არასდროს არის გვიან: ცნობილები, რომლებმაც 30 წლის შემდეგ მიაღწიეს წარმატებას

საკნატუნო ამბები

6 დეკემბერი 19:00, 2017 წელი

ისინი დღეს ლამაზები, მდიდრები და ცნობილები არიან. ამ ადამიანების მაგალითით ხვდები, რომ რა ასაკისაც არ უნდა იყო, ფარ-ხმლის დაყრა არ შეიძლება.

  • 1. მაიკლ ფასბენდერი

    მსახიობი მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა და ისიც იშვიათად. პირველი წარმატება 2006 წელს ეწვია, როცა ფილმ "300 სპარტელში" მიიწვიეს. ამ როლისთვის ის 3 თვე სპორტული დარბაზიდან არ გამოსულა. ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა. ნამდვილი დიდება კი 34 წლის ასაკში ერიკ ლენშერის როლმა მოუტანა, ფილმიდან „იქს ადამიანები: პირველი კლასი“.

  • 2. კიმ კეტროლი

    სამანტას როლი სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ 41 წლის მსახიობისთვის პირველი ვარსკვლავური როლი გახდა. მანამდე ეფექტურმა ქერამ, როგორც ამბობენ, თითქმის ყველა კინოსინჯი ჩააფლავა.

  • 3. ჰიუ ჯეკმანი

    ჰიუ ჯეკმანი კარგად იყო ცნობილი ავსტრალიაში. 30 წლის იუბილეს ქვეყნის საუკეთესო მსახიობის ამპლუაში შეხვდა. მსოფლიო სახელი კი 32 წლის ასაკში ეწვია ფილმით „იქს ადამიანები“. სამურავის როლმა ჯეკმანს მრავალმილიონიანი კონტრაქტები, მაყურებელთა სიყვარული და ცნობილი კინოფესტივალების ნომინაციები მოუტანა.

  • 4. გვენდოლინ კრისტი

    ამ ლამაზმანმა კინოგადაღებები გვიან - 29 წლის ასაკში დაიწყო. პირველ როლებს მისთვის პოპულარულობა არ მოუტანია. 34 წლის იყო, როცა „სამეფო კარის თამაშების“ ქასტინგის შესახებ გაიგო. მან სპორტს მიჰყო ხელი და 15 კილოგრამამდე კუნთოვანი მასა მოიმატა. ბრიენ ტარტის სახით წარმდგარმა გვენდოლინმა ჯერ რეჟისორების და შემდეგ მაყურებელთა გულებიც დაიპყრო.

  • 5. კრისტოფ ვალცი

    კრისტოფ ვალცის ვარსკვლავი 53 წლის ასაკში კვენტინ ტარანტინოს ფილმით გაბრწყინდა. საკულტო რეჟისორი СС-ის ოფიცრის როლის შემსრულებელს ეძებდა და ის კრისტოფში იპოვა.

  • 6. ჰოლი ბერი

    ფილმებში გადაღებამდე ჰოლი საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებსა და სარეკლამო კლიპებში, მაგრამ მას მეტი სურდა. ქასტინგებზე სიარული დაიწყო და როლიც მიიღო სერიალში „ცოცხალი თოჯინები“. მსოფლიო სახელი კი 30 წლის ასაკში ეწვია, ფილმების „ჯუნგლების ციებ-ცხელების“ და „ბუმერანგის“ შემდეგ.

  • 7. მონიკა ბელუჩი

    მონიკა ბელუჩი მოთხოვნადი მოდელი იყო, Dolce & Gabbana-ს სახე. მონიკას მიღწეულზე გაჩერება არ სურდა და კინოში გადაღება დაიწყო, მაგრამ მსახიობად სერიოზულად არავინ აღიქვამდა. იგი 29 წლის ასაკში გახდა ცნობილი ფილმით „დრაკულა“ და სერიოზული მსახიობის იმიჯიც მოიპოვა.

  • 8. ჯორჯ კლუნი

    ჯორჯ კლუნი კასტინგებზე 21 წლის ასაკიდან დადიოდა, მაგრამ  საშინლად არ უმართლებდა. იგი მხოლოდ მცირებიუჯეტიან სერიალებში იღებდა როლებს. თუმცა, ჯორჯს სჯეროდა, რომ მას მეტი შეეძლო. იგი ცნობილი 33 წლის ასაკიდან გახდა, როცა საკულტო სერიალ „სასწრაფოში“ გადაიღეს. 

  • 9. კოკო შანელი 1920 და 1970 წლებში

    კოკო შანელმა გრძელი გზა გაიარა მონასტრის თავშესაფრიდან მაღალ საზოგადოებამდე. ქუდების პირველი მაღაზია 1910 წელს გახსნა, როცა 27 წლის იყო. მაგრამ სახელი და დიდება 1970-იან წლებში მოიხვეჭა.

  • 10. სტენ ლი

    სტენლი მარტინ ლიბერმა მრავალი პროფესია გამოიცვალა: წერდა ნეკროლოგებს, ავრცელებდა ხელმოწერებს გაზეთებზე და ოფისში სენდვიჩებიც კი დაჰქონდა. თავისი სადებიუტო კომიქსი „სტენ ლის“ ფსევდონიმით მან 1941 წელს დახატა. დიდება კი 39 წლის ასაკში „ფანტასტიკური ოთხეულით“ მიიღო. კომიქსი აბსოლუტური ბესტსელერი გახდა, ხოლო Marvel-ის სამყაროს პერსონაჟები ამერიკული თანამედროვე კულტურის სახეებად იქცნენ.

  • 12. მარგარეტ მიტჩელი

    მომავალმა მწერალმა კარიერა გაზეთ „ატლანტა ჯორნელის“ რეპორტიორობით დაიწყო, მაგრამ 26 წლისამ კოჭი დაიზიანა და იძულებული გახდა, რედაქციიდან წასულიყო.  სწორედ მაშინ მიჰყო ხელი მან რომანის წერას. 36 წლის ასაკში კი უკვე ცნობილი მწერალი იყო. 1939 წელს რომან „ქარწაღებულების“ მიხედვით ლეგენდარული ფილმი გადაიღეს.

  •  12. პიტერ დინკლეიჯი

    პიტერს გენეტიკური დაავადება ახონდროპლაზია სჭირს. მისი სიმაღლე მხოლოდ 135 სანტიმეტრია, მაგრამ ამას ხელი არ შეუძლია მისთვის, მსახიობის პროფესიას დაუფლებოდა. მას ფილმებში 1995 წლიდან იღებდნენ. პირველად 35 წლის ასაკში შეამჩნიეს, მაგრამ მსოფლიო დიდება ტირიონ ლანისტერის როლმა მოუტანა ფილმში „სამეფო კარის თამაშები“.

წყარო: adme.ru
საკნატუნო ამბები

რეალურ ცხოვრებაში გლამურის ადგილი არ არის (15 ფოტო)

პაროდიების მორიგი პორცია სელესტა ბარბერისგან!
ურთიერთობა

„მე ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ“ - ალენ დელონის უკანასკნელი სიტყვები

„აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა....“  
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

დავით ქაშიაშვილი: „მეშინია აუდიტორიის, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს“

დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაში“ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს წარმოგიდგენთ.
ჰოროსკოპი

19-26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

55+ ასაკის ვარსკვლავები, რომლებიც ახალგაზრდულად იცვამენ და სულაც არ გამოიყურებიან სასაცილოდ

ვინ თქვა, რომ მოდის სიახლეები მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არის? ამ ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ახალგაზრდული სამოსის ტარება და თანაც - მოხდენილად...
საკნატუნო ამბები

ღამის მადის სინდრომი - რატომ მოვდივართ ჭამის მადაზე ძილის წინ და რა შველის ამ პრობლემას?

ბევრ ადამიანს უჩნდება ძილის წინ კვების სურვილი. ღამის მადის სინდრომის მქონე ადამიანებს საკვების მიღების გარეშე წყნარად დაძინება არ შეუძლიათ. ამას კი თავისი მიზეზები აქვს...
საკნატუნო ამბები

სოციალური ქსელების 10 ყველაზე პოპულარული პიროვნება: სიურპრიზების გარეშე ვერ გადავრჩით

თქვენი აზრით, ვინ არიან სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ადამიანები? რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი თქვენთვის ნაცნობია, მაგრამ რეიტინგში ადგილების განაწილება გაგაოცებთ.
იცით თუ არა...

პოზების საიდუმლო ძველ ფოტოებში

ძველი ფოტოების თვალიერებისას, შეამჩნევდით, რომ თითქმის ყველა ფოტოზე ადამიანებს ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული, ერთმანეთის მხრებზე უდევთ ან რაღაც საგანს არიან დაყრდნობილები. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს ამ ადამიანებმა არ იციან, სად წაიღონ ხელები.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ ამსხვრევენ გულებს ზოდიაქოს ნიშნები?

საყვარელ ადამიანთან განშორება ყოველთვის ძნელია. ამიტომაც ზოგჯერ ჯობს, წინასწარ იცოდეთ, ვისგან რა გელოდებათ...
FUN-ტესტი

აირჩიეთ ერთი ბანქო და გაიგეთ, რამდენად იღბლიანი პერიოდი გელით

ეს სწრაფი ტესტი საინტერესო კუთხით დაგანახვებთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ახლა ხდება...
კულინარია

ტორტი „პინჩერი“ - ცდუნება, რომელსაც ვერ გაუძლებთ

ამბობენ, რომ ამ დესერტის სახელი ცნობილი ინგლისელი კონდიტერების ოჯახს უკავშირდება, რომლებმაც თავიანთი კულინარიული შედევრებით მთელ ევროპაში სახელი გაითქვეს. პინჩერების ოჯახის უგემრიელესი ტორტი ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.