თქვენი აზრით, რამდენი ადამიანია საჭირო ავტომობილის უსაფრთხო მართვისთვის?

საკნატუნო ამბები

26 სექტემბერი 17:00, 2017 წელი

ორთქლის ავტომობილების ხანაში მიიჩნევდნენ, რომ - არანაკლებ სამი. გთავაზოთ საინტერესო ფაქტებს ტრანსპორტის არანაკლებ საინტერესო ისტორიიდან...

საფეხმავლო ზონა
პირველი ტროტუარები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში იყო ცნობილი.
თურქეთის ტერიტორიაზე ქალაქ კიულტეპეში ქვით მოკირწყლული უძველესი ტროტუარები აღმოაჩინეს.

რომი: ფეხით მოსიარულეთა ქალაქი
იულიუს კეისარმა რომში, დღის საათებში კერძო ბორბლებიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. მოქალაქეებს ქალაქის საზღვრამდე ფეხით ანდა ტახტრევნით უნდა მიეღწიათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადამსხდარიყვნენ ეტლში ანდა ურემზე.




ერთი წესით

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა ცინ შიჰუანდიმ დადგენილი სიგანის სახელმწიფო გზების მშენებლობის ბრძანება გასცა. ეტლების ღერძებიც დადგენილი სიგრძისა და ერთნაირი სტანდარტის უნდა ყოფილიყო.



სამეფო ნება
1686 წელს მეფე პედრო II-მ გამოსცა ბრძანება, რომელიც ლისაბონის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობას აწესრიგებდა. სახლების კედლებზე მიკრული ფირნიშები პრიორიტეტის ნიშნების წინამორბედი იყო. ერთი ამგვარი ფირნიში სალვადორის ქუჩაზე დღემდე შემორჩა.


სტრიტრეისერები მარხილებით


1683 წლის იანვარში რუსეთის სახელმწიფოში მეფეების ივანე V-სა და პეტრე I-ის სახელით ბრძანებულება გამოვიდა, რომელიც მოსკოვის მცხოვრებლებს ქუჩაში მარხილებით დაუკვირვებელ სიარულს უკრძალავდა. მარხილი უნდა ემართა მეეტლეს და ფეხით მოსიარულეები არ უნდა გაემათრახებინა. 1732 წელს ივანე V-ის ქალიშვილმა, იმპერატორმა ანა იოანეს ასულმა იმ მეეტლეების სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რომლებიც ეტლებსა და მარხილებს სწრაფად მართავდნენ, ფეხით მოსიარულეებს ამათრახებდნენ და ეტლითა და ცხენით ჭყლეტდნენ.



„წითელი ალმის კანონი“
1865 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც თვითმავალ მანქანებს ქალაქის ქუჩებში ყველაზე დიდი - 3,2 კმ/სთ, ხოლო ქალაქგარეთ 6,4 კმ/სთ სიჩქარით უნდა ევლოთ. ამასთანავე, ეკიპაჟი სამ ადამიანს უნდა ემართა. ერთი საჭესთან იჯდა, მეორე საწვავის დონეს ადევნებდა თვალს, ხოლო მესამეს ეკიპაჟის წინ 55 მეტრის დაშორებით, წითელი ალმით ხელში უნდა ევლო და ადამიანები საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა.


უფრთხილდი ველოსიპედს
სხვადასხვა ქვეყანაში ველოსიპედების დანომვრას შეეცადნენ. ასე, მაგალითად, 1894 წელს მოსკოვში ციკლისტები (ასე ეძახდნენ მაშინ ველოსიპედისტებს) დაავალდებულეს, აეღოთ მართვის ნებართვა, სანომრე ნიშნები და დაეყენებინათ ზარი და ფანარი. 

მსოფლიო სტანდარტი
1968 წლის 8 ნოემბერი საგზაო მოძრაობის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. ვენაში გაეროს კონფერენციაზე 32 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საგზაო მოძრაობის, მათ ტერიტორიაზე გავლის, ტერმინების, წესებისა და მართვის უფლების სტანდარტიზაციის შესახებ. ვენის კონვენცია მცირეოდენი ცვლილებებით ახლაც მოქმედია.




აი, ესაა ნომერი!
ავტომობილების პირველი სავალდებულო სანომრე ნიშნები პარიზში 1893 წელს გამოვიდა. სანომრე ნიშანზე რიცხვი, ავტომობილის მფლობელის სახელი და ბინის მისამართი ეწერა.

ხელით მართვა

მსოფლიოში პირველი შუქნიშანი 1868 წელს ლონდონში პარლამენტის შენობასთან დადგეს. მას პოლიციელი მართავდა. ღამით სიგნალებს - გაზის ფარნით, დღისით კი სემაფორის ფრთების მეშვეობით იძლეოდა. გაზის შუქნიშანი ერთ თვეში აფეთქდა. უფრო საიმედო ელექტროშუქნიშნები აშშ-ში 1910 წელს გამოჩნდა.


ნიშნების სისტემა
საგზაო ნიშნების პირველი უნიფიცირებული საერთაშორისო სისტემა 1909 წელს პარიზის კონფერენციაზე შემოიღეს. კონფერენციას 16 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა. შეათანხმეს ოთხი ნიშანი: სარკინიგზო გადასასვლელი, გზაჯვარედინი, სახიფათო მოსახვევი და უსწორმასწორო გზა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?