სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი მაშველებს ნანგრევებში ადამიანთა ძებნაში ეხმარებოდა. ეს ფრიდასთვის პირველი მიწისძვრა არ ყოფილა. ის სამაშველო სამუშაოებში ადრეც მონაწილეობდა.
სექტემბერში ქალაქ ოაჰაკაში ფრიდამ რამდენიმე ათეული ადამიანი გადაარჩინა. მათგან 12 მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფრიდას მწვრთნელების განცხადებით, ძაღლი ძალიან ენერგიული და მოსიყვარულეა.