ბლანკი მეგობარ-ენთუზიასტებთან ერთად მიკროავტობუსს ორი წელი აგებდა. 1995 წელს ავტობუსი ფარეხიდან გამოაგორეს და ბლანკი მაშინვე კალიფორნიიდან ნიუ-იორკში გაემართა. ნიუ-იორკში ის ნახევარი წელი ჩარჩა: ხალხი მის მიკროავტობუსთან ფოტოებს იღებდა და ამით ბლანკი ორ კაპიკს შოულობდა.
მიკროავტობუსის ძარაზე ფოტოაპარატები, უბრალოდ, მიწებებული არაა. მაგალითად, რადიატორის ცხაური მთლიანად კომპანია Polaroid-ის იმ აპარატებითაა დამზადებული, რომლებიც კომპანიის შექმნიდან 1993 წლამდეა გამოსული. ამგვარი კოლექციის შექმნა გაცილებით ძნელი იყო, ვიდრე ფოტოავტომობილის შექმნა. ასევეა შედგენილი დიზაინის სხვა ელემენტებიც - ფოტოაპარატები ჯგუფებად არის განლაგებული.
ავტობუსის ერთ-ერთ გვერდზე, ფოტოაპარატების გარდა, ოთხი მოქმედი ტელეეკრანიც არის მოთავსებული - ფანჯრების ადგილას. ხოლო კარებზე ფერადი ფოტოფილტრებით თვალია დახატული.
ავტომობილის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ყველა ფოტოაპარატი მუშა მდგომარეობაშია, უბრალოდ, მისვლა და ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. მაგრამ ბევრი ფოტოაპარატი და მონიტორებიც შიგნით მდებარე მართვის პულტზეა მიერთებული. ფოტოკამერებს ვერ მოხსნი, ისინი სამუდამოდაა მიწებებული. ასე რომ, ფირიან აპარატებში ფირის გამოცვლა შეუძლებელია. ბლანკი ფოტოებს მხოლოდ ციფრული კამერებით „აგროვებს“.
მიკროავტობუსის მეორე ბორტზე ფოტოკამერა Kodak Instamatic-ით უზარმაზარი მოზაიკაა შექმნილი, რომელიც... ფოტოკამერა Kodak Instamatic-ს გამოხატავს. ავტობუსის სახურავზე იმავე კამერებით სიტყვა Smile („გაიღიმე“) წერია.
Camera Van უკვე 20 წელია სხვადასხვა ფესტივალს სტუმრობს და ადამიანებისთვის ბედნიერება და ხალისი მოაქვს.