19 რამ, რასაც შეყვარებული ვერ ამჩნევს

საკნატუნო ამბები

5 დეკემბერი 16:00, 2017 წელი

როცა შეყვარებულები ვართ, საყვარელ ადამიანში ნაკლს ვერ ვამჩნევთ და ეს არ არის გასაკვირი. როცა „შენი ადამიანი“ შეგხვდება, იქ წვრილმანები უკვე მეორე პლანზე ინაცვლებს...

19. პატარა თავისებურებები



ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ გვერდით "შენი ადამიანი" გყავს: მასში არაფერი არ უნდა გაღიზიანებდეს. მაგალითად, სიცილის დრო ხრუტუნი ანდა ხმაურიანი ჭამა.

18. თმა სახესა და სხეულზე



თუკი ადრე ბანჯგვლიანი მამაკაცისკენ არ გაიხედავდი, მაგრამ ახლა ჩხვლეტია წვერს ან ბანჯგვლიან მკერდს ვეღარ ამჩნევ, მაშინ ის ნამდვილად "შენი ადამიანია". მამაკაცებისთვის ამგვარი ინდიკატორი საპონზე ან სავარცხელზე დარჩენილი თმაა.


17. მუდმივი შფოთვა



როცა პარტნიორის არყოფნა შენში შფოთვას იწვევს, მასთან შეხვედრის შემდეგ კი შიშები ქრება, მაშინ ზუსტად იცოდე, რომ ეს "შენი ადამიანია". ამგვარი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში დამზღვევი ბაგირი და ხვალინდელი დღის იმედი გახდება.

16. ფეთხუმობა



უცხო ადამიანებში ხშირად ვამჩნევთ აჩაჩულ მაისურს ანდა ზედმეტ ძაფსაც კი. მაგრამ ყველაფერი ეს "უხილავი" ხდება, როცა საყვარელ ადამიანს უყურებთ.


15. ფიზიკური ფორმა



საყვარელი მამაკაცი, თუნდაც ღიპიანი, ყოველთვის სჯობს პრესიან მსახიობს.

14. "იდეალური დიასახლისის" ჩვევები



მერე რა, რომ ქალმა არ იცის კერძის მომზადება, კაცს კი ლურსმანი ვერ ჩაუჭედებია. ეს ნამდვილად არაა დავის საგანი. ნამდვილი სიყვარულის დროს ბევრი რამის სწავლა უბრალო საოჯახო მოვალეობების გადანაწილებითაც შეიძლება. ასე ბევრ მამაკაცს გახსნია კულინარიული ტალანტი.

13. საყოფაცხოვრებო წვრილმანები



თქვენს საყვარელ ადამიანს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა? მაშინ აიღეთ ეს მოვალეობა თქვენს თავზე და ისიც შეეცდება, იმავეთი გიპასუხოთ.

12. ხანგრძლივად ერთად ყოფნა



"შენს ადამიანთან" ყოველთვის იპოვი საუბრის თემას და დროსაც სიამოვნებით გაატარებ, თუნდაც სახლში. ერთად სიზარმაცეც კი სასიამოვნოა. გაურეცხავი ჭურჭელი კი მოიცდის.

11. ფინანსური შესაძლებლობები



ნამდვილი გრძნობა სულაც არაა დამოკიდებული საბანკო ანგარიშზე. "შენს ადამიანთან" ერთად უფრო ადვილია ყველაფრის ნულიდან დაწყება და ოცნებების ახდენა. მთავარია, აგრძნობინოთ, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებით.

10. სურვილი, იყოთ ძლიერი



როცა გვერდით "შენი ადამიანი" გყავს, აღარ ეწევი ჭაპანს მარტო და განტვირთვის ხანა დგება. მამაკაცს კი პირიქით, ყველაფრის კეთების სურვილი უჩნდება.

9. უცნაური ინტერესები



საყვარელი ადამიანის გვერდით ვერ ვამჩნევთ მის გატაცებას საშინელებათა ფილმებით, კომპიუტერული თამაშებით, ანდა ლეგოთი. მაგრამ აქ სიფრთხილეცაა საჭირო! ერთად ცხოვრებისას ადამიანები ხშირად ერთმანეთს ემგვანებიან.

8. შაბლონური კითხვები



ნამდვილი ინტერესი მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას გვიჩნდება. ამიტომაც შაბლონურ კითხვაზე - „როგორი დღე გქონდა?“ - პასუხიც კი საინტერესოდ მოგეჩვენებათ.

7. შეზღუდვა



თქვენი ადამიანი თქვენს თვალში უბრალოდ გადასარევად გამოჩნდება. ამიტომაც თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, მთელ ქვეყანას დაანახოთ, როგორი ბედნიერი ხართ. ამიტომ ისეირნებთ, იმოგზაურებთ, ივლით ერთად მაღაზიებში, რათა კიდევ ერთხელ დატკბეთ იმ მომენტით, რომ თქვენი სიყვარული იპოვეთ.

6. ხვრინვა



ხვრინვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი რამ არის. მატარებელში ანდა თვითმფრინავში შემთხვევითი თანამგზავრის ხვრინვა საშინლად გვაღიზიანებს. საყვარელი ადამიანის ხვრინვა კი სულ სხვა რამეა - მის გარეშე შეიძლება არც კი დაგვეძინოს.

5. გაციება



საყვარელი ადამიანის ამოსაცნობად გაციება ისეთივე ინდიკატორია, როგორიც ხვრინვა. გაციებულ ადამიანებს შორიდან ვუვლით გვერდს. გვეშინია დაავადების გადადების და არც გარეგნული შესახედაობა აქვთ სასიამოვნო. გაციებული საყვარელი ადამიანი კი უაღრესად სასიამოვნოდ გამოიყურება და უფრო მეტად გვსურს მასზე ზრუნვა.


4. დაცინვის შიში



როცა გვსურს, ვინმეს თავი მოვაწონოთ, მაშინ ჩვენს ყოველ მოძრაობას, ყოველ სიტყვას ვაკვირდებით. საყვარელ ადამიანთან კი მხოლოდ კომფორტს განვიცდით. არ გვეშინია, მოუქნელები და სასაცილოები გამოვჩნდეთ. იმიტომ რომ ის არასდროს გვისაყვედურებს და არც დაგვცინებს.


3. საჩუქრები



თუკი ქალს გაუმართლა და ოცნების პრინცს შეხვდა, რომელიც მას ყოველდღე საჩუქრებით ავსებს, ამგვარ შემთხვევაშიც კი სიყვარული ყველაფერს ცვლის. ვინაიდან საყვარელი ადამიანის გულწრფელ სიხარულზე კარგი სანახავია არაფერია.


2. ნიშნები, რომლებიც არავის ესმის



რაც უფრო მეტად გაიცნობთ ერთმანეთს, მით უფრო გადაიხლართება თქვენი ცხოვრება. ყველაფერი თავის აზრს მიღებს - სიმღერები, ფილმები, ჟესტები და თქვენ მიერ მოგონილი უცნაური სიტყვები.

1. სურნელი



თქვენს თავსებადობაზე ყველაზე უფრო სურნელი მიუთითებს. სწორედ სურნელი გვეხმარება გულის რჩეულის მიგნებაში. და თუკი თქვენი ფერომონები ერთ კოქტეილად გაერთიანდა, მაშინ ეს სამუდამოდაა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?