23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საკნატუნო ამბები

22 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ მეცენატობის სურვილი გაგიჩნდებათ - რომელიღაც ახალბედა კოლეგაზე დაიწყებთ ზრუნვას და ყველაფერს გააკეთებთ, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობამ შენიშნოს. ასეც მოხდება და თქვენი პროტეჟე თქვენი უზომოდ მადლობელი დარჩება. თუ ამ ადამიანზე გულწრფელად ზრუნავთ და არა საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად, აუცილებლად, საუკეთესო მეგობრები გახდებით.

კურო
ხვალ საოცარ დისკომფორტს იგრძნობთ. სამსახურში იმ პროექტზე მუშაობა მოგიწევთ, რომელსაც რატომღაც, უდიდეს სასჯელად მიიჩნევთ. სახლში მისულს ერთადერთი სურვილი გექნებათ - კარგად დაისვენოთ, თუმცა მოულოდნელად ძველი მეგობარი გესტუმრებათ. სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, ნამდვილი ბუზღუნაა, რომელიც საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ადანაშაულებს, ამიტომ მასთან ურთიერთობა გაღიზიანების მეტს არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები
ხვალ რომელიღაც ახლობლის ჭეშმარიტ მიზნებთან დაკავშირებით თვალი აგეხილებათ. მიხვდებით, რომ ის თქვენს სიახლოვეს ანგარების გამო იმყოფება. უსიამოვნოდ გააცნობიერებთ, რომ მისთვის მხოლოდ ახალი მსხვერპლი ხართ, თუმცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ.

კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე მთლიანად სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას მიუძღვნათ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ. საუბარია იმდენად მასშტაბურ წარმატებაზე, რომ თქვენი ყველაზე წარმატებული კოლეგებიც კი შურით აივსებიან. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და გახსოვდეთ, რომ თქვენი შეფიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შექება და კომპლიმენტები მოსწონს.

ლომი
აჩქარება და ნერვიულობა არაფერში გჭირდებათ. გაჰყევით დინებას და მალე შენიშნავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ თავისთავად იცვლება. წარმატებაში დაგეხმარებათ ადამიანი, რომელსაც სწორედ ამ დღეს გაიცნობთ. სავარაუდოდ, მას დიდი ავტორიტეტი აქვს და შეუძლია, თქვენს გავლენიან მფარველად იქცეს.

ქალწული
ნუ იქნებით საკუთარ თავთან მეტისმეტად მომთხოვნი და ეცადეთ, ძალიან არ გადაიღალოთ. გაითვალისწინეთ, რომ ენერგია პოტენციური მეორე ნახევრის მშობლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად დაგჭირდებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ბუნებრივი იყოთ და ეს ადამიანები თქვენით აღფრთოვანებული დარჩებიან.

სასწორი
ხვალ იმ ტანისამოსს შეიძენთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, თუმცა, როგორც კი სახლში მიხვალთ და მოისინჯავთ, მიხვდებით, რომ ეს სამოსი კატეგორიულად არ გიხდებათ. თუმცა, მას მაინც არ გაცვლით, რადგან ამისთვის დრო არ გექნებათ. კარადაში შეინახავთ იმ იმედით, რომ ოდესმე წონაში დაიკლებთ და თქვენი საოცნებო ტანსაცმელი მოგიხდებათ.

მორიელი
ხვალ შესაძლოა პროფესიონალურ საკითხში სირთულეს გადააწყდეთ. სხვათა შორის, მის გადაჭრაში ის ადამიანი დაგეხმარებათ, რომელთანაც მუდმივად კონფლიქტი გქონდათ. თქვენი გადასაწყვეტია, ქცევის რომელ მოდელს აირჩევთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მაინც გამოცდილ ადამიანს მიენდოთ. პრობლემებს წარმატებით მოაგვარებთ და სამუშაო საქმეებს ჩვეულ რიტმში განაგრძობთ. სამსახურის შემდეგ კი შეეცდებით, მეგობრებთან ერთად განტვირთვა მოაწყოთ.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყებას. შესაძლოა, ამ დღეს დაწყებულმა რომანმა ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეგიქმნათ ან უბრალოდ, სულელურ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ამიტომ არ იჩქაროთ, „კი“ ან „არა“ უპასუხოთ თქვენს რჩეულს. სთხოვეთ მას, ცოტაოდენი დრო მოგცეთ, რათა ფიქრებს თავი მოუყაროთ.

თხის რქა
ოჯახის უმცროს წევრებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. შესაძლოა, თქვენმა შვილმა სკოლაში ცუდი შეფასება მიიღოს და გადაწყვეტთ, მას მეცადინეობაში დაეხმაროთ. ერთობლივი მეცადინეობა შესანიშნავად ჩაივლის, რის შემდეგაც საოჯახო საქმეებს მიუბრუნდებით. საღამოს, საოჯახო საქმეებით დაღლილი კი, ტელევიზორში საინტერესო პროექტის ყურებით გაერთობით.

მერწყული
რთული საკითხი, რომლის წინაშეც თქვენი სასიყვარულო პარტნიორის გამო აღმოჩნდებით, თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუმცა, შესაძლოა, ცოტაოდენი დრო დაგჭირდეთ, სანამ საყვარელ ადამიანს დაარწმუნებთ, რომ ამ საკითხში თქვენი პოზიცია სწორია. მას ულტიმატუმსაც წაუყენებთ და სხვა გზა არ დარჩება, მოუწევს დაგეთანხმოთ.

თევზები
თქვენს ძირითად ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს კარდინალურად გადახედავთ. თქვენს ქვეცნობიერში მას შემდეგ მოხდება გარდატეხა, რაც მიხვდებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში ილუზიაში ცხოვრობდით და ამაოდ ცდილობდით ბედნიერების მიღწევას. გადაწყვეტთ, რომ სასიყვარულო პარტნიორს გულახდილად ესაუბროთ და უთხრათ, რომ მის ტყუილებზე თვალების დახუჭვას აღარ აპირებთ. ის კი იძულებული გახდება, ახალი მსხვერპლი მოძებნოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?