოძმეებისგან, მას ჯადოსნურ თვისებებს არ მიაწერენ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადრეული შუა საუკუნეების ეს მახვილები არა მხოლოდ მასიურობით, არამედ დამზადების უაღრესად მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა. მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო დამღა +VLFBERHT+ .


იმ დროში ევროპული ხმლების უმეტესობა ე.წ. „ცრუ დამასკურის“ პრინციპით მზადდებოდა: დაბალნახშირბადული ფოლადისგან ნაჭედი, წიდის მაღალი შემცველობის მქონე ხმლები მხოლოდ გარეგნულად ჰგავდა დამასკურს. ვიკინგები, რომლებიც, ყველაფერთად ერთად, საზღვაო ვაჭრებიც იყვნენ, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ყიდულობდნენ ნამდვილ დამასკურ ფოლადს, რომელიც უფრო მტკიცე და საიმედო იყო. შუა საუკუნეებისთვის ეს სამჭედლო საქმეში ნამდვილი გარღვევა იყო, ამიტომაც ამგვარი ხმლები ძალიან ძვირად ფასობდა: მსგავსი სიმტკიცის იარაღის მასობრივი წარმოება ევროპაში მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?