დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოტოგრაფიულმა საზოგადოებამ საუკეთესო სამეცნიერო ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.
ლიდერთა შორის ლენტური ჭიის პორტრეტი და აფრიკული ანტილოპების ფეხები აღმოჩნდა.
მოვლენათა უმრავლესობა ადამიანის თვალისთვის დამალულია: ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვახერხებთ მიკროსკოპული დეტალების დანახვას, ზოგჯერ კი ცხოველის გარეგნობაში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს.