უქერქო პური და ყინული, რომელიც არ დნება: უჩვეულო კულინარიული ტექნოლოგია (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

26 სექტემბერი 19:00, 2017 წელი

უახლესმა ტექნოლოგიამ პურის ცხობის 5000-წლიანი გამოცდილება თავდაყირა დააყენა. და არამხოლოდ ეს. აღმოჩნდა, რომ შეიძლება თევზის ყინულში შეწვა ისე, რომ ყინული არ გადნება...

ადამიანმა ცხელი საკვების მომზადება მაშინ დაიწყო, როცა ცეცხლის შიშმა გაუარა. საკვებს ჯერ წვავდნენ, შემდეგ ხარშვა ისწავლეს. გაჩნდა ალტერნატიული კულინარიული მეთოდიკები - შებოლვა, ორთქლზე ხარშვა და ასე შემდეგ. კულინარიაში ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური რევოლუცია 1947 წელს მოხდა, როცა ამერიკულმა კომპანია Raytheon-მა ბაზარზე პირველი მიკროტალღოვანი ღუმელის კომერციული ნიმუში გამოუშვა.


მაგრამ საკვების მომზადების აქამდე არსებული ყველა მეთოდი ერთ წესს ემორჩილება. სიმხურვალე პროდუქტის ნაპირიდან შიგნით შედის. ეს თვისება ადამიანებმა წარმატებით გამოიყენეს, მათ შორის პურის ცხობაში და რბილ გულთან ერთად კნაწუნა და გემრიელი ქერქი მიიღეს.


და აი, 2017 წლის აგვისტოში გერმანულმა კომპანია Miele-მ საოცარი ხელსაწყო წარმოადგინა ე.წ. Dialog oven (ქართულად ჯერჯერობით შეგვიძლია „Dialog ღუმელი ვუწოდოთ“, სანამ რაიმე სახელს მოუძებნიან). ახალი ღუმელი M Chef ტექნოლოგიას იყენებს, დაცულია პატენტებით და ჯერ პროფესიული და შემდეგში, ალბათ, საოჯახო კულინარიის მომავალი გახდება.
პირველ პრეზენტაციაზე მზარეულმა ყინულის კუბი აიღო, მასში თევზის ნაჭერი ჩადო, დაახურა ყინულისავე თავსახური და Dialog-ში შედო. რამდენიმე წუთში თევზი მზად იყო - ცხელი და შემწვარი, ყინული კი არ გამდნარა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ცხელ თევზს ეხებოდა.

ეს მიკროტალღოვანი არ არის


ერთი შეხედვით შეიძლება თქვათ, რომ ეს გაუმჯობესებული მიკროტალღოვანია. მაგრამ ეს ასე არაა. მიკროტალღოვანი ღუმელის მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღრმად აღწევს ტალღები პროდუქტში. რაც უფრო დაბალია სიხშირე, მით უფრო ღრმაა შეღწევის სიღრმე.


ჩვეულებრივ ცეცხლი პროდუქტის ზედაპირიდან სიღრმისკენ მიემართება და ამიტომაც გარე შრე უფრო მეტად ცხელდება, ვიდრე შიდა. მართალია მათგან განსხვავებით მიკროტალღები 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე აღწევს, მაგრამ მათ სხვა უარყოფითი თვისება აქვთ - არ შეიძლება ლითონის გამოყენება და საკვები ზედმეტად შრება.


ინჟინრების ამოცანა იყო, შეექმნათ მოწყობილობა, რომელშიც ელექტრომაგნიტური ტალღები მთელ სიღრმეზე შეაღწევდა და, შესაბამისად, პროდუქტი თანაბრად გათბებოდა როგორც გარედან, ისე შიგნიდან. პრობლემა მრავალგვარი არსებობდა. ჯერ ერთი, ყველა პროდუქტს სხვადასხვა სიმკვრივე აქვს და თევზისთვის შერჩეული ტალღის სიგრძე არ გამოდგებოდა ცომისთვის. ამას გარდა, სიხშირეთა უმრავლესობა იკვეთებოდა მობილურის, რადიოს და სხვა მოწყობილობების სიხშირეებთან. Miele ინჟინრებმა ორივე ეს პრობლემა გადაწყვიტეს.




შიგნიდან გარეთ


Miele-ში იძახიან: «ჩვენ კულინარია თავიდან გამოვიგონეთ“. რაღაც დოზით ეს ასეც არის: Dialog სრულიად სხვა უნარებსა და ცოდნას მოითხოვს, რაც ტრადიციული კულინარიისგან განსხვავდება. ეს ღუმელი ელექტრომაგნიტური ტალღების მთელ სპექტრს იყენებს, ცვლის მას საკვების შემადგენლობისა და მომზადების რეჟიმის მიხედვით. ამას გარდა, ის საკვების ტემპერატურასა და გადაცემულ ენერგიას პირდაპირ ზომავს. რაც უფრო ახლოსაა საკვები მომზადებასთან, მით ნაკლებ ენერგიას იღებს ის.



გარეგნულად Dialog ჩვეულებრივ აერღუმელს ჰგავს. ერთადერთი განმასხვავებელი ეს სქელი და გაუმჭვირვალე კარია, რომლის მთავარი დანიშნულება გამოსხივების ეკრანირებაში მდგომარეობს. სხვა განსხვავებები უკვე მომზადების პროცესში ჩნდება. თქვენს თვალწინ მზარეული ღუმელში ხორცს ბოსტნეულის გარნირთან ერთად დებს და ისეთ სიხშირეს ურჩევს, რომელიც მაქსიმალურად მოქმედებს ხორცზე და მინიმალურად გარნირზე. შედეგად ხორცი და გარნირი თანაბრად მომზადდა.


აქვს თუ არა Dialog-ს შეზღუდვა? დიახ, რა თქმა უნდა.
არ არსებობს იდეალური გაჯეტი. ვინაიდან Dialog-ში გამოყენებული სიხშირე მინიმალურად მოქმედებს სითხეზე, ამიტომ მისი მეშვეობით წვნიანის მომზადება უფრო მეტ დროს მოითხოვს.
მეორე შეზღუდვა პროდუქტის თანაბარ გაცხელებას ეხება და ამიტომ ზოგი რეცეპტით კერძის მომზადება შეუძლებელია (მაგალითად, ვერ შეწვავ მწვადს). თუმცა ვნახოთ, იქნებ მომავალში უნივერსალური კულინარული გაჯეტიც გაჩნდეს, რომელიც ყველა ღუმელის თვისებას შეითავსებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?