მსოფლიოს მბრძანებელი ციფრებში - იცით, რამდენი ნაღდი ფულია დედამიწაზე?

საკნატუნო ამბები

5 დეკემბერი 17:00, 2017 წელი

ფული თავისუფლების ეკვივალენტია, თუმცა სიმართლე უნდა აღინიშნოს და ამ თავისუფლების 80% დედამიწის მოსახლეობის 20%-ის ხელშია.

4 680 030 000 000 დოლარი - ასეთია დედამიწაზე ნაღდი ფულის რაოდენობა (2016 წლისთვის). საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, ჩინეთის გარდა (ჩინეთზე მონაცემები არ არსებობს), მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში ნაღდი ფულის რაოდენობა ასეთია: 1,509 ტრილიონი დოლარი აშშ-ში, 1,218 ტრილიონი ევროზონაში და 916 მილიარდი იაპონიაში.


ამერიკული ბანკნოტების 90 პროცენტზე კოკაინის კვალი აღინიშნება. ასეთია 2009 წელს დარტმუტში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები.
მეცნიერებმა კოკაინის კვალი, ასევე, კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების ვალუტებშიც აღმოაჩინეს: კანადური დოლარების 85%-ში, ბრაზილიური რეალების 80%-ში, ჩინური იუანების 20%-ში და იაპონური იენების 12%-ში.


რუსეთში ბრუნვაში 64 896 500 000 მონეტაა. რაოდენობრივად ეს 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბანკნოტები. მაგრამ ფულად მასაში (ღირებულების მიხედვით) მონეტებს მხოლოდ 1% უკავია. ეს 91,6 მილიარდი რუბლია ბანკნოტებში, 8,763 ტრილიონი რუბლის წინააღმდეგ.


2009 წელს ზიმბაბვეში დაბეჭდილ 100 ტრილიონ დოლარიან კუპიურაზე 14 ნული იქნა დაბეჭდილი. იმავე წელს ჰიპერინფლაციისა და კრიზისის გამო მთავრობამ საკუთარ ვალუტაზე უარი განაცხადა.


ამ სტატიის წერის მომენტისთვის, 1169 სხვადასხვა კრიპტოვალუტის, ანუ ელექტრონული (ციფრული) მიმოცვლის საშუალების კოტირება ხდება 5875 ელექტრულ სავაჭრო მოედნებზე (ბირჟებზე). ციფრულ ვალუტას ერთიანი "ცენტრალური ბანკი" არ გააჩნია, ანუ არ არსებობს ორგანო,რომელიც მას უშვებს. მსოფლიოში არსებული ყველა კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 175 მილიარდ დოლარს აღწევს. აქედან ნახევარზე მეტი ბიტკოინებს უკავია.


1250 წლის წინათ მერსიისა და აღმოსავლეთ ინგლისის საქსონელმა მეფემ ოფამ პირველმა ინგლისური ვერცხლის მონეტების - პენის გამოშვება დაიწყო. 240 პენი ერთ გირვანქას შეადგენდა (თუმცა ერთი მონეტის სახით გირვანქა პირველად 1489 წელს გამოჩნდა, მანამდე ის მხოლოდ ანგარიშსწორების ერთეულად გამოიყენებოდა). გირვანქა სტერლინგი ყველაზე ძველ მოქმედ გადახდის საშუალებად არის მიჩნეული.


1012 კილოგრამს იწონის მსოფლიოში ყველაზე დიდი მონეტა, რომელიც ავსტრალიაში ერთი ტონა ოქროსგან დაამზადეს. მონეტას „ავსტრალიურ ოქროს კენგურუს“ უწოდებენ, ვინაიდან მასზე ეს ცხოველია გამოსახული. მსგავსი სხვა მონეტებისგან განსხვავებით, რომელთაც მხოლოდ საკოლექციო სტატუსი აქვს, „კენგურუ“ ლეგალურ ანგარიშსწორების საშუალებაა.


MasterCard-ის შეკვეთით ჩატარებული ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მონაცემებით, ერთ ქაღალდის ევროზე საშუალოდ 26 000 ბაქტერიული კოლონია არსებობს. ყველაზე სუფთა ახალ ბანკნოტებზე ბაქტერიების 2400 კოლონია აღმოჩნდა.

აშშ-ს ფედერალური რეზერვის სტატისტიკით, 2016 წლის ბოლოსთვის ბრუნვაში 39 800 000 000 ერთეული დაბეჭდილი ამერიკული დოლარი აღმოჩნდა. მათგან ყველაზე მეტია 1-დოლარიანი ბანკნოტი (11,7 მილიარდი ერთეული), შემდეგ მოდის 100-დოლარიანი კუპიურა (11,5 მილიარდი ერთეული) და 20-დოლარიანები (8,9 მილიარდი ერთეული).



0,1 მმ - ასეთია ქაღალდის ბანკნოტების საშუალო სისქე, ისეთების როგორიცაა იაპონური იენა, ამერიკული დოლარი და ევროპული ევრო.


0,1 × 39 800 000 000 = 3 980 000 000 მმ, ანუ 3980 კილომეტრი - ასეთი სიმაღლეს მიაღწევს ერთმანეთზე დაწყობილი, დედამიწაზე არსებული ყველა ქაღალდის დოლარი. ბანკნოტების ეს შეკვრა ატმოსფეროს საზღვრებს გასცდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?