2017 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი - როგორ ფიქრობთ, რომელია პირველი: iPhone თუ Samsung?

საკნატუნო ამბები

1 დეკემბერი 16:00, 2017 წელი

2017 წლის სმარტფონების ტოპ-ათეული პორტალმა TechRadar-მა შეადგინა და ძალიან საინტერესო შედეგები წარმოგვიდგინა...

2017 წელს მობილურების უდიდესმა მწარმოებლებმა ბაზარზე უახლესი მოწყობილობები გამოუშვეს და ამით ყველა საფასო კატეგორიაში უჩვეულო მრავალფეროვნება შექმნეს. TechRadar-მა, რომელიც სისტემატურად  აწვდის მომხმარებლებს ტექნიკურ სიახლეებსა და რჩევებს, საუკეთესო სმარტფონების მოდელების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ყველა პარამეტრი ფასი/ხარისხის თანაფარდობიდან დაწყებული და ტექნიკური მახასიათებლებითა და დიზაინით დასრულებული.


მე-10 ადგილი: OnePlus 5T



სახის ამოცნობის ტექნოლოგია, 6-ინჩიანი დისპლეი 18:9-ზე, ორმაგი კამერა და ყველაფერი ისეთ ფასად, რაც მას დიდად გამოარჩევს ინდუსტრიის "ტიტანებისგან" - Apple-ს და Samsung-ისგან. იმისთვის, რომ შედარებით დაბალი ფასისთვის მიეღწია, მწარმოებელს პოპულარულ დანამატებზე უარის თქმა მოუწია: მოდელს არ აქვს სტერეოდინამიკები და QHD-დისპლეი, მაგრამ მრავალი მომხმარებლისთვის ის კვლავ რჩება მაღალფუნქციურ და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ Android-სმარტფონად.


მე-9 ადგილი: iPhone 8 Plus



Apple-ის ფლაგმანმა რეიტინგში ამჯერად ბოლოს წინა ადგილი დაიკავა. "ვაშლის" გაჯეტები პირველად არ ხდება კრიტიკის ობიექტი. ამის მიზეზი კი გაუმართლებლად დიდი ფასებია. როგორც არ უნდა იყოს, თავის "უფროს ძმასთან" iPhone X-თან შედარებით მერვე მოდელი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის მაინც რჩება საუკეთესო გაჯეტად (იმ პირობით, თუ მისი შეძენის საშუალება გაქვთ). უსადენო დამუხტვისა და დისპლეის აფგრეითის ტექნოლოგიები ინოვაციური აღარაა, მაგრამ ამ ტელეფონის მოხმარება უფრო კომფორტული გახადა.

მე-8 ადგილი: LG G6



2017 წლის სხვა სიახლეებს შორის G6, ერთი შეხედვით, არც ისე გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო. როგორც არ უნდა იყოს, მისი გამოსვლის დღიდან გაჯეტის ფასი საგრძნობლად დაეცა და ამიტომაც ტელეფონი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. 5,7-ინჩიანი QHD-დისპლეი, 4 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ორი კამერა, რომელთაგან ერთს ფართოკუთხოვანი ობიექტივი აქვს - ეს ნამდვილი ფუფუნებაა სელფისა და ატმოსფერული პეიზაჟების მოყვარულთათვის.


მე-7 ადგილი: LG V30



V30 - ეს G6-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. მთელ ხაზში ყველაზე ძლიერი პროცესორი, საუკეთესო კამერა და Quad DAC-ის ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესო ხმას უზრუნველყოფს.

მე-6 ადგილი: Samsung Galaxy Note 8



სმარტფონებს Galaxy არ სჭირდება დამატებითი რეკლამა და მათ უკვე დიდი ხანია მტკიცედ დაიმკვიდრეს ბაზარზე ადგილი. TechRadar-ის მტკიცებით, ის iPhone X-ს აშკარად სჯობს: შედარებით იაფად თქვენ საუკეთესო დისპლეიან, მძლავრ კამერიან და ყოველდღიური ფუნქციონალის სრულ ნაკრებიან ტელეფონს მიიღებთ

მე-5 ადგილი: Huawei Mate 10 Pro



კონკურენტებთან შედარებით Mate 10 Pro აკუმულატორების საკითხებში ნამდვილი რეკორდსმენია. თუკი თქვენ ტელეფონს ყოველ ნახევარ საათში არ ტენით და არც პორტატულ აკუმულატორს ატარებთ ჯიბით, მაშინ ეს თქვენი არჩევანია. ავტონომიურ რეჟიმში ტელეფონი ერთი დამუხტვით ორ დღეს ძლებს. სმარტფონის სხვა თავისებურებაა point-and-shoot ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესო კამერასთან ერთად გადასარევი ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.

მე-4 ადგილი: iPhone X



Apple-ის პროდუქცია საუკეთესო სამეულში ისევ ვერ მოხვდა და ისევ თავისი ფასის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი X ნამდვილი ბრილიანტია Apple-ის გაჯეტებს შორის. მისმა ბაზარზე გამოსვლამ ცხარე კამათი გამოიწვია: ერთნი სმარტფონს "ძვირფას სათამაშოს" უწოდებენ, მეორენი კი დიზაინითა და სიმძლავრით არიან აღფრთოვანებული. კარგი ეკრანი, მძლავრი უკანა კამერა - ყველაფერი კომფორტული მუშაობისა და უბრალოდ დროის კარგად გასატარებლად.

მე-3 ადგილი: Google Pixel 2



კომპაქტური 5-ინჩიანი სმარტფონი ხელში კარგად ჯდება. მას ერთი შეხედვით სხვა, უფრო გარეკლამებული თანამოძმეებისთვის კონკურენციის გაწევა შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ 12-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც საუკეთესო საპორტრეტო რეჟიმი აქვს, ჩიპსეტი Snapdragon 835 და 4 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, წყალგაუმტარი კორპუსი - ყველაფერი ეს მას ერთ-ერთ საუკეთესო სმარტფონად წარმოგვიჩენს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ფუნქციონალურობას ბრენდზე მაღლა აყენებთ.

მე-2 ადგილი: Samsung Galaxy S8 Plus



პრაქტიკულად უნაკლო მოდელია, რომელიც Infinity დისპლეით გამოირჩევა - ის სრულად ამართლებს თავის სახელს და ეკრანის სასარგებლო ფართს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. ერთადერთი მიზეზი, რატომ არ არის ეს სმარტფონი პირველ ადგილზე, ეს ...


1 ადგილი: Samsung Galaxy S8



როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დღევანდელ რეიტინგში პირველი ადგილი პრემიუმ მოდელს არ უკავია. კარგი კამერა, უკვე ნახსენები Infinity ტექნოლოგია კარგ ტელეფონს ქმნის, მაგრამ - არა საუკეთესოს. ნამდვილად საუკეთესოდ ეს ტელეფონი წლის ბოლოსთვის იქცა, როცა მის მიმართ აჟიოტაჟი დაცხრა და ფასიც სწრაფად დაიძრა დაბლა. ამის გათვალისწინებით, Galaxy S8 დღეს საუკეთესო Android-სმარტფონია.


საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია კიდევ რამდენიმე სმარტფონი:


მე-11 ადგილი: Google Pixel 2 XL



მე-12 ადგილი: Sony Xperia XZ Premium



მე-13 ადგილი: HTC U11



მე-14 ადგილი: iPhone 8



მე-15 ადგილი: Honor 9


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?