სხვადასხვა ქვეყნის კრიმინალური ტატუები - რას აღნიშნავენ ისინი?

საკნატუნო ამბები

17 ოქტომბერი 19:00, 2017 წელი

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა - ეს მთელი ცხოვრების წარუშლელი დამღაა, და არამარტო გადატანითი მნიშვნელობით. კრიმინალური საზოგადოების წევრები ერთმანეთს ხშირად ტატუირებით ცნობენ.

იაკუძა, წარმოშობა: იაპონია
იაპონური მაფიოზური კლანების კრებითი სახელი ედოს პერიოდის (XVII-XIX საუკუნეები) აზარტულ მოთამაშეთა და ყაჩაღთა დაჯგუფებებიდან მოდის. მსხვილი კლანები ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თანამშრომლობენ ბიზნესთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, სტიქიური უბედურებების დროს ეხმარებიან კიდეც. იაკუძას ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ფართო ტატუა. მათ ხელით იკეთებენ. ეს ხანგრძლივი, ძვირად ღირებული და მტკივნეული პროცესია. ამიტომაც იაკუძასთვის ტატუ, ყველაფერთან ერთად, სიმამაცისა და გამძლეობის ნიშანიცაა. ყველაფერთან ერთად ტატუ კლანის კუთვნილებისა და რანგის აღმნიშვნელიცაა.


კამორა (Camorra), წარმოშობა: იტალია, კამპანიის ოლქი
ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასაწყისში. 200 წელია, კამორას თავისი კოდექსი და საერთო ხაზინა აქვს. ის იტალიის ყველაზე მრავალრიცხოვანი დანაშაულებრივი სინდიკატია. კამორას ცენტრალიზებული სტრუქტურა არ გააჩნია. კლანები თანასწორუფლებიანები არიან და ხშირად ერთმანეთსაც ებრძვიან. უკვე XIX საუკუნეში კამორასადმი კუთვნილება ტატუთი აღინიშნებოდა. პოპულარულია ტატუ წარწერით Non toccare la mia famiglia („არ შეეხო ჩემს ოჯახს“). ძლევამოსილი ბოსის მარკო დე მიკოს კლანის წევრები მის პატივსაცემად სხეულზე მის თიკუნსაც („ბოდო“) კი იხატავენ.




სტიდა (Stidda), წარმოშობა: სიცილია, იტალია

შედარებით ახალგაზრდა სიცილიური დანაშაულებრივი სინდიკატია. ის 1980 წელს კოზა ნოსტრადან გამოგდებულმა მაფიოზებმა ჩამოაყალიბეს. როგორც წესი, სიცილიის სამხრეთ და ცენტრალურ სასოფლო რაიონებში მოქმედებენ. „სტიდა“ სიცილიურად „ვარსკვლავს“ ნიშნავს. მისი წევრების განმასხვავებელი ნიშანი მარჯვენა ხელზე მწვანე წერტილებით დახატული ვარსკვლავია. წერტილებს i punti della malavita - „დანაშაულებრივი ცხოვრების წერტილები“ ეწოდება.


 


  


ნდრანგეტა (Ndrangheta), წარმოშობა: კალაბრია, იტალია
კალაბრიული მაფიის დამაარსებლები 1860-იან წლებში კუნძულიდან ხელისუფლების მიერ გამოძევებული სიცილიელები იყვნენ. ნდრანგეტას კლანის შიგნით ძალიან ახლო ნათესაური, მათ შორის საქორწილო კავშირებიცაა. კლანში გაწევრიანებას ნათლობას ეძახიან. ყოველ რანგს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს. ნდრანგეტას ტატუ და სტატუსების სახელები ხშირად რელიგიას უკავშირდება. ასე მაგალითად, vangelo („ევანგელია“) რანგს მხარზე ჯვარი შეესაბამება. ასევე, წმინდა მიხეილის გამოსახულებასაც ატარებენ, რომელიც მთელი ნდრანგენტას მფარველად ითვლება.


 


  


რუსული მაფია, წარმოშობა: ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნები
საზღვარგარეთ ასე მოიხსენიებენ პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. ის უამრავი დანაშაულებრივი დაჯგუფებისგან შედგება, რომლებიც ხშირად ერთმანეთს მტრობენ. 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა კრიმინალური და ციხის ელიტა - კანონიერი ქურდები, რომლებიც დანაშაულებრივი სამყაროს წესებს იცავენ. მათი ამოცნობა ტატუთი შეიძლება: გვირგვინიანი არწივი, ჯვრის შიგნით ბანქოს ნიშნები, ჯვარი ვენზელებითა და გვირგვინით. რვაწახნაგა ვარსკვლავები ლავიწის ძვლებთან „ქურდული კანონებით“ ცხოვრების აღმნიშვნელია.


 


                                          
                                            „სომხური ძალა" (Armenian power), წარმოშობა: აშშ,
კალიფორნია


ჩამოყალიბდა 1980 წლისთვის როგორც ლოს-ანჯელესის ქუჩური ბანდა. მისი მოთავეები საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულები იყვნენ. ახლა ის მძლავრი დაჯგუფებაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს ფესვები გადგმული. Armenian power-ს თავისი ახალგაზრდული ფრთაც აქვს - სწორედ ისინი არიან ქუჩის ბანდიტების მთავარი მასა. მაფიოზების განმასხვავებელი ნიშანია ტატუ-წარწერები - Armenian power, AP, AP13 და Armenian pride.


 


 


 


მექსიკური მაფია ლა ემე (La Eme), წარმოშობა: აშშ, კალიფორნია
უძველესი მექსიკური ციხის დანაშაულებრივი ორგანიზაცია აშშ-ში. ჩამოყალიბდა 1957 წელს. ძირითადად, ესპანურენოვან ქუჩის ბანდებს აერთიანებს. ამ მძლავრი მაფიის ნიშანი, რომელსაც განგსტერები ტანზე იხატავენ - ხელისგულის ანაბეჭდია ასო M-ით. „ჩვენ მას სიკვდილის შავ ხელს“ ვუწოდებთ“, - ამბობს ყოფილი მაფიოზი, მეტსახელად ბოქსიორი. ასო M-ს და მის რიგით ნომერს ლათინურ ანბანში - 13-ს იხატავენ სურიენოსები - კალიფორნიის ქუჩის ბანდების განგსტერები, რომლებიც La Eme-ს ემორჩილებიან.


 

 


მექსიკანემი (Mexikanemi), წარმოშობა აშშ, ტეხასის შტატი
La Eme-ს მსგავსად, ისიც ჩამოყალიბდა, როგორც ციხის ბანდა. 1980 წელს ტეხასის შტატში მექსიკელი პატიმრები გაერთიანდნენ, რათა ამერიკელი პატიმრებისგან თავი დაეცვათ. ახლა ის არმიის მსგავსი სტრუქტურის მქონე სინდიკატია: მათ ჰყავთ თავიანთი „გენერლები“ და „კაპიტნები“. ხელისუფლების სათავეში კი „პრეზიდენტია“. მექსიკანემებს ამოსაცნობი ტატუც აქვთ: არწივი გველით კლანჭებში, ზუსტად ისეთი, როგორიც მექსიკის გერბზეა გამოსახული, ანდა ფრთოსანი გველი კეტცალკოატლი, ანდა წარწერა Mexikan, სადაც c-ს მაგივრად აუცილებლად k არის დაწერილი.





მარა (Mara), აშშ, კალიფორნია
თავდაპირველად ეს ლოს-ანჯელესის ქუჩის ბანდა იყო, რომელიც სალვადორიდან და ჰონდურასიდან ჩამოსულებმა შექმნეს. მარეროსები სხეულს ტატუთი ხშირად იფარავენ, რომელზეც მათი ბანდის სიმბოლოებია გამოსახული. ტატუთი იფარავენ თავსაც და ტუჩების შიდა მხარესაც კი (თუმცა გამოსაჩენი ადგილების ტატუთი დაფარვის ტრადიცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება). მსხვილი საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციის Mara Salvatrucha-ს წევრები სხეულზე აბრევიატურას MS, MS-13 (ზოგჯერ ნახატში ჩამალულს) და დამახასიათებელ ჟესტს „ეშმაკის რქებს“ იხატავენ.


 


 


ტრიადა, წარმოშობა: ჩინეთი
სახელწოდება „ტრიადას“ შინაარსი სამი რაობის - ზეცის, დედამიწისა და ადამიანის გაერთიანებას აღნიშნავს. როგორც ფიქრობენ, თავდაპირველად ეს XVII-XX საუკუნეებში ჩინეთის მმართველი მანჯურიული დინასტია ცინის მოწინააღმდეგეთა გაერთიანება იყო. შემდგომში ტრიადები დანაშაულებრივ ორგანიზაციებს ეწოდათ, რომელთა უმრავლესობა ჰონკონგში ბაზირებს. ტრიადის თანამდებობები და რანგები ციფრებით აღინიშნება. ციფრებს ძველი ჩინური ნუმეროლოგიით საკრალური მნიშვნელობები აქვს. ტრიადის განგსტერები, როგორც წესი, ფასკუნჯების, დრაკონებისა და ფენიქსების გამოსახულებებია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?