აირჩიეთ ყელსაბამი და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ!

საკნატუნო ამბები

1 ოქტომბერი 13:00, 2017 წელი

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველა ქალში იმალება პატარა გოგონა და რაღაც მომენტში ყველა ქალს გაურბის თვალი ბრჭყვიალა სამკაულისკენ. ახლა თქვენ წინაშე ექვსი მშვენიერი ყელსაბამია. ერთი აირჩიეთ და შესაბამისი პასუხი წაიკითხეთ.

ყელსაბამი #1
თქვენ ძალიან ქალური ხართ, გიყვართ მაკიაჟი, ლამაზად ჩაცმა და ვარცხნილობის გაკეთება. ბიუჯეტიდან ფულს, პირველ რიგში, ახალი კოსმეტიკის შესაძენად გამოყოფთ და უკვე შემდეგ სხვა დანარჩენისთვის. ასევე, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, მაგრამ ქმარს უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე ბავშვებს.


ჩვენი რჩევა: საკუთარ თავში ამ ძვირფას ხასიათს გაუფრთხილდით! ეცადეთ, არ იყოთ პასიური და ნუ იზარმაცებთ, მაგრამ იმავდროულად ეცადეთ, მშვიდი და გრაციოზული იყოთ.

ყელსაბამი #2
თქვენში თანაბრად თავსდება ემოციები და ბრწყინვალე ინტელექტი. თქვენ ამართლებთ გამოთქმას „ადამიანში ყველაზე სექსუალური მისი სულია". თქვენი სიცოცხლის ყოველ წამს თავისი ფასი აქვს და დროს უფრო ემოციურად განიცდით, ვიდრე სხვა ადამიანი. თქვენ სიძნელეებთან გამკლავებაც შეგიძლიათ. ამასთანავე, ძალიან ორიგინალური აზროვნება გაქვთ. საკუთარი პრინციპების დაცვაც გეხერხებათ.


ჩვენი რჩევა: გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები როგორც საკუთარი, ისე ზოგადად ადამიანთა კეთილდღეობისთვის. არასდროს დაუშვათ პესიმიზმი. თქვენი შინაგანი ბუნება ხომ სრულყოფილებას აღწევს.

ყელსაბამი #3
თქვენ ლაკონიურობასა და მინიმალიზმს ირჩევთ - როგორც ტანსაცმლის სტილში, ისე ცხოვრების წესშიც. სიცოცხლის მოყვარული და აქტიური ხართ, მუდმივ მოძრაობაში იმყოფებით. სწორედ ამიტომ, ასაკის მატების მიუხედავად, მუდამ ახალგაზრდად დარჩებით.


ჩვენი რჩევა: დაიჭირეთ ბალანსი ზედმეტ აქტიურობასა და თვითშემეცნებას შორის.

ყელსაბამი #4
თქვენ ნამდვილი ფერია ხართ! ხელსაქმე გიყვართ. ნაჭრის უბრალო ნაკუწებიდან ბავშვისთვის შესანიშნავი კოსტიუმის შექმნა შეგიძლიათ. აბსოლუტურად ყველაფრისადმი შემოქმედებითი მიდგომა გაქვთ. ოჯახის მამაკაცი გვერდით სწორედ თქვენნაირ ქალს ნატრულობს.


ჩვენი რჩევა: თქვენ პირადი სივრცე გესაჭიროებათ, ვინაიდან შთაგონება სიჩუმეში იბადება. თქვენი ცხოვრებიდან ზედმეტი ადამიანები და ზედმეტი საქმეები გამოდევნეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმეთ.

ყელსაბამი #5
თქვენ ფოლადის ხასიათი და რკინის ნერვები გაქვთ. საკუთარ თავში მმართველობის დაუოკებელ წყურვილსა და მოქმედების საზღვრების გაფართოების სურვილს გრძნობთ. ძალიან მახვილი გონება, ელვისებური რეაქცია და საქმიანი მიდგომა გაქვთ. ადამიანების მიმართ მომთხოვნი ხართ და არცთუ ტყუილად, თქვენ ხომ ცხოვრებისეული გამოცდილებით ხელმძღვანელობთ.

ჩვენი რჩევა: არ იმუშაოთ "გაცვეთამდე", დროდადრო შეისვენეთ. შესვენებისას კი საკუთარი აზრები წესრიგში მოიყვანეთ და ისწავლეთ ჰარმონიის მიღწევა.

ყელსაბამი #6
თქვენ ნამდვილი დღესასწაული ხართ! თქვენი სული მუდმივ მხიარულებას, ფუფუნებასა და ბრწყინვალებას ითხოვს. თქვენი სამოსი ექსტრავაგანტურია, ხოლო სამკაული - ბრწყინვალე. დაუფიქრებლად აფრქვევთ ემოციებს და ეს გამშვიდებთ. კარიერა თქვენთვის პირველ ადგილზე არ არის, მაგრამ სამსახურში არც აუტსაიდერობას ეგუებით.

ჩვენი რჩევა: ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ, თორემ შეიძლება, საყვარელ ადამიანს აწყენინოთ. თუკი შეცდომას დაუშვებთ, ბოდიშის მოხდა არ დაგეზაროთ, ვინაიდან ეს თვისება მხოლოდ დედოფლებს ახასიათებთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?