ქირურგებმა ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დაასრულეს (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

21 ნოემბერი 16:00, 2017 წელი

ოპერაცია ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩინელი ქირურგების გუნდმა ჩაატარა. ამჯერად თავი მკვდარი ადამიანის სხეულზე გადანერგეს. ამის შესახებ იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო იუწყება. მისი თქმით, 18-საათიანი ოპერაციის დროს ექიმებმა წარმატებით შეძლეს თავისა და სხეულის ხერხემლის, ნერვული და სისხლძარღვების სისტემის შეერთება. 

ოპერაციას ჩინეთში მდებარე ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგი სიაოპინგ რენი ხელმძღვანელობდა, რომელიც კანავერომ თავის გუნდში ჯერ კიდევ 2 წლის წინათ გადმოიბირა. რენის მსგავსი ოპერაცია 1000 სხვადასხვა თაგვზე აქვს გამოცდილი. 10-საათიანი პროცედურის შემდეგ თაგვები სუნთქავდნენ, სვამდნენ და ხედავდნენ კიდეც. თუმცა რამდენიმე წუთზე დიდხანს ვერცერთმა ვერ იცოცხლა. 
თავად სერჯიო კანავერომ კი გასულ წელს თავის გადანერგვა წარმატებით განახორციელა მაიმუნზე. ნაოპერაციებმა მაიმუნმა 20 საათი იცოცხლა, შემდეგ კი დააძინეს.
აღსანიშნავია, რომ კანავერო სამედიცინო წრეებში ადამიანის თავის გადანერგვის ამბიციური პროექტით არის ცნობილი, მაგრამ ევროპასა და აშშ-ში მის ამბიციებს სკეპტიკურად უყურებენ. ბევრი პროფესიონალი მედიკოსი ამ პროცედურას შეუძლებელს უწოდებს და ასეთი რთული ქირურგიული ოპერაციიდან გადარჩენის შანსს ვერ ხედავს.

კანავერომ ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რომ GEMINI-ს პროტოკოლის მიხედვით იწყებს ადამიანის თავის გადანერგვის პროექტს. ეს განსაკუთრებული პროცედურაა, რომელიც დონორის თავის სხვა სხეულზე გადანერგვისას თავისა და ზურგის ტვინების შეხორცებას ითვალისწინებს.
მაშინ დაანონსდა კიდეც, რომ პირველი პაციენტი რუსი პროგრამისტი ვალერი სპირიდონოვი უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაავადების იშვიათი ფორმა, ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება სტანჯავს, თავად ოპერაცია კი მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდგომ ოპერაციის ჩატარება ჩინეთში გადაწყვიტეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?