პიროვნების ტესტი

საკნატუნო ამბები

20 სექტემბერი 17:00, 2017 წელი

შეხედეთ სურათებს. აირჩიეთ თქვენთვის მოსაწონი, ღიმილის მომგვრელი ანდა საოცნებო პეიზაჟი.
არ ეცადოთ, ლოგიკურად გააანალიზოთ არჩევანი. საკუთარ შინაგან ხმას უნდა ენდოთ. ამისთვის ორიოდე წამი სავსებით საკმარისია.

ტესტის შედეგები:


სურათი 1 - შინაგანად ნამდვილი ლიდერი ხართ. თქვენ მრავალმხრივი ნიჭი გაქვთ. ძლიერი და მხნე პიროვნება ბრძანდებით. ფენომენალური ერთგულება გახასიათებთ, რაც ფანტასტიკურ ძალას გძენთ. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი პასუხისმგებლობა იკისროთ, რაც მხოლოდ ნამდვილი ლიდერების თვისებაა. თუმცა ზოგჯერ უეცარი ვარდნა და გულგატეხილობაც გახასიათებთ.

სურათი 2 - მხიარული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, თუმცა ხშირად რეალობის გრძნობა გღალატობთ და რაიმეს მიღწევის უნარს კარგავთ. როცა ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს აწყდებით, თითქოს ხელ-ფეხის გარეშე რჩებით... მატერიალური პრობლემები თქვენს გონებას ძალიან თრგუნავს. ამ დროს თავი ხელში უნდა აიყვანოთ და პიროვნულ განვითარებაზე იზრუნოთ.

სურათი 3 - გულჩათხრობილი ადამიანი ხართ, თუმცა ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებთ. როცა ვინმეს საკუთარ განცდებზე ესაუბრებით, თითქოს ნესტიანი მიწისა და აკლდამის განცდას ტოვებთ. ამის მიუხედავად, იმის კეთება, რაც მოგწონთ, კარგად გამოგდით. თქვენ ხართ: ადამიანი-სიმკაცრე, ადამიანი-სინანული, ადამიანი-მარტოობა.


სურათი 4 - სოციალურად აქტიური ადამიანი ხართ. თქვენთვის მეგობრების გაჩენა ადვილია. მოგწონთ, როცა ვინმეს აღფრთოვანებას იწვევთ და არ მოგწონთ, როცა ვინმე გაკრიტიკებთ. ლოგიკურად კარგად აზროვნებთ, თქვენი სამუშაო კი ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. ბედნიერი ხართ, როცა კარგად მიდის საქმეები და მტკივნეულად განიცდით ვითარების ნებისმიერ დაძაბვას. 

სურათი 5 - თქვენ დაუკმაყოფილებელი ინტელიგენტი ხართ. მუდმივად ცდილობთ, სიტუაცია თქვენი გაგებით კარგისკენ შემოაბრუნოთ. საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს კი ყოველთვის სხვაში ეძებთ. კონფლიქტებისა და კამათის წინააღმდეგი ხართ, რადგან ჩხუბი არ იცით და საკუთარი ღირსების შებღალვას უფრთხით.

სურათი 6 - თქვენ ეგზოტიკის მოყვარული ადამიანი და ხელმარჯვე ოსტატიც ხართ. წყნარი და გაწონასწორებული, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული. იცით, რა არის კარგი და რა - ცუდი. გირჩევნიათ, გქონდეთ ცოტა და იყოთ მშვიდად, ვიდრე - ბევრი და აფორიაქებული ყოფის სანაცვლოდ.  
როცა რაღაცას ქმნით, ქმნით საფუძვლიანად და საშვილიშვილოდ, მაგრამ ვერ აკეთებთ იმას, რაც გულით გსურთ, რადგან „ფრენა“ არ იცით.


სურათი 7 - თქვენ მეოცნებე ხართ. ცოტათი - ინტროვერტი. გიყვართ მარტოობა, არ გიყვართ ჩოჩქოლი და ხმაური. აფასებთ საკუთარ პირად სივრცეს, მალავთ საკუთარ გრძნობებს. განსაკუთრებით მათთან, ვისთვისაც გულის გადახსნას არასდროს დააპირებთ. რომანტიკოსიც ხართ. თქვენ კარგად იცით, როგორი დაუნდობელია ზოგჯერ სამყარო. გიყვართ ადამიანთა დახმარება და ამით სიამოვნებას იღებთ.

სურათი 8 - თქვენ ოფისის მუშაკი ხართ, რომელსაც შვებულებისას ექსტრემი უყვარს. ძალიან კრეატიული გონება გაქვთ. ყოველთვის შთაგონებული და სიცოცხლით სავსე ხართ. შეგიძლიათ ძნელი დავალებების შესრულებაში სხვები მარტივად გამოიყენოთ. გაქვთ ლიდერობის რაღაც ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით კომერსანტის შესაძლებლობებს ვერ სცდებით.

სურათი 9 - თქვენ ჭკვიანი და ლამაზი ხართ და მოგწონთ, როცა ამას გეუბნებიან, განსაკუთრებით - საპირისპირო სქესი. მეგობრული ხართ და გიყვართ, როცა ამას აღნიშნავენ. კარგი გემოვნება გაქვთ. შესანიშნავად გამოგდით დიალოგი და ნებისმიერ ღონისძიებაზე სასურველი სტუმარი ხართ. იმისთვის, რომ ასეთი უნიკალური იყოთ, არავითარი ძალისხმევა არ გჭირდებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?