ცოდვების ჰოროსკოპი

საკნატუნო ამბები

6 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს ყოველ ნიშანს აქვს თავისი სისუსტეები და შეუძლია, ისეთი რამ ჩაიდინოს, რითაც ნამდვილად ვერ იამაყებს...

ვერძი
ვერძებს მკვლელობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან ვერძი ბრძანდებით, ეს 100%-ით გემუქრებათ, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ - თქვენ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ, ადვილად გამოდიხართ წყობიდან და ამ დროს თქვენი მოქმედების განსაზღვრა ძნელია.
ვერძები ძალიან აკურატულები უნდა იყოთ და ეცადოთ საკუთარი გრძნობების მოთოკვას. სხვანაირად შეიძლება, შარში ამოყოთ თავი.


კურო
კუროების ყველაზე დიდი ცოდვა მათი გაუმაძღრობაა. ეს ეხება ყველაფერს: საკვებს, სექსს, ყურადღებას. სასურველის მისაღწევად კურო ბევრ რამეზე წავა. ზოდიაქოს ამ ნიშნის კიდევ ერთი ნაკლი ნარცისიზმია. კუროებს ელიან, რომ მათ გარშემო ყველა ფეხის წვერებზე ივლის და მათ ქება-დიდებაში იქნება.

ტყუპები
ტყუპები უპატიოსნოები არიან. ისინი იტყუებიან, თანაც არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება საქმე - ამინდს თუ ფინანსურ კეთილდღეობას. ყოველ შემთხვევაში, ტყუპებმა თუ არ მოიტყუეს, საკითხს გააბუქებენ მაინც.

კირჩხიბი
კირჩხიბები ყველას და ყველაფერს აღმერთებენ. თუკი მათ ვინმე უყვართ, მაშინ ეს ადამიანი მათ თვალში ღმერთს გაუტოლდება. ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიანთი კერპის სურვილების შესასრულებლად და არც კი უფიქრდებიან, რომ ამით ცოდვას სჩადიან. თქვენ არ უნდა იქცეოდეთ ასე, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავი ბოლომდე არ დაივიწყოთ. ერთხელაც, თქვენმა კერპმა რომ გიღალატოთ?

ლომი
ლომი ბევრ საკითხში ნარცისია - ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს ეხება. ეს ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტური ნიშანია. ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და იცის, როგორ მიაღწიოს ყველაფერს ხელის ერთი გაქნევით. ქედმაღალი და ცხვირაწეული - ამ მიზეზების გამო მათ გვერდით ყოფნა ბევრს არ სურს და ეს არც არის გასაკვირი. მართლაც, ვის ექნება სურვილი, იმ ადამიანის გვერდით იყოს, რომელიც ყველგან მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს?

ქალწული
ქალწულების ნაკლი მათი შურიანობაა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანებს ეხება თუ საგნებს. თუკი ქალწულმა თვალი რამე ნივთს დაადგა, მაშინვე მისი ფლობის სურვილი გაუჩნდება და არა აქვს მნიშვნელობა, მას ეს ნივთი სჭირდება თუ არა. თუკი სასურველს ვერ მიაღწია, შური კიდევ დიდხანს გამოუხრავს გულს.

სასწორი
სასწორს მხოლოდ საკუთარი სილამაზე აინტერესებს. სარკეში თავისი ანარეკლის დანახვის შემდეგ მას არსებობის ძალა და სურვილი უძლიერდება. თუმცა, სასწორი, გარეგანის გარდა, შინაგან სილამაზეზეც ზრუნავს. მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ლამაზი შეფუთვით წარმატებებს ვერ მიაღწევენ.

მორიელი
მორიელის ცოდვა ჟინიანობაა. მათ აქვთ ჰიპერტროფირებული სურვილი, იყვნენ ყველას ახლო მეგობრები. ამგვარი ჟინის გამო მორიელს უჭირს ნამდვილი სიყვარულის პოვნა. თუკი ვინმემ მორიელს მეგობრობაზე უარი უთხრა, ეს მისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცევა.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ღალატისკენ არიან მიდრეკილები, ისინი ყველასთან ფლირტაობენ. სექსი მათთვის დიდი მხიარულებაა, ამიტომაც სერიოზული ურთიერთობებისას ერთგულების შენარჩუნება უჭირთ. მაშინაც კი, როცა ვინმე ნამდვილად უყვართ, თვალებს მაინც გვერდზე აცეცებენ.

თხის რქა
თხის რქებს მომხვეჭელობა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ ისინი ოფისში აღამებენ და სხვების თავებზე გადავლაც შეუძლიათ. ფინიშზე მათ ხომ აღიარება, ფული და ჯილდოები ელით. აღსანიშნავია, რომ ყველაფერ ამას დასახარჯად არ შოულობს - აგროვებს.


მერწყული
მერწყულებს მიაჩნიათ, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან. თუ გარეგნობაზეა საუბარი, მაშინ მათი აზრით ყველაზე უჩვეულოები და ლამაზები არიან. მერწყულებისთვის კარგი იქნება, თუკი ციდან მიწაზე დაეშვებიან და აღიარებენ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია.

თევზები
თევზებს ღრუბლებში ლივლივი უყვართ. ზოგჯერ გგონია, რომ ისინი ცალკე სამყაროს მკვიდრნი არიან, სადაც უბრალო ადამიანს ფეხს არ ადგმევინებენ. დიდზე ოცნებისას თევზები ყოველდღიურს ივიწყებენ. გარემოცვა ამას სიზარმაცედ აღიქვამს, მაგრამ თევზებმა, უბრალოდ, იციან, რომ წვალებად არაფერი ღირს და დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?