ტატუირება ადამიანის შინაგან ორგანოებზე კვალს ტოვებს!

საკნატუნო ამბები

18 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

გერმანელმა და ფრანგმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ტატუირების მელანი მთელ სხეულში გადაადგილდება და ლიმფურ კვანძებამდე აღწევს! 

რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტისა (გერმანია) და სინქროტრონული გამოსხივების ევროპული ცენტრის (საფრანგეთი) სპეციალისტებმა
დაამტკიცეს, რომ პიგმენტები და ტოქსიკური მინარევები ორგანიზმში მიკრო და ნანო ნაწილაკების სახით „მოგზაურობს“ და ეს იმ წამიდანვე იწყება, როგორც კი სხეულზე ტატუ დაიხატება.

კვლევის ავტორების განცხადებით, ტატუირების მსურველები ფიქრობენ ოსტატის ხელოვნებაზე და ხელსაწყოების სტერილურობაზე, მაგრამ არ უფიქრდებიან მელნის ქიმიურ შემადგენლობას.
დღემდე ტატუს სალონებში გამოყენებული მღებავი ნივთიერებების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ბევრი მელანი ორგანულ პიგმენტებს, კონსერვანტებსა და მავნე ნივთიერებებს - ნიკელს, ქრომს, მარგანეცსა და კობალტს შეიცავს. 


მელნის ყველაზე უფრო გავრცელებული შემადგენელი ტექნიკური ნახშირბადი და ტიტანის ორჟანგია. პირველი შავ ფერს იძლევა, მეორე კი - თეთრს. ტიტანის ორჟანგი, ასევე, ფართოდ გამოიყენება საკვებ დანამატებში, მზისგან დამცავ მალამოებსა და საღებავებში. ხშირად ტატუირებაზე თეთრი ფრაგმენტების მფლობელები კანის ქავილსა და გაძლიერებულ მგრძნობელობას უჩივიან.

სპეციალისტებმა ტიტანის ორჟანგი კანსა და ლიმფურ სისტემაში აღმოაჩინეს. ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე ჯერ საბოლოო დასკვნები არ დადებულა.

მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება ლიმფური კვანძების გადიდებამდე და კანის ანთებამდე მიგვიყვანოს.

მეცნიერთა შემდგომი ნაბიჯი ტატუიან ადამიანებზე ხანგრძლივი დაკვირვება და ამგვარი მხატვრობის ხანგრძლივმოქმედი გვერდითი მოვლენების დადგენა იქნება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?