წიგნები, რომლებიც ყველა გოგომ უნდა წაიკითხოს

საკნატუნო ამბები

18 ნოემბერი 14:00, 2017 წელი

ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები მთელი სამყაროა, რომლის ბინადრები ძალიან ძვირფას, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვაძლევენ. ქვემოჩამოთვლილთაგან ბევრის მიხედვით ფილმია გადაღებული, თუმცა წიგნის ემოციას, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება... 

1. „ნასესხები სიცოცხლე“, ერიხ მარია რემარკი
ეს ნაწარმოები სიცოცხლის ყოველი წამის დაფასებას გვასწავლის - იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა. არავინ იცის, რა გველოდება ცხოვრების მომდევნო მოსახვევში.

2. „ძვირფასი სიცოცხლე“, ელის მანრო
როცა ამ წიგნს კითხულობ, გგონია, რომ შენზეა დაწერილი. და რა გასაკვირია - ამ მწერალს ხომ ნობელის პრემია აქვს მიღებული.

3. „ეკლებში მომღერალი“, კოლინ მაკკალოუ
ეს ნაწარმოები სასიყვარულო რომანების ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს. არაჩვეულებრივი სამყარო მკითხველს პირველივე გვერდებიდან იტაცებს.



4. „ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“, ელიზაბეთ გილბერტი
ეს წიგნი საკუთარი მეს და ბედნიერი ცხოვრებისკენ გზის ძებნაზეა. ის წაკითხვას ნამდვილად იმსახურებს.



5. „შოკოლადი“, ჯოან ჰარისი
ღმერთისგან მიტოვებულ პატარა ქალაქში დედა და შვილი ჩადიან. ისინი შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. ამის შემდეგ ქალაქის მცხოვრებთ სიყვარულის მაგია ელოდებათ, რომელიც შოკოლადშია დაფარული...



6. „სახიფათო კავშირები“, შოდრლო დე ლაკლო
რომანი შურისძიების მიზნით მოწყობილ ინტრიგებზე, ადამიანურ სისუსტეებსა და უარყოფით თვისებებზე მოგვითხრობს. წასაკითხად სავალდებულოა!



7. „ანა ფრანკის დღიური“, ანა ფრანკი
15 წლის ებრაელი გოგონა ანა ფრანკი არ წერდა წიგნს. იგი, უბრალოდ, ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1942-1944 წწ., თავშესაფარში დღიურს ავსებდა. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1-ლი აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. 



8. „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“, ჯონ ფაულზი
კიდევ ერთი უჩვეულო რომანი სიყვარულზე, რომელშიც წიგნის ავტორის როლშიც შეიძლება აღმოჩნდეთ. ამ წიგნს სიუჟეტის ორი შესაძლო განვითარება აქვს და თუ რა მოხდება ბოლოს, თქვენი გადასაწყვეტია.



9. „ქარწაღებულნი“, მარგარეტ მიტჩელი
ეს ისტორია ყველა ქალისთვის ძალიან ნაცნობია. ეს არის წიგნი სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე, მეგობრობასა და ღალატზე...



10. „მხევლის წიგნი“, მარგარეტ ეთვუდი
ეს წიგნი იმ სამყაროზეა, სადაც ქალის უფლებები ძალიან შევიწროებულია. ამ სამყაროში ქალი მხოლოდ მამაკაცის მხევალია. ეთვუდი ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ვიფიქრებთ, რომ ახალ ამბებში მოსმენილი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი უკმაყოფილება ააღელვებს...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?