გახდომის წამალი: მიკრონემსებიანი სალბუნი სიმსუქნის წინააღმდეგ (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

20 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

კოლუმბიისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შექმნეს წამლიანი სალბუნი, რომელიც გამოდგება როგორც არასაჭირო ცხიმების დასაწვავად, ისე სიმსუქნითა და დიაბეტით გამოხატული მეტაბოლური აშლილობების წინააღმდეგ.

ადამიანს ორი ტიპის ცხიმი აქვს. თეთრი ცხიმი ზედმეტ ენერგიას ტრიგლიცერიდების წვეთების სახით ინახავს. რუხ ცხიმს ეს წვეთები უფრო მცირე ზომისა აქვს და მეტ მიტოქონდრიას შეიცავს, რომელიც ცხიმებს წვავს და სითბოს გამოყოფს. ახლად დაბადებულებს რუხი ცხიმი მეტი აქვთ, რომელიც მათ დაბალი ტემპერატურისგან იცავს. სამაგიეროდ, მოზრდილების ორგანიზმში ის შედარებით ნაკლებია.


მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ საშუალებას, რომელიც მოზრდილ ადამიანებში თეთრ ცხიმს რუხად გარდაქმნის - ეს ბუნებრივად მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სხეული სიცივეს გრძნობს. ასეთი საშუალება ზედმეტი წონისა და დიაბეტისგან კარგი თერაპია იქნებოდა. მართალია, ამგვარი რამდენიმე წამალი არსებობს, მაგრამ ისინი ან ინექციის ანდა აბების სახითაა და ამიტომაც გვერდითი ეფექტები აქვს.


ახლა ამ პრეპარატებს 250 ნანომეტრის სიდიდის ნანონაწილაკებით გადასცემენ (შედარებისთვის, ადამიანის თმის სისქე 100 000 ნანომეტრია). ნანონაწილაკები ერთი კვადრატული სანტიმეტრის ფართის, მიკროსკოპული ნემსების მქონე სალბუნზე განათავსეს. ისინი უმტკივნეულოდ ხვრეტენ კანს და წამალს ნელ-ნელა უშვებენ კუნთში.


წამლის მიღების ახალი ხერხი მსუქან თაგვებზე გამოსცადეს. თაგვებს სალბუნს მუცლის ცალ მხარეს ოთხი კვირის განმავლობაში ადებდნენ. შედეგად მათ მუცლის ამ მხარეს ცხიმი 20%-ით შეუმცირდათ. ამას გარდა, შეუმცირდათ სისხლში შაქრის შემცველობაც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?