ასეთი არაფერი გექნებათ ნანახი - უცნაური სახლები მთელი მსოფლიოდან!

საკნატუნო ამბები

14 ნოემბერი 17:00
235

მე-19 სართულზე გაშენებული ბაღი, სახურავში გაჭედილი ზვიგენი, კერძო ვილა კორპუსის სახურავზე და კიდევ ბევრი უცნაური პროექტი, რომელიც არა მხოლოდ იდეებად დარჩა, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, წარმატებითაც განახორციელეს...  

  • მცენარეებით დაფარული სახლი ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, მე-19 სართულზე.

  • ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე თვითმფრინავის ფორმის სახლი

  • ისევ ლიბანი, პირამიდის ფორმის სახლი

  • ინგლისში, ოქსფორდში, სახლის სახურავში "გაჭედილი" ზვიგენი.

  • სერბეთი, მდინარე დრინის შუაგულში, კლდეზე აგებული სახლი.

  • ლიბანში, ბაალბეკში ძველბერძნული ტაძრის სტილში მშენებარე სახლი.

  • Heliodome - საფრანგეთში, სტრასბურგში, ბიოკლიმატური სახლი მზის ბატარეებზე.

  • ჩინეთში, დუნგუანში სახლის სახურავზე დაშენებული ბინები.

  •  სახლის ერთი კედელი კლდეა, აშშ, იუტას შტატი, მოჰავეს უდაბნო.

  • მექსიკა, სან-ხოსე-დე-ლას-პიედრასი, სახლი კლდეში.

  • 73 წლის ბოგუმილ ლგოტა ჩეხეთში თავის მბრუნავ სახლს ატრიალებს, რათა ფანჯრიდან ხედი შეცვალოს.

  • მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წვრილი სახლი, რომელიც ააგეს, როგორც არტინსტალაცია, ვარშავა, პოლონეთი.

  • ჰონკონგელი არქიტექტორის, გერ ჩანგის სახლი-ტრანსფორმერი. მან ამგვარად გადაწყვიტა თავის ბინაში მცირე სივრცის პრობლემა.

  • ვერტიკალური "სახლი", რომელიც მხატვარმა ტიაგო პრიმომ და მისმა ძმამ გაბრიელმა რიო-დე-ჟანეიროში  (ბრაზილია) ააგეს.

  • გუმბათის მსგავსი სახლები, რომლებიც ამერიკულმა კომპანია «Domes for the World»-მა მიწისძვრით დაზარალებულ ინდონეზიელებს  აუგო.

  • მუშები ჩინეთში, პეკინში, 26-სართულიანი შენობის სახურავზე კერძო ვილას ანგრევენ.

  • ოთხი ძველი საზღვაო კონტეინერისგან აგებული სახლი.

  • ნიანგის ფორმის სახლი, აბიჯანი, კოტ-დ'ივუარი.

  • სახლი ხეზე, ლე პიან-მედოკი, საფრანგეთი.

  • კიდევ ერთი თვითმფრინავის მსგავსი სახლი, აბუჯა, ნიგერია.

წყარო: interesno.cc