აირჩიე ყველი, რომლის საუზმედ მირთმევასაც აპირებ.
შედეგები:
პირველი ვარიანტი
ფინანსური შესაძლებლობები ხარისხიან საკვებზე მეტის დახარჯვის საშუალებას გაძლევთ, თუმცა კერძებსა და პროდუქტებში დიდად ვერ ერკვევით. უბრალოდ, გიყვართ გემრიელი საკვები და დაბალხარისხიან პროდუქტს არ ყიდულობთ.
მეორე ვარიანტი
ნამდვილი გურმანი ხართ! თქვენთვის სულერთი არ არის საკვების გემო. პროდუქტებში ბრწყინვალედ ერკვევით. უცხო ქვეყანაში ადგილობრივი კერძებით ყოველთვის ინტერესდებით და ახალ გემოს ეძებთ. თქვენ საკვების დაფასება შეგიძლიათ! ყოჩაღ.
მესამე ვარიანტი!
თქვენ გიყვართ გემრიელი საკვები. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით. ჭამა სიამოვნებას განიჭებთ. თქვენს მენიუში არაჯანსაღი საკვებიცაა, თუმცა უპირატესობას შინ მომზადებულ კერძებს ანიჭებთ. რესტორნები და კაფეები თქვენთვის არ არსებობს.
მეოთხე ვარიანტი!
კარგი გემოვნება გაქვთ. ყურადღებას აქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას. ცდილობთ, მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი შეიძინოთ. რესტორანში ყოველთვის ცდილობთ, საფირმო კერძი გასინჯოთ და შეგიძლიათ, ღირსეულად შეაფასოთ კიდეც.
ასევე წაიკითხეთ: სავარძლები გურმანებისთვის