საკნატუნო ამბები

გასული საუკუნის სილამაზის კონკურსები, სადაც გამარჯვება არც ისე იოლი იყო

fun time

18:00 შაბ. 15 მაისი, 2021 წელი

სილამაზის კონკურსები მე-20
საუკუნეში

14
დაკოპირებულია

იმ დროში ყველაზე უცნაური კონკურსები ტარდებოდა - ლამაზი ფეხების, თვალებისა და სხეულის სხვა ნაწილების და ა.შ. მონაწილე გოგონათა შორის საუკეთესოს არჩევის მეთოდი კი ნამდვილად გაგაოცებთ.

მის პლაჟი (1922)

სწორედ ასე გამოიყურებოდა მოდური საცურაო კოსტიუმები გასულ საუკუნეში. ფოტოზე 1922 წლის 17 ივნისს ჩატარებული კონკურსია, რომელშიც ანა ნობელმა გაიმარჯვა.


ომის დროს მომუშავე ქალთა სილამაზის კონკურსი (1942)

კონკურსი კანადაში ჩატარდა. მასში ყველა იმ ქალს შეეძლო მონაწილეობა, რომლებიც ომის დროს მუშაობდნენ.


მის იდეალური ტანი (1956)

ამ კონკურსში ფასდებოდა არა კონკურსანტების გარეგნობა, არამედ მათი რენტგენის სურათები! პრიზიორი მოდელები მარიანა ბაბა, ლუის ქონვეი და რუთ სვენსენი თავიანთი რენტგენის სურათების გვერდით დგანან.

მის ლამაზი თვალები (1930)

იმისთვის, რომ მსაჯების ყურადღება არაფერს გაეფანტა, კონკურსანტებს ამგვარი ნიღბები ჩამოაცვეს. შესაბამისად, თვალების სილამაზის შეფასებაზე სახის გამომეტყველება ზემოქმედებას ვერ ახდენდა.

სამზარეულოს დედოფალი (1964)

ფოტოზე გლორია პრინსია. მან ნიუ-იორკში „მის სამზარეულოს“ ტიტული მოიპოვა.

ბლითების დედოფალი (1957)

ეს კონკურსი ნიუ-იორკის მცხოვრებთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

სოსისების დედოფალი (1955)

კონკურსი ჰოთ-დოგების ეროვნული კვირეულის ფარგლებში ტარდებოდა. მისი სპონსორი ხორცეულის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია "ზიონი" იყო. გამარჯვებული ჯინ ქორთნი გახდა.

მის ლამაზი ფეხები (1930)

აქაც მსაჯების წინაშე მხოლოდ ფეხების წარმოდგენა იყო საჭირო. ამიტომაც კონკურსანტებს თავზე ტომრები წამოაცვეს. რას არ მოითმენ გამარჯვებისთვის!

რადიოს დედოფალი (1939)

ფოტოზე კონკურს „მის რადიოს“ გამარჯვებული ელმირა ჰამფრისია. მასზე ჩამოცმული ელვა კი ჩვეულებრივი მუყაოსგან არის დამზადებული!

მის მაგიური მარკერი (1954)

კონკურსის მონაწილემ იცოდა, რით მიეპყრო მსაჯების ყურადღება. კონკურსიდან კი მარკერების კარგი რეკლამა გამოვიდა.

მის მანქანის ზეთი (1955)

გასაკვირი სულაც არ არის, ფოტოზე ამ დედოფლის გარდა, ავტომობილი და ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლებიც რომ არიან გამოსახულნი. კონკურსის სახელი ხომ "მის მანქანის ზეთი" იყო.

მის აპარატული უზრუნველყოფა (1967)

კონკურსანტები შეფილდში Stanley Tools-ის მთავარ ოფისში იმყოფებიან. საოფისე სამოსი და სამუშაო განწყობა კი კონკურსს ხელს სულაც არ უშლიდა.

მის საფენი (1947)

ფოტოზე ბეტი ბარეტია - უჩვეულო კონკურსის გამარჯვებული, რომლის დროსაც კონკურსანტები თვითნაკეთი საფენებით გამოდიოდნენ სცენაზე. კონკურსს ამერიკის საფენების მომსახურების ინსტიტუტი ატარებდა.

მის ბობ-კარე (1925)

1925 წელს ფლორიდაში ვარცხნილობა ბობ-კარე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ სილამაზის თემატური კონკურსის ჩატარება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს ქალურობისადმი მიდგომა შეიცვალა - ქალებმა საძულველი კორსეტები "გადააგდეს" და უფრო თავისუფალი და მოსახერხებელი კაბები არჩიეს.

მის ამერიკელი ვამპირი (1970)

ეს კონკურსი ფილმ "ბნელი ლანდების სახლის" რეკლამისთვის მოაწყვეს. გამარჯვებულს ჯონათან ფრაიდი აჯილდოებს, რომელმაც ფილმში მთავარი ვამპირის - ბარნაბა ქოლინზის როლის შეასრულა.

მის ფსიქოლოგიური ომი (1950)

ეს გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სილამაზის კონკურსი იყო. მის შესახებ თითქმის არავითარი ინფორმაცია არ არის ცნობილი. მონაწილე სულ ოთხი იყო და მათ ფოტოები თვითნაკეთი რუპორების ფონზე გადაიღეს. კონკურსი მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდის უსინდისო მეთოდებს ეძღვნებოდა.

მის მერილინ მონროს ფიგურა (1958)

მონაწილეებს თავიანთი ფიგურები მერილინ მონროს ფიგურის შაბლონისათვის უნდა შეედარებინათ. გამარჯვებულად ყველაზე მსგავსი პარამეტრების მფლობელი გამოცხადდა.


მისის ტაჰომა (1955)

ამ კონკურსს ძალიან მკაცრი პირობები ჰქონდა. მისი მონაწილე 18-დან 35 წლამდე გათხოვილი ქალი უნდა ყოფილიყო, რომელსაც, სულ ცოტა, ერთი შვილი მაინც ჰყავდა. კონკურსანტები ერთმანეთს საწოლის სწრაფ გასწორებაში, პერანგების სწრაფ დაუთოებაში და საფირმო საოჯახო ნამცხვრების გემოში ეჯიბრებოდნენ! ყველაფერთან ერთად, მონაწილეებს ქმრების "გაწვრთნაშიც" ამოწმებდნენ - ამისთვის მსაჯები აფასებდნენ, რამდენად სწრაფად შეეძლოთ კონკურსანტების მეუღლეებს ბავშვის საფენების გამოცვლა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები