ხუთი ისტორიული დესერტი

საკნატუნო ამბები

23 ოქტომბერი 14:00, 2017 წელი

ზოგიერთ დესერტს სხვადასხვა ქვეყნისა და მათი მმართველების შესახებ ბევრი საინტერესოს მოყოლა შეუძლია. რამდენიმე საუკუნის წინათ ახალი ნამცხვრის ან კანფეტის გამოჩენა ნამდვილი მოვლენა იყო, ვინაიდან ტკბილეულის რეცეპტი მაშინ არც ისე ბევრი იყო.

„მაშინ ღვეზელი მიირთვან“
ტკბილი ფუნთუშა ბრიოში - ეს დესერტი XVIII საუკუნის საფრანგეთში მონარქიისა და ხალხის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. დედოფალი მარია ანტუანეტა ხმაურიანი დღესასწაულების დიდი მოყვარული იყო და სწორედ ამიტომ უბრალო ხალხს დიდად არ უყვარდა. დროთა განმავლობაში დედოფალი უფრო „დადინჯდა“, მაგრამ გატეხილ სახელს არაფერი ეშველა.


ცნობილი ფრაზა „მაშინ ღვეზელი მიირთვან“ (Qu’ils mangent de la brioche) სწორედ ხალხის მიმართ დედოფლის დამოკიდებულებას გამოხატავს. გადმოცემის მიხედვით, მარია ანტუანეტამ ამ ფრაზით ირონიულად უპასუხა ხალხის ჩივილს - პური არ გვაქვსო. ბრიოშის ფუნთუშები კარაქისა და კვერცხისგან მზადდება, ეს პროდუქტები კი უბრალო ფრანგების მენიუში იშვიათობა გახლდათ.


მარია-ტერეზას ტკბილი მზითვი
ესპანელები პირველი ევროპელები იყვნენ, ვინც შოკოლადს გემო გაუგეს. შოკოლადის მომზადების რეცეპტი XVI საუკუნეში სამხრეთ ამერიკიდან ჩაიტანეს. 100 წელზე მეტი ხნის მანძილზე ამ დესერტს მხოლოდ ესპანელები მიირთმევდნენ, რეცეპტი კი ქვეყნის მონაპოვრად მიიჩნეოდა და მკაცრად ასაიდუმლოებდნენ.


თუმცა XVII საუკუნეში საიდუმლოს გამხელა მაინც მოუწიათ. საფრანგეთში შოკოლადი პირველად პრინცესა მარია-ტერეზამ ჩაიტანა და მეფე ლუი XIV-ს მზითვის სახით მიართვა. „მეფე მზეს“ ძალიან მოეწონა საცოლის საჩუქარი და ბრძანა, დესერტი ვერსალში კვირაში რამდენჯერმე მოემზადებინათ. მეფის კვალდაკვალ დესერტი ჯერ ფრანგმა დიდებულებმა დააგემოვნეს, ხოლო შემდეგ - მთელმა ევროპამაც.


„სამხრეთ ბარბაროსთა“ იარაღი
იაპონელების რაციონში, პირველ პორტუგალიელთა გამოჩენამდე, ტკბილეული არ შედიოდა. მართალია, იაპონია შაქარს VIII საუკუნეში გაეცნო, მაგრამ მას უფრო წამლის სახით იყენებდნენ, ხოლო დესერტად წაბლი, ხურმა, მსხალი და სხვა ხილი მიიჩნეოდა. უბრალო კარამელი და "მამალო" პირველად 1543 წელს პორტუგალიელ მისიონერებთან ნახეს. ტკბილეული მკაცრი იაპონელების მოსყიდვის საგანი გახდა.


გავიდა დრო და იაპონია „სამხრეთელი ბარბაროსებისთვის“ ჩაკეტილი ქვეყანა გახდა, მაგრამ ნანბანგასი („სამხრეთ ბარბაროსთა ტკბილეული“) მათ რაციონში მყარად დარჩა. ასე რომ, იაპონურ კარამელ კომპეიტოში ადვილად ამოიცნობთ პორტუგალიურ confeito-ს.


დესერტი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან 
ნაყინი ჩინელების გამოგონებაა. ევროპელებმა მის შესახებ შუა საუკუნეებში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში გაიგეს. ეს რეცეპტი იტალიაში ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ ჩაიტანა. იტალიური არისტოკრატია  ნაყინის რეცეპტს თითქმის 300 წელი საიდუმლოდ ინახავდა. XVII საუკუნეში გრაფინია ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის მეფე ანრი II-ს გაჰყვა ცოლად და თან მზარეული წაიყვანა, რომელმაც ნაყინის დამზადება იცოდა. ამის შემდეგ პირადი მენაყინის ყოლა ნებისმიერი ფრანგი არისტოკრატისთვის სტატუსის ნიშანი გახდა.


მაშინ, უმაცივრობის გამო, ნაყინის მომზადება ძალიან რთული საქმე იყო. მზარეულები ნაყინის მოსამზადებლად ყინულს იყენებდნენ, ამიტომ დესერტი მომზადებისთანავე უნდა მიერთმიათ, რათა არ გამდნარიყო.


ტორტი „ნაპოლეონი“
ამ ცნობილ ნამცხვარს, ფენოვანი ცომით და მოხარშული კრემით, „ნაპოლეონს“ მხოლოდ რუსეთში უწოდებენ. ლეგენდის მიხედვით, 1812 წელს ნაპოლეონზე გამარჯვების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე იმპერატორის სამკუთხა ქუდის ფორმის ტორტი დაამზადეს.


მაგრამ ფაქტები სხვას გვიამბობენ: ტორტი რუსეთში საფრანგეთიდან შევიდა, სადაც ის ნაპოლეონის საყვარელი დესერტი იყო. მაგრამ მაშინ მას სხვა სახელი ერქვა: „ნეაპოლიტანური“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იტალიის სამხრეთში გამოიგონეს და უკვე შემდეგ გავრცელდა დანარჩენ ევროპაში. როგორ გადაიქცა „ნეაპოლიტანური“ „ნაპოლეონად“? როგორც ჩანს, დესერტის სახელი მართლაც 1812 წლის შემდეგ შეიცვალა, ოღონდ მიზეზი უკვე სახელების ერთნაირი ჟღერადობა გახდა. 


თუ დესერტის თემა გაინტერესებთ, მაშინ ამ სტატიასაც გაეცანით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?