რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როცა ხანგრძლივად არ აქვს სექსი?

საკნატუნო ამბები

23 სექტემბერი 23:00, 2017 წელი

სექსი ისეთივე საბაზო მოთხოვნილებაა, როგორც საკვების მიღება. შეიძლება, თქვენ კონსერვატორი ხართ და საპირისპირო აზრი გაქვთ, მაგრამ - ეს გონებაა, რეგულარული სექსის გარეშე კი თქვენს სხეულშიც დაიწყება უჩვეულო და ერთი შეხედვით აუხსნელი ცვლილებები.

ეროტიკული სიზმრები თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება

თქვენი ტვინი არა მხოლოდ თქვენს შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი, არამედ თქვენს სიზმრებზეც.
საინტერესო ფაქტია: სიზმრებზე პასუხისმგებელნი არიან ის ქიმიური ნივთიერებები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიგებთ, რომ ჯანმრთელი და ბედნიერები ვართ.
თუკი თქვენს ორგანიზმს სექსი არ ჰყოფნის, მაშინ ტვინი მოძებნის საშუალებას, რათა ამის შესახებ შეგატყობინოთ. ტვინის ერთ-ერთი გზავნილი ფერადი ეროტიკული სიზმრები იქნება.

 


უსექსოდ თავდაჯერებულობას დაკარგავთ

აწყობილი სქესობრივი ცხოვრება თქვენს თავდაჯერებულობას საგრძნობლად აამაღლებს.
როგორ ხდება ეს?
ინტიმური კავშირისას ადამიანის ორგანიზმი დოფამინს გამოიმუშავებს - ჰორმონს, რომელიც თქვენს კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც სექსუალურად აქტიური ადამიანები, სხვებთან შედარებით, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს.
თუკი დოფამინის დონე ორგანიზმში დაბალია, თქვენ თავდაჯერებულობას კარგავთ და მოუხერხებელი ხდებით.



სტრესის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდებით

ნებისმიერი წვრილმანი ადვილად გამოგიყვანთ მდგომარეობიდან. გარშემომყოფთათვის უფრო აგრესიული გახდებით და როგორც კი რამე გეგმის მიხედვით არ წავა, მთელ ბრაზს მათზე გადმოანთხევთ. საბოლოო ჯამში, სექსუალური აქტივობის არქონა თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც იმოქმედებს.
დიდი ალბათობით, ეროტიკულ სიზმრებთან ერთად, შეგაწუხებთ უძილობა, თავის ტკივილები და უმადობა. შეგიძლიათ, ეს მძიმე სამუშაოს დააბრალოთ, მაგრამ განა უფრო ეფექტური არ იქნება საკუთარ სხეულს დაუჯეროთ და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოთ?


თქვენი იმუნიტეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება

იმუნური სისტემა გიცავთ დაავადებებისგან და ებრძვის იმ ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმში შემოჭრას ცდილობს. სექსის დროს თქვენს სხეულში იმუნოგლობულინის დონე მატულობს - ეს ანტისხეულები ებრძვის ვირუსებს და, შესაბამისად, თქვენი ორგანიზმის დაავადებებისადმი მდგრადობა მატულობს.







3 წონადი არგუმენტი რეგულარული სექსისთვის

ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალის კვლევის შედეგებით ხნიერი წყვილები, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან, თავის ასაკთან შედარებით 5-7 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში სამჯერ განიცდიან ორგაზმს, დაავადების შედეგად გარდაცვალების შანსი 50%-ით უფრო ნაკლები აქვთ.


სხვათა შორის, სექსი ბუნებრივი და მარტივი წამალია მენსტრუალური სპაზმების საწინააღმდეგოდ და ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატს ჯობია. სექსი საშვილოსნოს კუნთებს მოადუნებს და ამით ტკივილსა და დისკომფორტს მოხსნის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?