ვარსკვლავების ყველაზე ველური რჩევები სექსის შესახებ (6 ფოტო)

საკნატუნო ამბები

13 ნოემბერი 23:00, 2017 წელი

ცნობილი ადამიანები ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ რჩევებით ხშირად გვანებივრებენ, თუმცა ზოგიერთის რეკომენდაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არაადეკვატურია და ყველაზე გულმხურვალე ფანებსაც კი აღაშფოთებს...

  

  • ევა ლონგორია

    ლათინოამერიკელმა ლამაზმანმა რამდენიმე წლის წინათ ჟურნალისტები გააოგნა.
    როდესაც მას ჰკითხეს: „რას ჩუქნით მეგობრებს დღესასწაულებზე?“ მსახიობმა მოურიდებლად უპასუხა, რომ დაქალებისთვის საჩუქრის არჩევისას უპირატესობას ვიბრატორს ანიჭებს, რადგან მიაჩნია, რომ ორგაზმი საუკეთესო საჩუქარია.

    ლონგორიას ხმამაღალმა განაცხადმა მისი გულშემატკივრები აღაშფოთა და მათ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს: რამდენიმე ხნის განმავლობაში ევას სახლსა და ოფისში ლოს-ანჯელესში ყველაზე დიდი სექსმაღაზიიდან საუკეთესო ნივთებს უგზავნიდნენ. ასე რომ, ლონგორიას მეგობრები ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფილები იყვნენ სასურველი „საჩუქრებით“.


  • გვინეტ პელტროუ

    „ოსკარის“ მფლობელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ, კრის მარტინთან განშორების შემდეგ, გულშემატკივრებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, როგორ აცდუნონ საყვარელი ადამიანები და გაიუმჯობესონ სექსუალური ცხოვრება. გვინეტმა თაყვანისმცემლებს ურჩია, საუკეთესო საჩუქრის ასარჩევად მიმართონ სექსმაღაზიებს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მსახიობი საუკეთესო საჩუქარში ვიბრატორ LELO-ს გულისხმობდა, რომელიც 24-კარატიანი ოქროსგან მზადდება და რომლის ფასი 15 000 დოლარია.


  • ანჯელინა ჯოლი

    ყოფილი „ჰოლივუდის ცუდი გოგო“ უკვე დიდი ხანია, მრავალშვილიანი დედაა, თუმცა საზოგადოება მაინც არ ივიწყებს მის სიტყვებს, რომელიც ბილი ბობ ტორნოტოსთან ქორწინების პერიოდში გააჟღერა. მსახიობის თქმით, სექსის დროს მძაფრი შეგრძნებები აუცილებელია - მცირე ზედაპირული ჭრილობები და ერთმანეთის სხეულზე დანახული სისხლი ყველაზე მოსაწყენი წყვილის საღამოსაც კი აანთებს.


  • ჯეინი ფონდა

    მსახიობი აქტიურად უწევს პროპაგანდას სექსს სიბერეში და თაყვანისმცემლებს ურჩევს, აითვისონ რთული პოზები და იყვნენ მოქნილები. ფონდას თქმით, ვისაც ამ მხრივ პრობლემა აქვს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა სახსრების ენდოპროთეზირება.


  • რაშიდა ჯონსი

    სერიალ „ოფისის“ ვარსკვლავის აზრით, ექსსაყვარელთან პერიოდულად სექსუალური ურთიერთობა არა მხოლოდ ემოციურ და ფიზიკურ განტვირთვას უწყობს ხელს, არამედ ცალ-ცალკე ყოფნისას ათვისებული და დახვეწილი უნარების შემოწმებასაც.


  • ნიკოლას ქეიჯი

    ერთ-ერთ ინტერვიუში ქეიჯმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (მათ შორის სქესობრივი) ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბოსტნეული და იმ ცხოველის ხორცი, რომელიც ღირსეული სექსით არის დაკავებული. ჟურნალისტის შეკითხვაზე,  რას მიიჩნევს მსახიობი ღირსეულ სექსად, ქეიჯმა განმარტა, რომ ღირსეული სექსი, მისი აზრით, თევზებისა და შინაური ფრინველების პრეროგატივაა, ხოლო, მაგალითად, ღორები ამ საქმეს „უხარისხოდ და ბიძნურად“ ეკიდებიან, ამიტომ ღორის ხორცის ჭამა არ ღირს. სად ნახა მსახიობმა ინდაურების ღირსეული სექსი, დღემდე უდიდეს ამოცანად რჩება.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?