გვამის თითით სმარტფონის განბლოკვა შეიძლება?

საკნატუნო ამბები

25 ნოემბერი 17:00, 2017 წელი

დღეს სმარტფონის განბლოკვისთვის საჭირო აღარ არის ციფრებისა და ასოების აკრეფა - სენსორზე თითის დადება ანდა ეკრანზე შეხედვაც საკმარისია. მაგრამ მკვდარი სხეულის მეშვეობით შესაძლებელია თუ არა სმარტფონის განბლოკვა?

შესაძლებელია თუ არა, ასეთი რამ საჭირო გახდეს, მაგალითად - თუნდაც, კრიმინალისტიკაში, როცა სპეცსამსახურებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ გარდაცვლილი ტერორისტის სმარტფონზე წვდომა, რათა მისი შესაძლო თანამზრახველების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ.


ყველას ემახსოვრება სან-ანტონიოს მსროლელის ამბავი. მაშინ კომპანია Apple-მა გამოძიების ფედერალურ ბიუროს მკვლელის iPhone-ის განბლოკვაზე უარი განუცხადა. კრიმინალისტებმა სმარტფონის განბლოკვა კომპანიის დახმარების გარეშეც შეძლეს და, რაც მთავარია, გამოყენებული მეთოდი საიდუმლოდ შეინახეს.

ფილმებში ამ მიზნით ხშირად იყენებენ გარდაცვლილის თითს.
ვითომ, კრიმინალისტებმაც ეს მეთოდი გამოიყენეს? ნაკლებად სავარაუდოა.
ენილ კუმარ ჯეინი, მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი თავის წიგნში Handbook of Fingerprint Recognition ამტკიცებს, რომ ადამიანის მკვდარი სხეულის გამოყენება ბიომეტრიული ავთენტიფიკაციისთვის შეუძლებელია.


საქმე ის არის, რომ სმარტფონში თითების ანაბეჭდების ბიომეტრიული სკანერის ტევადური სენსორი კანში ელექტრულ დენს აფიქსირებს - თუკი ის არ არსებობს, მაშინ სმარტფონი ანაბეჭდს ვერ აფიქსირებს და განბლოკვაც არ ხდება. შესაბამისად, ნებისმიერი მასალის ხელოვნური თითები, იქნება ეს სილიკონი, რეზინი ანდა პლასტიკი, ამ საქმეში გამოუსადეგარია. ასევე, გარდაცვლილის სახის ჩვენებით iPhone X-ის განბლოკვაც არ მოხდება - სკანერი ადამიანის თვალების მოძრაობას აკვირდება. თუ ისინი უძრავია, მაშინ სახის მიხედვით განბლოკვა შეუძლებელია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?