ხელოვნების ცნობილი ნიმუშების საიდუმლოებები, რომელთა შესახებ ადამიანთა 90%-მა არაფერი იცის

საკნატუნო ამბები

21 ოქტომბერი 17:00, 2017 წელი

ხელოვნების ეს ნიმუშები ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ მათი საიდუმლოებების შესახებ ბევრმა არაფერი იცის. დღეს საოცარი ფაქტების მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ.

ბინა ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე




ბევრმა არ იცის, რომ ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე საცხოვრებელი ბინაა. მისი პატრონი ამ შედევრის ავტორი - გუსტავ ეიფელი იყო. მას მთელი პარიზი შენატროდა. ახლა ამ ბინის ნახვა ტურისტებს შეუძლიათ.

გაწყვეტილი ჯაჭვი თავისუფლების ქანდაკების ფეხებთან



ედუარდ დე ლაბულე ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი იყო, რომლის დაჟინებული მოთხოვნით, საფრანგეთმა თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს აჩუქა. ის პრეზიდენტ ლინკოლნის მომხრე იყო და სძულდა მონობა. ქანდაკება ამერიკას მონობის გაუქმებასთან დაკავშირებით აჩუქეს. გაწყვეტილი ჯაჭვი თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმება.


დროის კაფსულა რაშმორის მთაზე




არქიტექტორ გუტზონ ბორგლუმს ძეგლში საიდუმლო ოთახის მოწყობა სურდა, სადაც აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტები შეინახებოდა. მან გამოჭრა გამოქვაბული, მაგრამ ნაადრევად გარდაიცვალა და დაწყებულის დასრულება ვერ შეძლო. 1998 წელს მისი იდეის რეალიზება მოხერხდა. ამ ოთახში ამერიკის პრეზიდენტების მემუარები შეინახეს. ამგვარად დროის კაფსულა შეიქმნა.

დიდი სფინქსის თავდაპირველი სახე




დიდი სფინქსი დღემდე შემონახული ყველაზე ძველი ქანდაკებაა. თავდაპირველად ის კაშკაშა ფერებით იყო შეღებილი და წვერი ჰქონდა. დროთა განმავლობაში ქანდაკება დაზიანდა და სულ სხვა სახე მიიღო.
ისტორიკოსებს ასევე მიაჩნიათ, რომ თავდაპირველად სფინქსს ლომის თავი ედგა, მაგრამ მან დაშლა დაიწყო და ის ადამიანის სახედ გადააკეთეს.



პიზის კოშკის ისტორია



პიზის კოშკის დახრის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კოშკის მშენებლობა მთელი 200 წელი მიმდინარეობდა. ასევე, ბოლომდე უცნობია, ვინ იყო მისი არქიტექტორი. ყველაზე გავრცელებული ვერსიით - იგი ბონანო პიზანოა.

დანაიას სახე რემბრანდტის ტილოზე



რემბრანდტი თავის ტილოებზე ხშირად გამოსახავდა საკუთარ მეუღლეს სასკიას. მაგრამ მკვლევართათვის გამოცანას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ „დანაიაზე“ ქალის სახე სასკიას სხვა პორტრეტებისგან განსხვავებული იყო. საიდუმლო გაირკვა რენტგენი სხივების მეშვეობით. რემბრანდტმა ნახატი მეუღლის სიკვდილის შემდეგ გადააკეთა. მას სხვა ქალი შეუყვარდა და გადაწყვიტა, ერთ პორტრეტში ორივე ქალის ნაკვთები გამოეხატა.

„ბიგ-ბენის“ სახელი



ბევრი ამ სახელით ვესტმინსტერის სასახლის კოშკს მოიხსენიებს. არადა ეს სახელი მხოლოდ ზარს ეკუთვნის, ხოლო თავად სამრეკლოს, დედოფლის პატივსაცემად, 2012 წლიდან ელისაბედის სახელი ეწოდა.
ზუსტად უცნობია, ვისი სახელი ეწოდა ზარს - ერთი ვერსიით, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე, 13,7 ტონის, ზარმა თავისი სახელი ბიგ-ბენი (დიდი ბენი) სერ ბენჟამინ ჰოლის პატივსაცემად მიიღო, რომელიც ზარის ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მეორე ვერსიით კი, სახელი დაერქვა ბენ კაუნტის, იმ დროს ძალიან პოპულარული მძიმეწონიანი ბოქსიორის პატივსაცემად. 

„ოქროს ჭიშკრის“ ხიდის ფერი



„ოქროს ჭიშკრის“ ხიდის მშენებლობას დიდხანს ვერ ათანხმებდნენ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებთან. როცა ნებართვა მიიღეს, სამხედროებმა მოითხოვეს, ხიდი შავ-ყვითელ ზოლებად შეეღებათ, რათა ნისლში მისი დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო. არქიტექტორის გათვლით, ხიდის შეღებვა მუქ ნარინჯისფრად აჯობებდა. ამგვარი გადაწყვეტის გამო, ხიდი ადვილი შესამჩნევია და ძალიან ლამაზიც არის.

ცა "ყვირილის" თავზე



თავდაპირველად ედვარდ მუნკს სურდა, თავისი ტილოსთვის „ბუნების ყვირილი" დაერქმია. ახლახან მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მუნკი 1883 წელ სკრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის მოწმე შეიქნა. ვულკანური ფერფლის ამოფრქვევის გამო ცა მართლაც სისხლივით წითელი გახდა. სწორედ ამან შთააგონა მხატვარი.

ასევე წაიკითხეთ: 13 ცხოველი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ზომა არ არის მთავარი  

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?